დღეს გაგიზიარებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო სპეციალურ ნიღაბს, რომელიც უკვე უამრავმა ადამიანმა გამოსცადა და რომელსაც საოცარი შედეგი აქვს. მისი მომზადება ძალიან მარტივია. სცადეთ!
მას ასე, ნიღბის რეცეპტი:
ხახვის წვენი - 1 ს/კ (ხახვი გახეხეთ და შემდეგ გაწურეთ)
თაფლი - 1 ს/კ
კვერცხის გული - 1 ცალი
აბუსალათინის ზეთი - 1-2 ს/კ (ზეთის რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ, თუკი ცოტა მოგეჩვენებათ, თუმცა, როგორც წესი, 1-2 ს/კ საკმარისია).
გამოყენების წესი:
ზემოჩამოთვლილი პროდუქტები ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა ჯერ თმის ძირებში (ხელით ან თმის შესაღები ფუნჯით) შეიზილეთ, დარჩენილი მასა კი თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. დაიხურეთ შხაპის ქუდი, შეიფუთეთ თმები პირსახოცით და 1 საათი გაიჩერეთ. შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ.
თავიდან შეგიძლიათ თმის ნიღბით კვირაში ორჯერ ისარგებლოთ, ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ კი, როგორც კი შენიშნავთ, რომ თმა გაგიმაგრდათ, ნიღაბი კვირაში ერთხელ შეიზილეთ. კურსი სულ ორი თვის განმავლობაში გრძელდება.
შენიშვნა: იმისთვის, რომ თმიდან ხახვის სუნი მოიშოროთ, შამპუნით დაბანის შემდეგ თავზე ოხრახუშის ნახარში გადაივლეთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სილამაზესა და სქელ თმას!