კომბოსტო-ვაშლი-ფორთოხალი - საგაზაფხულო დიეტა

საკნატუნო ამბები

19 მარტი 09:00, 2019 წელი

ზამთარში დაგროვილი კილოგრამების მოშორების სეზონი დაიწყო - დაიწყეთ გაზაფხული ახალი წონითა და შესანიშნავი ფორმებით.

დღეს შემოგთავაზებთ დიეტას, რომლის დახმარებითაც თქვენი სხეულის გარშემოწერილობა, მინიმუმ, ორი ზომით შემცირდება. დიეტა მოხერხებულია იმ მხრივ, რომ ჩამოთვლილი კერძებიდან შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი შეარჩიოთ. საგაზაფხულო დიეტას რამდენიმე მარტივი წესი აქვს:


- გამორიცხეთ რაციონიდან შაქარი და მარილი


- გამორიცხეთ შემწვარი პროდუქტები. მიირთვით მხოლოდ მოთუშული საკვები


-  მიირთვით ნელა, აუჩქარებლად და სიამოვნებით. სხვა საქმეები დროებით გადადეთ


- ივახშმეთ დაძინებამდე სამი საათით ადრე


- დღის განმავლობაში მიიღეთ 2 ლიტრი სითხე. ერთ ჯერზე - მაქსიმუმ, ორი ჭიქა. მიირთვით მწვანე ჩაი ან მინერალური წყალი. ყავა კი დღეში 1-2 ფინჯანი.


 


 


პირველი საუზმე:


მოიმზადეთ ცხელი ბუტერბროდი (2-3 ცალი). ჭვავის პურს თხლად გადაუსვით ცხიმი, ზედ დაადეთ ვაშლის, ფორთოხლის ან კომბოსტოს ნაჭერი. შემდეგ თხლად დაჭრილი ყველი და დაატოსტერეთ ისე, რომ ყველი დადნეს.


მეორე საუზმე:


ვაშლი, მსხალი ან ფორთოხალი - რაოდენობა თავად განსაზღვრეთ, ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ დიეტაზე ხართ.


სადილი:


სალათი (აირჩიეთ რამდენიმე ვარიანტიდან ერთი):


ა) კომბოსტო ვაშლით, შეზავებული დაბალკალორიული მაიონეზით ან მცენარეული ზეთით;


ბ) კომბოსტო ფორთოხლით, ვაშლითა და ბანანით;


გ) თხლად დაჭრილი კომბოსტო, გახეხილი სტაფილოთი ან ჭარხლით;


დ) კომბოსტო დაბალკალორიული მაიონეზით, ნივრითა და სოიოს სოუსით.


 


 


პირველი კერძი (აირჩიეთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ერთ-ერთი):


ა) ვეგეტარიანული ბორში 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთით (ნახევარ ლიტრზე);


ბ) ვეგეტარიანული შიი ერთი ცალი ბულიონის კუბიკით (ერთ ლიტრზე);


გ) ბოსტნეულის წვნიანი მდნარი ყველით.


მეორე კერძი (აირჩიეთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ერთ-ერთი):


ა) მოხარშული კანგაცლილი ქათამი - 150 გრ;


ბ) მოხარშული ან მოთუშული თევზი - 150 გრ;


დ) გამომცხვარი ხაჭო ან ხაჭოს კვერები - 150 გრ;


ე) გამომცხვარი კარტოფილი არაჟნითა და მწვანილებით.



დესერტი


ვაშლის, ფორთოხლის ან მსხლის კომპოტი (უშაქროდ)


 


სამხარი:


ვაშლი, მსხალი ან ფორთოხალი


ვახშამი (ჩამოთვლილი ვარიანტებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი)


1. მოთუშული კომბოსტო ხახვით ან ნივრით. შეგიძლიათ, დაამატოთ ერთი ნაჭერი ძეხვი არომატისთვის.


2. ორი კვერცხისგან მომზადებული ომლეტი თხლად დაჭრილი კომბოსტოთი.


3. ორი ცალი მოზრდილი ბანანი ან სამი ცალი პატარა.


4. ხილის სალათი თაფლით, ქიშმიშითა და იოგურტით.


ძილის წინ 


ერთი ჭიქა კეფირი/იოგურტი ან ვაშლი (მსხალი ან ფორთოხალი).

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?