5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

საკნატუნო ამბები

18 თებერვალი 23:00, 2019 წელი

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.

სპეციალისტები გვირჩევენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ფიქრობთ, რომ არცთუ ისე სერიოზული გინეკოლოგიური დაავადებები გაწუხებთ, ყოველთვის მკურნალ ექიმთან დააზუსტეთ, უნდა შეიკავოთ თუ არა თავი სექსისგან და რა პერიოდით. ჩვეულებრივ, ყველაფერი დაავადების ტიპზეა დამოკიდებული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მცირე შესვენება თქვენს ორგანიზმს სასარგებლოდ წაადგება. ნებისმიერმა გეგმიდან გადახვევამ, შესაძლოა, გაართულოს თქვენი გამოჯანმრთელება, განსაკუთრებით, თუკი ქვემოთ ჩამოთვლილი სიტუაციებიდან რომელიმე გაწუხებთ. 


1. მენჯის არეში ოპერაციის შემდეგ


თუკი მენჯის არეში ნებისმიერი ოპერაციის გადატანა მოგიწიათ, მაგალითად, საკეისრო კვეთა ან ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა), სასურველია, სექსისგან თავი შეიკავოთ, სანამ ექიმი არ დარწმუნდება, რომ ყველა ჭრილობა შეგიხორცდათ. მოკლე, მარტივი და ფრთხილი სექსუალური აქტიც კი შეხორცების პროცესს გაართულებს და ნაკერებს დააზიანებს. 


2. თუკი შარდსასქესო სისტემის ინფექცია გაწუხებთ


სექსუალური აქტის დროს, შესაძლოა, ბაქტერიები შარდსასქესო არხში მოხვდეს, რაც ყველაზე ხშირად იწვევს დაავადებებს. თუკი მსგავსი სიტუაცია რამდენჯერმე გაგიმეორდათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. გინეკოლოგის მიერ დანიშნული სამკურნალო კურსის დასრულებამდე სექსით სიამოვნება არ ღირს, იმ შემთხვევაშიც, თუკი მოგეჩვენათ, რომ ტკივილის შეგრძნება შეგიმსუბუქდათ ან საერთოდაც, გაგიქრათ.


3. ვაგინის მჟავიანობის დარღვევა ან ბაქტერიული ვაგინოზი


ეს დაავადება მშობიარე 10 ქალიდან 8-ს აწუხებს, თუმცა, მისი მკურნალობა ძალიან მარტივია. ბაქტერიულ ვაგინოზს ბაქტერიების დისბალანსი იწვევს, მაგალითად: ანტიბიოტიკების მიღება, უხარისხო საცვლები ან წყალი. საშოს მიკროფლორისა და მჟავიანობის აღსადგენად საჭიროა სანთლის ფორმის ვაგინალური პრეპარატები ან გელები. ამ შემთხვევაში სექსუალური აქტი კატეგორიულად იკრძალება.


4. საფუარი ინფექციის აღმოჩენის დროს


საფუარი სოკოს დადგენა სპეციალისტთან ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია და ამ დაავადებას შესანიშნავად ებრძვის ვაგინალური საშუალებები, რომელთა მოხმარება 3-5 დღის მანძილზეც საკმარისია. თუმცა, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ სოკოს საწინააღმდეგო თერაპიამ, შესაძლოა, საშოს ქსოვილი დააზიანოს, ამიტომ აუცილებელია რამდენიმედღიანი შესვენება ვაგინის აღსადგენად. ამ დროს აკრძალულია არა მხოლოდ ვაგინალური, არამედ ორალური სექსიც, რადგან სოკოვანი ინფექციები ნერწყვითაც ადვილად გადადის. გარდა ამისა, ამ სახეობის ბაქტერია მარტივად ვრცელდება სექსსათამაშოებითაც, ამიტომ არ დაგავიწყდეთ, საგულდაგულოდ გარეცხოთ ისინი მოხმარების შემდეგ.


5. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები


სექსუალური კავშირი იკრძალება იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენ და თქვენს პარტნიორს ერთი და იმავე ტიპის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები დაგიდგინდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსებს ერთმანეთს გადასდებთ, ხოლო გართულებული და ხანგრძლივი მკურნალობა თქვენს ჰორმონალურ და რეპროდუქციულ ფუნქციებს დააზიანებს. ეს, ასევე, ეხება ჩვეულებრივ „ტუჩების გაციებას“, რომელსაც ჰერპესს უწოდებენ და რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში არ არის სექსუალურ სისტემასთან, თუმცა, მსგავსი წინაპირობები აქვს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?