12 ფრაზა, რომლებიც პროვინციალიზმში გამხელთ

საკნატუნო ამბები

29 იანვარი 14:00, 2019 წელი

თუ საკუთარ იმიჯზე ზრუნავთ, თავი შეიკავეთ ამ ფრაზების გამოყენებისგან...

1. „მხოლოდ მდიდარს გავყვები ცოლად“


ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან ის სიყვარულით გათხოვებაზე ოცნებობს. თუნდაც ქალაქის ცენტრში არ ჰქონდეს ბინა მის შეყვარებულს. გაიღვიძო ლოგინში იმ ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს - ეს დამცირებაა.


შეგონება: გჯეროდეს სიყვარულის. ფული და სიმდიდრე წარმავალია.


2. „ცოლიანი კაცი მიყვარს...“


ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან ის არასოდეს დაიწყებს შეხვედრებს ცოლიან მამაკაცთან. და არა კარმისა და ბუმერანგის გამო. მას აქვს მორალური პრინციპები და ისეა აღზრდილი, რომ არასოდეს გადავა ზღვარს. მან იცის, რომ დროთა განმავლობაში გრძნობები გაქრება, რეპუტაცია კი სამუდამოდ მასთან დარჩება.


შეგონება: იცოდე საკუთარი თავის ფასი. და წუთით მაინც დაფიქრდი, რომ მისი ცოლის ადგილას შეიძლებოდა შენ აღმოჩენილიყავი.



3. „ასეთივე კაბას/ქვედაბოლოს/სვიტერს ბაზრობაზე ვიყიდი“


ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან ის არასოდეს ჩაიცვამს ბაზრობის ტანსაცმელს. შეიძლება ბრენდული არაფერი ეცვას, მაგრამ ყოველთვის მოდურად გამოიყურება - მას ხომ გემოვნება დაბადებიდან დაჰყვა.


შეგონება: ეძებე არა ძვირად ღირებული, მაგრამ მოდური და ხარისხიანი ტანსაცმელი ონლაინმაღაზიებში.


4. „ყირაზე დავდგები, მაგრამ საწადელს მაინც მივაღწევ“


ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან მან იცის, რომ თავხედობა - ეს არა მეორე შანსი, არამედ გაუზრდელობაა. ის დაიპყრობს სიმაღლეებს და ამასთანავე, კეთილგანწყობას შეინარჩუნებს ადამიანების მიმართ. ამას ჰქვია კომუნიკაბელურობა.


შეგონება: იყავი კეთილგანწყობილი და ადამიანები არა მარტო მოგეტმასნებიან, არამედ დაგეხმარებიან კიდეც.


5. „მზად ვარ, ნებისმიერ თანხაზე ვიმუშაო“


ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან მან იცის ფულის ფასი. ასე რომ, დაბალანაზღაურებადი სამსახური მის ინტერესებში არ შედის.


შეგონება: შეისწავლე ხელფასების ბაზარი. არ ჩაეჭიდო ნებისმიერ შეთავაზებას, რათა ქალაქში დარჩე. შეძელი, თავიდანვე დააფიქსირო საკუთარი ამბიცია.



6. „დამირეკააავ?“


ქალაქელი გოგო ამ ფრაზას ასე არასოდეს იტყვის, რადგან მან ბავშვობიდან იცის, რა ინტონაციით უნდა წარმოთქვას ის.


შეგონება: ძილის წინ იმეცადინე სარკის წინ.


7. „მე საუკეთესო ვარ!“


ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან ის საკუთარ თავში დარწმუნებულია. მას არაფერში სჭირდება, ვინმეს რამე დაუმტკიცოს, მით უმეტეს თავის ქება ცოტა მეტისმეტია, თანაც ულამაზო.


შეგონება: იყავი თავმდაბალი. დაე, სხვებმა გაქონ.


8. „იცი, რომ დედაჩემი/დეიდაჩემი/ჩემი დეიდაშვილი...?“


ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან ეს იგივეა, რაც „მე საუკეთესო ვარ“ (იხ. პუნქტი 7).


შეგონება: ახლობლებზე ისაუბრე მხოლოდ ახლობლებთან.



9. „ჩემ შესახებ კიდევ ბევრს გაიგებთ!“


ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან მას აზრადაც არ მოუვა, ვინმეზე შური იძიოს. მით უმეტეს, წინასწარ მიიწეროს რაიმე დამსახურება.


შეგონება: საქმე ლაპარაკის ნაცვლად! ამ შემთხვევაში შენზე შენი საქმეები ისაუბრებენ და არა სიტყვები.


10. „ვერ ვიტან ქალაქს/ქალაქელებს“


ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან ამის თქმა არც ისე ჭკვიანურია.


შეგონება: გიყვარდეს ის ქალაქი, სადაც დაიბადე. განსაკუთრებით კი ის ქალაქი, სადაც ჩამოხვედი. და თუ რამე არ მოგწონს, უხმოდ გაემგზავრე იქ, სადაც, შენი აზრით, უკეთესია. შეურაცხყოფების გარეშე.


11. „შენთვის ადვილია. ბინა ქალაქში მშობლებისგან დაგრჩა. და რატომაც არ უნდა დატკბე ცხოვრებით“


ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან დარწმუნებულია, რომ პროვინციელ გოგოს შესაძლოა, სულაც არ ჰქონდეს ბინის პრობლემა თავის „პატარა სამშობლოში“.


შეგონება: აიღეთ იპოთეკა ან ქირა შესაძლებლობების ფარგლებში. როცა ქალაქში ჩამოდიოდით, რაღაც გათვლები ხომ გქონდათ?


12. „კაფეში არ წამოვალ, რადგან საჭმელი წამოღებული მაქვს“


ქალაქელი გოგო ამ ფრაზას არასოდეს იტყვის, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია არა თავად საკვები, არამედ შესვენებაზე მეგობრებთან ერთად კაფეში დაჯდომა. და მისთვის ეკონომიაც უცხოა.


შეგონება: მორჩით მუდმივად ეკონომიის კეთებას და წადით მეგობრებთან ერთად კაფეში.

დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ანტონის ცაპატაკისი: „ეს ჩემი თავისუფლებაა“

ნუ გადააჭარბებ სიჩქარეს - დღეს ეს მოწოდება და ამაში მოზარდების დარწმუნება ერთ-ერთი მთავარი მიზანია ანტონის ცაპატაკისისთვის, რომელიც ბერძენი პარალიმპიელი მოცურავე და მსოფლიო ჩემპიონია... 
იცით თუ არა...

სკოლაში ექსპერიმენტი ჩაატარეს - ხელების სისუფთავე პურის ნაჭრით შეამოწმეს!

შედეგი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ გადაწყვიტეს, ეს ამბავი სოციალური ქსელით გაეზიარებინათ. 
ამბები

აღიარება ჩუმი გმირობისთვის

მარინა გოგიჩაიშვილი ჯიპიაი ჰოლდინგის თანამშრომელია. ის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ყოველწლიური კონკურსის -  ჯილდო  მოხალისეობრივი საქმიანობისათვის - AWARD IN RECOGNITION OF COMMITMENT TO VOLUNTARY ACTIVITIES გამარჯვებული გახდა. მან ჯილდო ლეიკემიით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად  საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებისთვის მიიღო.
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ყველაზე ზარმაცებისთვის: ვისკი კაფსულებში (video)

ამ სიახლის ავტორია ალკოჰოლის შოტლანდიური ბრენდი The Glenlivet. 
მოძღვარი გვირჩევს

დღეს ქრისტიანის ცხოვრებაში პირველი საიდუმლო იღებს სათავეს

გილოცავთ ყველა ქრისტიანს - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე, როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, აღნიშნავს ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.   
დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რამოდენიმე დღის წინ გადაღებულმა ამ ფოტომ ბევრს იმედი ჩაუსახა

გამოუცდელი თვალისთვის ეს, უბრალოდ, ლამაზი ფოტოა, რომელზეც დედა-ვეფხვი თავის ბოკვერებთან ერთად სეირნობს, მაგრამ - მხოლოდ გამოუცდელი თვალისთვის...
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?