ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული სექსი ისევე ეფექტურად ამცირებს მომატებულ არტერიულ წნევას, როგორც სპეციალური აბები. ექსპერიმენტის მონაწილეებს, რომელთაც მომატებული არტერიული წნევა აწუხებდათ, სექსუალური აქტის შემდეგ წნევა დღეში 13%-ით შეუმცირდათ. ზუსტად მსგავსი ეფექტი აქვს შარდმდენ პრეპარატებს, რომელთაც მაღალი წნევის მქონე პაციენტები წნევის დროს იღებენ. თანაც, ისიც დადგინდა, რომ რაც უფრო მეტი სიამოვნება მოაქვს ორგაზმს, მით უფრო რეგულირდება არტერიული წნევა.
კვლევის ავტორების დასკვნით, სექსი ორგანიზმში ჰორმონ ოქსიტოცინის მაჩვენებელს ზრდის, რომელსაც ჩახუტების ჰორმონსაც უწოდებენ. ასევე, ოქსიტოცინი ეფექტურად ამცირებს სტრესს.
კარდიოლოდები ამტკიცებენ, რომ რეგულარული სიახლოვე გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა. კიდევ უფრო გაგიკვირდებათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მომატებული წნევის ფონზე სექსუალური აქტი სასარგებლოა. უბრალოდ, არ უნდა დაგავიწყდეთ რამდენიმე მარტივი რეკომენდაციის გათვალისწინება.
სექსის დროს წნევა მაღლა იწევს, ხოლო პულსი ხშირდება. ეს ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობაა ინტიმური სიახლოვის დროს. თუმცა, საშიში არ არის, რადგან მეცნიერების მტკიცებით, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და სექსი ერთნაირად არეგულირებს წნევას. ინტიმური სიახლოვის დროს იტვირთება გული, კუნთები (პოზის არასწორად შერჩევის დროს), რაც მაღალი წნევის დროს იწვევს თავის ტკივილს, სახეზე სიწითლეს, სიცხის შეგრძნებას. თუმცა, სექსის შემდეგ წნევა სწრაფად რეგულირდება (სტრესულ სიტუაციებთან შედარებით), კუნთოვანი ტონუსი მცირდება და ნერვული სისტემა მშვიდდება. წესრიგდება ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობაც, ხოლო ემოციური ფონი უმჯობესდება.
რთული სათქმელია, ეხმარება თუ არა სექსით დაკავება მაღალი არტერიული წნევით ან ჰიპერტონიით დაავადებულებს, თუმცა, ცდას წინ არაფერი უდგას.