სექსის 7 მთავარი „მტერი“, რომელთა შესახებ წარმოდგენა არ გაქვთ

სექსის 7 მთავარი „მტერი“, რომელთა შესახებ წარმოდგენა არ გაქვთ

საკნატუნო ამბები

1 თებერვალი 23:00, 2019 წელი

ყველას გვაქვს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც არაფერი გვინდა - ლიბიდო ნულზეა.  მხოლოდ საწოლში კოტრიალი, სუსნაობა და საყვარელი ფილმის ყურება გვსიამოვნებს. და რა უნდა ვქნათ, როდესაც ვნება სადღაც ქრება?   

დღეები კვირებში გადადის, კვირები თვეებში და გრძნობთ, რომ სუსნაობა უფრო გაინტერესებთ, ვიდრე სექსი. იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი განწყობის ბრალი არ არის? რას შეუძლია გაანადგუროს თქვენი სექსდრაივი? გიფიქრიათ ქვემოთ ჩამოთვლილ მიზეზებზე?


ალკოჰოლი



ბევრს სჯერა, რომ ალკოჰოლი აღვიძებს სექსის სურვილს, თუმცა, ეს მცდარი აზრია. ერთი ბოკალი ღვინო ან შამპანური ნამდვილად მოგადუნებთ და სითამამესაც შეგმატებთ პაემანზე, მაგრამ სექსის ქალღმერთად ნამდვილად ვერ გაქცევთ, თუკი სექსუალური სიახლოვის სურვილი არ გექნებათ.


ყველაფერი დამოკიდებულია ალკოჰოლის ხარისხზე, რაოდენობასა და სიხშირეზე. მაგრამ ერთი ფაქტი უდავოდ რჩება: ალკოჰოლი ძლიერი დეპრესანტია. სხვათა შორის, ალკოჰოლის ხშირი მიღება საშოდან ბუნებრივი გამონადენის გამოყოფას უშლის ხელს და ამის მიზეზი მთელი სხეულის დეჰიდრატაციაა. გარდა ამისა, ალკოჰოლი აქვეითებს ორგაზმის შეგრძნებებს, რაც, დამეთანხმებით, ასევე, დიდი პრობლემაა. თუკი გრძნობთ, რომ თქვენს ლიბიდოს რაღაც ისე ვერ აქვს, როგორც უნდა იყოს, უარი თქვით პარასკევის ტრადიციულ დალევაზე.


 


სტრესი



რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, სტრესი და დეპრესიული აშლილობა ჰორმონების დონეს ცვლის. ჩვენი ორგანიზმი სტრესზე განსაკუთრებული ჰორმონების, კორტიზოლისა და ადრენალინის გამოთავისუფლებით რეაგირებს. კორტიზოლის მომატებული დონე უარყოფითად მოქმედებს სექსუალურ ლტოლვაზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ტვინი სექსზე ფიქრებს თავს არიდებს და ეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენს სხეულს საფრთხე ემუქრება.


ეს, სხვათა შორის, არა მხოლოდ კაცებს, არამედ ქალებსაც ეხება: სტრესის დროს ვიწროვდება სისხლძარღვები, ფერხდება სისხლის მიმოქცევა, რაც კაცებში ერექციულ დისფუნქციას იწვევს.


 


არასაკმარისი ძილი



ის, რომ რვასაათიანი ძილი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, ყველამ ვიცით. ძილის უკმარისობა სისხლში ტესტოსტერონის დონის კლებას იწვევს და, შესაბამისად, ეს ფაქტორი უარყოფითად აისახება ინტიმურ სფეროზე. თუკი საღამოს თავს გაწურული ლიმონივით გრძნობთ, სცადეთ სექსუალური ცხოვრების გრაფიკის შეცვლა და სექსით დილიდან დაკავდით.


 


წამლები



ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც დეპრესიის მკურნალობას უწყობს ხელს, არეგულირებს სისხლის წნევას და გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, შესაძლოა, სექსუალური აშლილობის მიზეზი გახდეს. სანამ უცნობი წამლის მიღებას დაიწყებთ, შეამოწმეთ, ხომ არ უწერია უკუჩვენებაში სექსუალური აქტივობის შემცირება?


 


მოწევა



მოწევა არა მხოლოდ ფილტვებსა და სასუნთქ სისტემას აზიანებს, არამედ ნეგატიურად მოქმედებს მთლიან ორგანიზმზე. ეს პრობლემა, ძირითადად, აქტუალურია კაცებისთვის: მოწევა კაცებში იწვევს ერექციული დისფუნქციის გაორმაგების რისკს. მწეველი კაცები რთულად აღწევენ ერექციას, რადგან მოწევა ორგანიზმიდან გამოდევნის ადრენალინსა და სხვა კომპონენტებს, რომლებიც სისხლის მიმოქცევაზე მოქმედებს. რაც უფრო ნაკლები რაოდენობის სისხლი მიეწოდება გენიტალიებს, მით უფრო სუსტი და იშვიათია ერექცია. ბოლო კვლევების თანახმად, მოწევა ერექციული დისფუნქციის რისკ-ფაქტორებს შორის პირველ ადგილზეა.


 


პორნოგრაფია



არადა, პირიქით გეგონათ? ფიქრობდით, რომ ფილმები მოზრდილებისთვის სექსის სურვილს აღვიძებს? აღმოჩნდა, რომ პორნოფილმების ყურების შემდეგ პარტნიორთან სექსუალური კავშირის სურვილი იკლებს. კვლევების თანახმად, პორნოგრაფიული ფილმების მოყვარულები სექსუალური ურთიერთობის დროს იმ შეგრძნებებს ვერ იღებენ, რისი მოლოდინიც აქვთ. 


სოციალური ქსელები



„როდესაც საძინებელში არსებობს მესამე, წყვილი საჭირო განწყობას ვერ იჭერს. სმარტფონი კი სწორედ ის მესამეა“, - მიიჩნევს სექსექსპერტი, ექიმი პრაკაშ კოტარი. მისი თქმით, ის ბოლო პერიოდში ხშირად აწყდება წყვილებს, რომლებიც საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას უჩივიან და ამას სოციალურ ქსელებს აბრალებენ. ჩვეულებრივ, ესენი არიან ახალგაზრდა წყვილები, რომლებიც იძულებულები არიან, დროის უმეტესი ნაწილი „ონლაინ“ გაატარონ.  


ექიმის განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან ურთიერთობით ადამიანების ნერვული სისტემა იტვირთება, რეალურ ცხოვრებას წყდებიან და მთელ ყურადღებას ვირტუალურ ცხოვრებას უთმობენ. ხშირად, სექსუალური აქტის დროს ფიქრები გაურბით, ვინმემ ხომ არ მოიწონა მათი პუბლიკაცია ან სექსუალურ აქტს მესენჯერის ხმა აპაუზებს. რა თქმა უნდა, ინტიმური ცხოვრების მოგვარების საუკეთესო გზა არსებობს - უარი თქვით გაჯეტებით სარგებლობაზე საწოლისკენ წასვლამდე თუნდაც ერთი საათით ადრე. 


სექსი არ არის ჩვენი ორგანიზმის პირველადი მოთხოვნილება და ინტიმური ცხოვრება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოწესრიგებული, როდესაც, ზოგადად, მთელი სხეული ბრწყინვალედ მუშაობს. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.