7 თვისება, რომლებიც მხოლოდ ჭკვიან ქალებს აქვთ

7 თვისება, რომლებიც მხოლოდ ჭკვიან ქალებს აქვთ

საკნატუნო ამბები

19 თებერვალი 14:00, 2019 წელი

ასეთი ქალისგან ბევრ რამეს ისწავლით...

1. ის მშვიდი და თავშეკავებულია


აკონტროლოს საკუთარი ემოციები - ეს ჭკვიანი ქალის მთავარი კრედოა. მის შინაგან სამყაროში ყოველთვის სიმშვიდეა - ბოღმასა და ნეგატიურ აზრებს ახლოსაც არ იკარებს და ცხოვრებით ტკბება. ასეთ მეგობარს მუდამ დაეკითხები რჩევას, ის ხომ ცხოვრებას მაქსიმალურად რაციონალურად უდგება და წუთიერი განწყობის ზემოქმედების ქვეშ არასოდეს ექცევა. ასეთი ქალების გვერდით მამაკაცები ძალიან სწრაფად ადიან კარიერულ კიბეზე, რადგან ისინი დროს არ კარგავენ უსარგებლო სკანდალებსა და უაზრო კამათებში. მშვიდი დედა, რომელიც მთელ დღეს მუქარებსა და უსაფუძვლო სასჯელების გამოგონებაში არ ატარებს, ბავშვებისთვისაც ავტორიტეტია.


2. მას შეუძლია მიიღოს ახლობელი თავისი ნაკლით


საღად მოაზროვნე ქალი არ ცდილობს ადამიანების გამოსწორებას და პატივს სცემს სხვების პირად სივრცეს. ის არ დაიწყებს ახლობლის ტელეფონში კომპრომატების ძებნას და მის ჩუმად გაკონტროლებას. არ განსჯის ადამიანებს მათი საქციელის მიხედვით. ის იღებს მათ ისეთებად, როგორებიც არიან, რადგან იცის, რომ არასოდეს არავინ შეიცვლება ჩვენი პრეტენზიების გამო.


3. ის არ არის ამპარტავანი, მას აქვს ღირსების გრძნობა


მან იცის საკუთარი თავის ფასი და ეს ხმამაღალი განცხადებების გარეშეც კარგად ჩანს. გარშემომყოფნი ინტუიციურად გრძნობენ, რომ საკუთარი მაღალი სტანდარტები მას ხელს არ უშლის, იყოს გულწრფელი და წესიერი სხვებთან ურთიერთობაში. ჭკვიანმა ქალმა ძალიან კარგად იცის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და შეუძლია თავისი საუკეთესო თვისებების ისე წამოწევა, რომ არავინ დაამციროს, თავად კი ყველასგან გამოირჩეოდეს. ასეთ ქალს ვერ აწყენინებთ, რადგან მან ძალიან კარგად იცის, ვინ არის. ის პატივს სცემს საკუთარ თავს და ზრუნავს თავის გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.


4. ის წარუმატებლობას იღებს, როგორც გამოცდილებას


წარუმატებლობას ყველა სხვადასხვანაირად იღებს. ჭკვიანი ქალისთვის კი „გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია“. ის მარცხიდანაც მაქსიმალურად იღებს სარგებელს, სწავლობს განვლილ გზას და შეაქვს ცვლილებები საკუთარ სტრატეგიაში. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კი უარყოფითი შედეგის აცილება იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ყველა წყალქვეშა დინება და შესაძლო რისკი გეცოდინება.


5. ის სულიერად განვითარებულია და კიდევ უფრო მეტის შეცნობისკენ ისწრაფვის


არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ, ყოველდღიური ცხოვრების გარდა. ისინი ჭამენ, სვამენ, სძინავთ, ერთობიან, სიამოვნებას იღებენ უბრალო რამეებით და მეტი არაფერი სჭირდებათ. ისინი ამითაც ბედნიერები არიან. ჭკვიანი ქალი მართალია, არ განიკითხავს მათ, მაგრამ თავად სულ სხვანაირ ცხოვრების წესს ირჩევს. სამყაროსა და ადამიანების შეცნობის სურვილი მას ცოდნის წყურვილს უღვივებს და ყოველდღიურად ისრუტავს ახალ-ახალ ინფორმაციას. ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ ჭეშმარიტება სადღაც ახლოსაა და არ უნდა გაჩერდეს, უნდა ეძებოს. ამისთვის კი უნდა იკითხოს წიგნები, იაროს თეატრში, მოუსმინოს მუსიკას, იურთიერთოს ადამიანებთან...


6. ის აგვარებს კონფლიქტებს და არასოდეს ქმნის მათ


ნებისმიერ ადამიანურ ურთიერთობაში არსებობს უთანხმოება, მაგრამ უნდა იცოდე, როგორ აღმოფხვრა ის. კარგია, როდესაც მის გადაწყვეტაში კეთილგონიერი თანამშრომელი, ახლობელი თუ ნათესავი დაგეხმარება. დაკვირვებული და ყურადღებიანი ქალი ბევრს ხედავს და ბევრი ესმის. ის პატივისცემით ეპყრობა ოპონენტებს და ორივე მხარეს მოუსმენს, თუ მას სთხოვენ. მოუსმინოს, დეტალურად განჭვრიტოს კონფლიქტის შესაძლო შედეგები, ცალკე ელაპარაკოს ორივე მხარეს, განიხილოს რთული სიტუაცია და მოძებნის კონსტრუქციული გამოსავალი - ყველა ეს უნარი აქვს ამ ქალბატონს. ჰო, მართლა, მისი ოჯახური კონფლიქტი ოჯახშივე რჩება, სამსახურში კი კონფლიქტს ერთიერთზე შეხვედრისას წყვეტს და არ გამოაქვს ის საზოგადოებრივ სამსჯავროზე. თუ ის მართალი არ არის, აუცილებლად მოიხდის ბოდიშს. ეს კი მხოლოდ ჭკვიანი ადამიანების თვისებაა.


7. მას უყვარს ხუმრობა და მოსწონს, როცა იღიმის


შურის არქონა, ყველაფერში პოზიტივის ძებნა,  შინაგანი სიმშვიდე და გარეგნული მომხიბვლელობა - ასეთია ის, გულღია, გულწრფელი და მშვენიერი. იუმორის წყალობით ის ანეიტრალებს კონფლიქტებს, მისი სიცილი გადამდებია, მის გვერდით ყოფნა კი - კომფორტული. მასთან ურთიერთობა გსიამოვნებს და სიმპათიით განგაწყობს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?