რამდენად ხშირად უნდა ჰქონდეს შეყვარებულ წყვილს სექსი?

რამდენად ხშირად უნდა ჰქონდეს შეყვარებულ წყვილს სექსი?

საკნატუნო ამბები

4 თებერვალი 23:00, 2019 წელი

ალბათ, ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ, რა რაოდენობის სექსია საკმარისი მყარი და ჯანსაღი ურთიერთობებისთვის? შეიძლება, საკუთარი თავისთვისაც გიკითხავთ: ნეტავ, იშვიათად ხომ არ მაქვს ან სხვებს რამდენჯერ აქვთ?

 

რამდენია საკმარისი?


ალბათ, ელოდებოდით პასუხს: „ზუსტი ციფრი არ არსებობს“ და რაც არ უნდა მოგოწოდო სხვადასხვა გამოცემებმა (მათ შორის, ჩვენც), რომ სექსით ყოველი შესაძლებლობის დროს უნდა დაკავდეთ, ჯობია, სიმართლეს თვალებში შევხედოთ: რვასაათიანი ჯანსაღი ძილი გაცილებით სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე ცხელი სასიყვარულო ღამე.


წყვილის სექსუალურ ცხოვრებას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს: ასაკი, ცხოვრების სტილი, ლიბიდოს ბუნებრივი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, სტრესი, შვილების რაოდენობა... 


ცხოვრება სექსის გარეშე


სექსოლოგები წყვილებს, რომელთაც სექსი წელიწადში ათჯერ აქვთ, უსექსო წყვილებს (sexless) უწოდებენ. თუმცა, სექსის უკმარისობა ყოველთვის არ მიანიშნებს, რომ წყვილს ურთიერთობაში პრობლემა აქვს. ბევრისთვის სექსი - ინტიმურობის უმაღლესი სტადიაა. თუმცა, არსებობენ წყვილები, რომლებსაც შეუძლიათ სექსზე უარი თქვან, თუმცა ამით საკუთარი ურთიერთობა არ დააზარალონ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია.


სექსოლოგი იან კერნერი განმარტავს, რომ წყვილები, რომლებიც სექსზე უარს ამბობენ, უფრო ადვილად ღიზიანდებიან და ნაკლებად თავდაჯერებულები არიან. სპეციალისტის თქმით, მას სჯერა, რომ სექსი „წებოსავითაა, რომელიც ერთმანეთზე გვამაგრებს. სექსის გარეშე წყვილები, საუკეთესო შემთხვევაში, კარგი მეგობრები არიან, ხოლო ცუდ შემთხვევაში - ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები".


ფსიქოთერაპევტი ტინა ტესინის თქმით კი, სექსზე უარის თქმის მიზეზი ერთ-ერთ პარტნიორის გრძნობების შესუსტებაც შეიძლება იყოს, ზოგიერთი მუდმივად დაკავებულია, ზოგს კომუნიკაციის პრობლემა აქვს და ა.შ. 


 


როდესაც სექსი არ არის


ნორმალურია, თუკი წყვილს სექსი არ აქვს? დიახ, თუკი ორივე პარტნიორს ამგვარი მდგომარეობა აწყობს, რატომაც არა?! თანაც, საშოში პენისის შეღწევის გარდა, სექსის ალტერნატიული საშუალებაც არსებობს და მათ შორის ერთ-ერთია ორმხრივი მასტუბრაცია.


ჩვენი სხეული და გონება რთულადაა მოწყობილი. ვიღაცისთვის სექსი - მოდუნებისა და სტრესის მოხსნის საშუალებაა, ხოლო ზოგიერთ ადამიანში - მხოლოდ დაძაბულობას იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი შესანიშნავია, რაც ორივესთვის მისაღებია. 

წყარო
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?