9 რამ, რაც ქალებს ძალიან მოსწონთ, მაგრამ არასოდეს აღიარებენ

საკნატუნო ამბები

26 თებერვალი 14:00, 2019 წელი

ზოგჯერ მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ნათქვამი „არა“ თანხმობას ნიშნავს და პირიქით. მთავარია, მამაკაცმა მისი ამოცნობა შეძლოს...

1. „როცა მიყურებენ“



ქალებს ძალიან სიამოვნებთ, როცა თვალს აყოლებენ. მაგალითად, როცა ლამაზი კაბა გაცვია, იდეალური ვარცხნილობა გაქვს და თავდაჯერებული მიაბიჯებ ქუჩაში, მამაკაცები კი ტრიალდებიან, რათა კიდევ ერთხელ შეავლონ თვალი შენს სილამაზეს. გვერდით ჩავლილი მანქანის ფანჯრიდან გამაღიზიანებელი სტვენაც კი გსიამოვნებს ქვეცნობიერის დონეზე. და ეს ყველაფერი თვითშეფასებას გიმაღლებს და სახეზე ღიმილს გფენს.


2. „როცა სხვა ქალებს ჩემი შურთ“



არცერთ ქალს არ სიამოვნებს, როცა მის თანმხლებ მამაკაცს სხვა ქალი თვალს არ აშორებს. მაშინვე იღვიძებს მესაკუთრეობისა და ეჭვიანობის გრძნობა. მაგრამ, მეორე მხრივ, თითოეული ჩვენგანი გულში ბოროტად ზეიმობს, როცა გარშემომყოფთა აღფრთოვანებულ მზერას გრძნობს. და პატარა ბავშვივით გვინდება, ენა გამოვუყოთ და ვუთხრათ: „დიახაც, ეს მაგარი ბიჭი ჩემთან ერთადაა“.


3. „როცა მეფლირტავებიან“



ფლირტს ქალები, ძირითადად, ისე იღებენ, როგორც უვნებელ თამაშს. სიმპათიური ბარმენის ღიმილი, კოლეგის კომპლიმენტი და სხვა მსგავსი წვრილმანები, რომლებიც არასოდეს არაფერს გავალდებულებს - ეს ყველაფერი გეხმარება, თავი მომხიბვლელ ქალად იგრძნო და განწყობა აგიმაღლდეს.  


4. „როცა შენ გამო ჩხუბობენ“



ბევრი ჩვენგანი იტყვის, რომ ეს ბიჭი იდიოტია, რაკი მუშტი-კრივზე გადავიდა. და დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება დიალოგით და არა მუშტების ქნევით. და თუ მთვრალი კაცი აგეკიდებათ, თქვენი პარტნიორი კი თქვენს ღირსებას დაიცავს, ჩუმად, გულში, ეს ძალიან მოგეწონებათ. ასეთ მომენტებში თავს ფილმის გმირად წარმოიდგენ - კაფანდარა გოგონად, რომელიც ნამდვილმა სუპერმენმა გადაარჩინა.


5. „როდესაც მამაკაცი ფულზე არ ფიქრობს“



ბევრ ქალს შეუძლია თავად იყიდოს ახალი ტელეფონი ან გადაიხადოს რესტორანში, მაგრამ ეს სულაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ქალს მოსწონს, როცა მამაკაცს კარგი შემოსავალი აქვს. მაგრამ აქ საქმე ფულში, ძვირად ღირებულ ავტომობილსა და კოსტიუმში არ არის,  უბრალოდ ფინანსურად უზრუნველყოფილი მამაკაცი სულ სხვაგვარად იქცევა: ის საკუთარ თავში დარწმუნებული, მშვიდი და ბევრად დამოუკიდებელია. და დიახ, მოგვწონს, როცა სამსახურში საკუთარი მანქანით ან ტაქსით მოგვაკითხავს, და მეტროში ჩასვლით ეკონომიას არ გააკეთებს.


6. „როცა უფასოდ ვიღებ რაიმეს“



ქალია თუ კაცი, ყველას მოსწონს, როცა უფასოდ რაიმეს იღებს. და ქალები ნამდვილად არ არიან გამონაკლისები. ჩვენ გვიყვარს უფასო „კომპლიმენტები“: კოქტეილი მამაკაცისგან გვერდითა სუფრიდან ან ფასდაკლება პროდუქტის გამყიდველისგან „მშვენიერი ქალბატონისთვის!“ - და მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გამოიყურება მჩუქებელი. ქალისთვის ეს უბრალოდ კიდევ ერთი საშუალებაა საკუთარ მომხიბვლელობაში დასარწმუნებლად.


7. „როდესაც მამაკაცი ცოტა თავხედურად იქცევა“



„ცუდი ბიჭები“ ყოველთვის მოდაში არიან. ოღონდ ასაკთან ერთად უკვე ის ბიჭი კი არ მოგვწონს, რომელიც სკოლის უკან ეწევა, არამედ ცოტა უხეში მამაკაცი. ასეთი ტიპები, ზოგადად, ქალების სისუსტეა. ჩვენ მოგვწონს, რომ მას არ ეშინია პირველი ნაბიჯის გადმოდგმის, დარწმუნებულია საკუთარ თავშიც და მოქმედებებშიც. მისთვის არ არსებობს წესები - არის მხოლოდ მიზანი, რომლისკენაც მიდის.


8. „როცა ერთდროულად ორი თაყვანისმცემელი მყავს“



მოდი, ვაღიაროთ სიმართლე, ჩვენ, გოგოებს, მოგვწონს, როცა ერთდროულად რამდენიმე თაყვანისმცემელი გვყავს. და რაც მეტი, მით უკეთესი. და აქ საუბარი არ არის რომანტიკულ ურთიერთობებზე. უბრალოდ, გვჭირდება იმის ცოდნა, რომ პარტნიორის გარდა, ძლიერი სქესის სხვა წარმომადგენლებსაც მოვწონვართ. როცა ქალი გრძნობს აღტაცებულ მზერას და ესმის კომპლიმენტები, ის იფურჩქნება. ასეთია ქალის ბუნება.


9. „როცა მამაკაცი იცავს ძველმოდურ წესებს“



გარეთ 21-ე საუკუნეა: ყურადღებას რა ვაქცევთ, ვინ შედის ლიფტში პირველი და არც ბურგერებს ვჭამთ დანა-ჩანგლით. მაგრამ ქალებს მაინც მოგვწონს ეს უნიკალური მამაკაცები დახვეწილი მანერებით. ისინი გიღებენ კარს, რესტორანში სუფრასთან დაჯდომისას სკამს გამოგიწევენ და დაგეხმარებიან პალტოს ჩაცმაში. ამ ძველმოდური წესების წყალობით თავს ნამდვილ ქალად გრძნობ. სამწუხაროდ, ასეთი კაცები ჩვენს დროში დიდი იშვიათობაა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?