ყველაზე მდიდარი 12 ვარსკვლავი - ბოლო მონაცემები!

ყველაზე მდიდარი 12 ვარსკვლავი - ბოლო მონაცემები!

საკნატუნო ამბები

16 მარტი 19:00, 2019 წელი

მართალია, ხელოვნებით მილიონები და ზოგჯერ მილიარდებიც იშოვება, მაგრამ არაადეკვატური ხარჯვის შემდეგ ბევრიც გაკოტრებულა. თუნდაც ჯონი დეპი გავიხსენოთ, რომელიც ცოტა ხნის წინ 400-მილიონიანი კაპიტალის მფლობელი იყო, ახლა კი...

1. სტივენ სპილბერგი
$3.7 მლრდ



ეს რეჟისორი არა მარტო შთამბეჭდავი კაპიტალის მფლობელია, არამედ ფულის შემგროვებელიც. მისმა ყველაზე წარმატებულმა ფილმებმა (ასეთი დაახლოებით ოცია) კინოგაქირავებაში 10 მილიარდ დოლარამდე მოაგროვა. თავად რეჟისორმა სუფთა მოგება $3.7 მლრდ მიიღო. და არცაა გასაკვირი - მისი ნამუშევრები ხომ შედევრებია!


2. ოპრა უინფრი
$3.2 მლრდ



ოპრა პირველი შავკანიანი ქალი მილიარდერია და ასევე, მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი. ოპრა ტელეწამყვანობიდან უდიდესი მედიაჰოლდინგის მფლობელი გახდა და $3.2 მლრდ გამოიმუშავა.


3. პოლ მაკარტნი
$1.2 მლრდ



ამ მომღერალზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, ის არა მარტო ლეგენდარული „ბითლზის“ დამფუძნებელია, არამედ შესანიშნავი სოლო მომღერალიც. მისმა შემოსავალმა $1.2 მლრდ-ს მიაღწია.


4. ჯოან როულინგი
$1 მლრდ



ჯერ კიდევ 20 წლის წინათ მსოფლიომ არაფერი იცოდა ჰარი პოტერის შესახებ. ამ ჯადოსნური სამყაროს შექმნამ ჯოანს $1 მლრდ სუფთა მოგება მოუტანა, რამაც ის დიდ ბრიტანეთში უმდიდრეს ქალად აქცია. ასევე, როულინგი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მილიარდი წიგნის დაწერით იშოვა.


5. ჯეი-ზი
$900 მლნ



2018 წლის მონაცემებით, ჯეი-ზი ყველაზე შემოსავლიანი ჰიპ-ჰოპმომღერალია. მისმა სუფთა მოგებამ $900 მილიონი შეადგინა. მხოლოდ ამ წელიწადში ჯეიმ $76 მლნ გამოიმუშავა. თუმცა არც იმის დავიწყება ივარგებს, რომ ის ბიონსეს მეუღლეა!


6. ჯერი სეინფელდი
$870 მლნ



ეს კომიკოსი და მსახიობი ცნობილი გახდა სერიალ „სეიფელდით“, რომელიც 10 წლის განმავლობაში გადიოდა ტელეარხ NBC-ზე. შემდეგ ის მონაწილეობდა შოუებში, რამაც მისცა კიდეც საშუალება, შთამბეჭდავი ჰონორარი გამოემუშავებინა. დღეისთვის მისი სუფთა მოგება $870 მილიონია.


7. პი დიდი
$820 მლნ



პი ერთ-ერთი გავლენიანი მომღერალია შოუბიზნესის სამყაროში. და ის არა მარტო თავად დგას სცენაზე, არამედ რამდენიმე წარმატებული პროექტის პროდიუსერიცაა. 2017 წელს მან $130 მილიონი გამოიმუშავა, 2018 წელს კი მისმა საერთო შემოსავალმა $820 მლნ შეადგინა.


8. მადონა
$800 მლნ



მადონას 60 წელი შეუსრულდა, თუმცა აზრადაც არ მოსდის, პოზიციები დათმოს. უკვე რამდენიმე წელია, ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მომღერლის ტიტულს ატარებს და არ აპირებს, რამე შეცვალოს. მადონამ შეძლო, $800 მილიონი ეშოვა და თანამედროვეობის ყველაზე სკანდალური და პოპულარული მომღერალი გამხდარიყო.


9. სელინ დიონი
$800 მლნ



სელინ დიონს ეკუთვნის ფილმ „ტიტანიკის“ საუნდტრეკი, რომელიც დღესაც ჰიტია. ყოველწლიურად ის ხვდება წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მომღერალთა ათეულში. მაგალითად, 2018 წელს მან თავის ქონებას $31 მლნ შემატა.


10. შახრუხ ხანი
$750 მლნ



თქვენ წინაშეა მსახიობი, რომელმაც მთლად ჰოლივუდის ვერა, მაგრამ „ბოლივუდის მეფის“ ტიტული კი მიიღო. ინდოელმა მსახიობმა პრაქტიკულად უკან ჩამოიტოვა ჰოლივუდელი კოლეგები და $750-მილიონიანი ქონება დააგროვა. მისი ყველა როლი წარმატებული აღმოჩნდა და ახლა 53 წლის მსახიობი თითო ფილმში $30-მილონიან ჰონორარს იღებს.


11. ჯეიმს კემერონი
$700 მლნ



რეჟისორმა, რომელმაც კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ორი ფილმი გადაიღო, მთლიანობაში $700 მლნ გამოიმუშავა. მის ანგარიშზეა: „ტიტანიკი“, „ტერმინატორი“, „ავატარი“ და „უცხო“. რეჟისორის შემოსავლები მალე, ალბათ, კიდევ გაიზრდება - ის ხომ ოთხ ფილმს იღებს „ავატარის“ სამყაროდან.


12. ტომ კრუზი
$550 მლნ



ამ სიას ასრულებს ტომ კრუზი, იშვიათი გამონაკლისი მსახიობებს შორის, რომელიც წლიდან წლამდე ზრდის საკუთარ ქონებას. მას ეკუთვნის უამრავი წარმატებული როლი, რომლებმაც ტომს $550 მილონი აშოვნინა. 53 წლის მსახიობი უკვე რეჟისორიცაა, სცენარისტიც და პროდიუსერიც.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.