წონა და სტრესი: ხან ძალიან ბევრს ვჭამთ, ხან კი მადა გვეკარგება. რატომ?

საკნატუნო ამბები

21 მარტი 09:00, 2019 წელი

აღმოჩნდა, რომ სტრესს სხვადასხვა ფორმა აქვს. 

ყველა ჩვენგანი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე განვიცდით სტრესს, თუნდაც, მცირედს, მაგრამ მასზე ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა რეაქცია აქვს. ერთ შემთხვევაში ძლიერი მადა იღვიძებს ჩვენში და ალბათ, ის სიტუაციაც გეცნობათ, როდესაც ყელში ლუკმა არ გადაგვდის. რაზეა ეს დამოკიდებული? აღმოჩნდა, რომ სტრესი სხვადასხვანაირი არსებობს.


საჭმელზე მოთხოვნილება სტრესის სახეობის მიხედვით:


1. როდესაც ძლიერ სტრესს განცვიცდით, საჭმლის მოთხოვნილება მეორე პლანზე გადადის. ამ შემთხვევაში ორგანიზმი კონცენტრირებულია მნიშვნელოვან დავალებაზე: გადარჩეს, გადაიტანოს ტკივილი, გადალახოს პრობლემა და ა.შ.


და პირიქით, ფონური, ზომიერი სტრესის დროს ჭამის სურვილი ძლიერდება და სტრესულ მდგომარეობაში მიღებული გემრიელობები თითქოს ორგანიზმს ამშვიდებს. როგორც კი აღმოვაჩენთ „დამამშვიდებელ“ საკვებს, ამ მეთოდს კვლავ ვუბრუნდებით. საბოლოოდ, ამგვარი ქცევა ჩვევაში გადადის: ყველაზე უმნიშვნელო სტრესის დროსაც კი შვებას საჭმელში ვპოულობთ.


2. ფსიქიკური მიზეზების გარდა კიდევ არსებობს პათოფიზიოლოგიური მიზეზები, რომლებიც მადაზე მოქმედებს. ერთ-ერთი მათგანია - ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის დარღვევა. ძლიერი, მოულოდნელი სტრესის დროს სისხლს მიეწოდება ადრენალინის დიდი დოზა, რომელიც მადას აქვეითებს. ადრენალინი აქტიურად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.


აი, მუდმივი, დამღლელი სტრესის დროს თირკმლის ჯირკვლები კორტიზოლს (ჰორმონი, რომელიც ორგანიზმს სტრესისგან იცავს) უფრო დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს. ორგანიზმში იწყება დამცავი პროცესები, რის ხარჯზეც გვემატება მადა და მუდმივად შიმშილის შეგრძნება გვეუფლება. ამ დროს კი, ნივთიერებათა ცვლა ნელდება: ცხიმი უფრო სწრაფად გროვდება და ორგანიზმი ენერგიას ვერ ხარჯავს. 


3. ექიმი-დიეტოლოგები, ასევე, მიიჩნევენ, რომ ჭამის სურვილი დაკავშირებულია იმასთან, რომ მუდმივი სტრესი ზოგიერთ მიკროელემენტსა და ვიტამინზე გავლენას ახდენს.


როდესაც ადამიანი ნერვიულობს, B და C ჯგუფის ვიტამინები ორგანიზმში აქტიურად იხარჯება, მცირდება მაგნიუმის შემადგენლობა და ამ დანაკარგის ანაზღაურებას იმ პროდუქტების მიღებით ვცდილობთ, რომლებიც ამ ვიტამინებს შეიცავს, მაგალითად, შოკოლადი, თხილი, ჩირეული. ამიტომ, მას, ვისაც სტრესის დროს ჭამის მადა ეკარგება, ტკბილეული იზიდავს. მნიშვნელოვანია, ვერბძოლოთ სტრესის მიზეზს და მოვძებნოთ ალტერნატიული „სასუსნავი“ სპორტში, მასაჟსა და ჰობიში. 


ასევე, მნიშვნელოვანია ძილის დროის კონტროლი, რომელიც არ უნდა იყოს 7 საათზე ნაკლები. წინააღმდეგ შემთხვევაში ლეპტინის დონე (ჰორმონი, რომელიც ნაყროვანებაზეა პასუხისმგებელი) შემცირდება და ჭამის მადა მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. 
 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.