საინტერესო ფაქტები „ოსკარის“ 91-წლიანი ისტორიიდან!

საკნატუნო ამბები

4 თებერვალი 14:00, 2019 წელი

მსოფლიოს კინომანები 5 მარტს „ოსკარების“ გადაცემის ცერემონიას ელოდებიან, რომელიც წელს ახალი წესებით გაიმართება. მანამდე კი გთავაზობთ, ყველაზე პოპულარული პრემიის მრავალწლიანი ისტორიის „კულისებში“ შევიხედოთ... 


„ოსკარის“ არსებობის მანძილზე მისი მოსახელე ერთადერთი მფლობელი იყო - მწერალი და ლიბრეტისტი ოსკარ ჰემერსტაინ მეორე, ავტორი მიუზიკლ „მუსიკის ჰანგების“ ლიბრეტოსი. ოღონდ ის ვერ მოესწრო ამავე სახელწოდების ფილმის გადაღებას, რომელმაც 5 სტატუა მიიღო. თავად ლიბრეტისტი კი ორი „ოსკარითაა“ დაჯილდოებული „საუკეთესო სიმღერებისთვის ფილმებში“.



ყველაზე მეტი „ოსკარი“ უოლტ დისნეის აქვს აღებული. პირველი - 1932 წელს მულტფილმისთვის „მიკი მაუსის“ სერიიდან. მომდევნო წლებში კი ის ლამის ყოველწლიურად ჯილდოვდებოდა ამ ნომინაციაში და, საბოლოო ჯამში, 26 „ოსკარი“ აიღო.



„ოსკარის“ სტატუეტის სიმაღლე 34 სანტიმეტრია, ზონა - 3.85 კგ, დამზადებულია მოოქროვილი ბრიტანიუმისგან და დგას შავ სადგამზე. არტ-დეკოს სტილში გამოსახულ რაინდს ხელთ უპყრია ჯვაროსნის ხმალი, დგას კინოფირის 5 კოლოფზე, რაც სიმბოლურად კინოაკადემიის ხუთ მთავარ მიმართულებას გამოხატავს. ლეგენდის თანახმად, „ოსკარის“ შემქმნელმა სედრიკ გიბონსმა ეს ესკიზი ერთ-ერთ მოსაწყენ შეხვედრაზე თავის ბლოკნოტში ჩახატა.



დიდი სტატუები, რომლებიც 2.5-დან 8 მეტრამდეა და 550 კილომდე იწონის და რომლებსაც წითელ ხალიჩაზე დგამენ, მინაბოჭკოვანი მასალისგანაა დამზადებული. შემდეგ ალუმინის თხელი ფირფიტებით აპირკეთებენ და ყვითელი საღებავით ღებავენ. მის მოოქროებაზე უარს ეკონომიის მიზნით კი არ ამბობენ, უბრალოდ, პროჟექტორების შუქზე ყვითელი საღებავი უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ოქრო.



წითელი ხალიჩა ერთგვარი დეფილეა ცნობილების ჩაცმულობის დემონსტრირებისთვის. მისი სიგრძე 150 მეტრია, ხოლო სიგანე - დაახლოებით 10 მეტრი. ის შედგება 135 კგ-იანი რამდენიმე რულონისგან, რომელთა საერთო წონა 5 ტონაა. მას 2 დღის განმავლობაში 21 ადამიანი შლის. ხალიჩას ცერემონიის დამთავრებისთანავე იღებენ და ამ პროცესს მხოლოდ 4 საათი სჭირდება.



შენობაში შესვლამდე ვარსკვლავებსაც კი ძალიან საფუძვლიანად ამოწმებენ. პოლიცია ჯერ იმ ლიმუზინებს ამოწმებს, რომლებითაც ვარსკვლავები მოდიან. წითელი ხალიჩის დასაწყისში კი ისინი ჯერ მოსაწვევებს წარმოადგენენ და შემდეგ მეტალოდეტექტორებში გადიან.



ვარსკვლავებმა რომ დარბაზში თავიანთი ადგილები იოლად მოძებნონ, სკამებზე პლაკატები დევს მათი სურათებით. ერთ ფილმში მონაწილე მსახიობებს გვერდიგვერდ სვამენ და მათ ოჯახურ მდგომარეობასაც ითვალისწინებენ: მეუღლეებს ან უბრალოდ პარტნიორებს შეუძლიათ, დარბაზში ერთად დასხდნენ.



კომპანია Price Waterhouse Coopers-ის ორი ექსპერტი და მათი ოთხი დამხმარე ამერიკის კინოაკადემიის წევრების 6 ათასზე მეტ ბიულეტენს ამუშავებენ. მუშაობის პერიოდში, რომელიც სამი დღე-ღამე გრძელდება, ისინი გასაიდუმლოებულ ადგილას იმყოფებიან. „ოსკარის“ გადაცემამდე მხოლოდ ამ ორმა ექსპერტმა იცის გამარჯვებულის ვინაობა. აუდიტორების დამხმარეებსაც კი არ მიუწვდებათ ხელი საბოლოო მონაცემებზე.



ერთადერთი შემთხვევა, როცა „ოსკარი“ მიიღო მსახიობმა, რომელმაც „ოსკაროსანის“ როლი განასახიერა, 2005 წელს მოხდა - კეიტ ბლანშეტი ფილმ „ავიატორში“ კეტრინ ჰეპბერნის როლისთვის დაჯილდოვდა.



„ოსკარის“ მთავარი ნომინაციებზე („საუკეთესო ფილმი“ და „საუკეთესო რეჟისორი“) მხოლოდ ინგლისურენოვან ნამუშევრებს წარადგენენ (გამონაკლისი იყო რეჟისორ მიშელ ხაზანავიჩუსის ფილმი „არტისტი“, რომელიც 2012 წელს ორივე ნომინაციის ლაურეატი გახლდათ).



„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალი ყველაზე მეტჯერ ამერიკელმა კომიკოსმა ბობ ჰოულმა წაიყვანა. ის 18 ცერემონიალს გაუძღვა. ამ ფოტოზე ბობ ჰოული და მარლონ ბრანდო არიან გამოსახული.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?