ორგაზმი, მასტურბაცია და თავის ტკივილი: როგორ იტყუებიან ყველაზე ხშირად პარტნიორები?

საკნატუნო ამბები

29 მარტი 23:00, 2019 წელი

მოგიტყუებიათ ოდესმე სექსუალური პარტნიორი? და ორგაზმის იმიტირება გიცდიათ? კვლევის მიხედვით, რომელშიც 2000 ადამიანი მონაწილეობდა, დადგინდა, რომელ ტყუილებს მიმართავენ ყველაზე ხშირად კაცები და ქალები.

 

დიდ ბრიტანეთში ქორწინების ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა სააგენტომ  2000 კაცი და ქალი გამოკითხა, რომელ ტყუილს ამბობენ ყველაზე ხშირად საყვარლებთან. რა თქმა უნდა, გამოკითხულთა სქესიდან გამომდინარე შედეგი განსხვავდებოდა.


ტყუილები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ქალებისგან მოისმენთ: 



„ჩვენ მუდმივად გვაქვს სექსი“.
„სხვა კაცთან სექსის დროს არასდროს მაქვს ფანტაზიები“.
„თავი მტკივა“.
„პარტნიორს არასდროს ვღალატობ“.
„სექსი ფანტასტიკური იყო!“
„პორნო არ მომწონს“.
„არასდროს ვმასტურბირებ“.


სექსუალური პარტნიორების რაოდენობის შესახებ შეკითხვა ყველაზე რთული აღმოჩნდა. ზოგიერთ ქალს ეშინია, რომ, თუკი იმ პარტნიორებს დაასახელებს, რომლებთანაც სექსი ჰქონდა, ახალ პარტნიორს, შესაძლოა, ძალიან ბევრი მოეჩვენოს და იფიქროს, რომ მისი ახალი გოგო მსუბუქი ყოფაქცევისაა. ძალიან ცოტა პარტნიორის დასახელებაც თითქოს  მიუღებელია - ნიშნავს, რომ გამოცდილება საერთოდ არ აქვს. აი, სად არის ის „საშუალო არითმეტიკული?“ რა რაოდენობა მიიჩნევა „ნორმალურად?“


პირველ რიგში, დაიმახსოვრებთ, რომ მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, განიხილოთ თუ არა ყოფილები ახლანდელ პარტნიორთან. ყოველთვის შეგიძლიათ, უპასუხოთ: „არ მინდა ამაზე საუბარი“ და თემა დახუროთ.

მეორე: თუკი გადაწყვეტთ ყოფილი პარტნიორების განხილვას, არ დაგავიწყდეთ იმის დაზუსტება, რამდენი ქალი ჰყავდა თქვენს პარტნიორს თქვენამდე.



ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, რომელიც 2013-2014 წლებში ჩატარდა აშშ-ისა და ევროპის 2000 მცხოვრებელს შორის, ქალების 18,6% ყოფილი პარტნიორების რაოდენობას ყოველთვის შემცირებულად ასახელებს, ხოლო ასეთი კაცების რაოდენობა მხოლოდ 13,7%-ია. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც, პირიქით, ამ რაოდენობას გადაჭარბებით ასახელებენ: 8,2% ქალები და მთელი 17,5% კაცები.


რაც შეეხება ორგაზმის სიმულირებას, აქ მდგომარეობა უფრო რთულადაა. არსებობს  სააგენტო Victoria Milan, რომელიც დაქორწინებულ ქალებსა და კაცებს ეხმარება „გვერდზე გახედვაში“, ანუ ცოლისა და ქმრის პარალელურად რომანის დაწყებაში. სწორედ ამ სააგენტომ გამოკითხა 5708 ქალი, იმიტირებენ თუ არა ისინი ორგაზმს. ქალების 51%-მა აღიარა, რომ ამას მართლა აკეთებენ. ყველაზე ხშირად (73%) მუდმივ პარტნიორთან და ყველაზე იშვიათად (16%) საყვარლებთან.


ტყუილები, რომლებსაც ყველაზე ხშირად კაცებისგან მოისმენთ: 


„არასდროს მიღალატია პარტნიორისთვის“.
„არასდროს ვუყურებ პორნოს“.
„იშვიათად ვმასტურბირებ“.
„ბრწყინვალედ გამოიყურები“.
იმ ქალების რიცხვის გადაჭარბებით დასახელება, ვისთანაც ეძინათ.
„ეს უფრო ხანგრძლივი სექსია“.
„შესანიშნავი სექსი იყო“.
„უბრალოდ, მართლა მეძინება“.
„სხვა ქალთან სექსის დროს ფანტაზიები არ მერთვება“.

ამ გამოკითხვის თანახმად, კაცების 44% მალავს წარსულ ღალატს, რადგან შიშობენ, რომ ახალი გოგო აუცილებლად გადაწყვეტს, რომ მასაც უღალატებენ. ქალებიც იტყუებიან საკუთარი ღალატის შესახებ, თუმცა, გაცილებით იშვიათად.



ქალებიც და კაცებიც იტყუებიან მასტურბაციაზე. მითი იმის შესახებ, რომ, თუკი კაცს ან ქალს ჰყავს მუდმივი პარტნიორი, მასტურბირება საჭირო არ არის, ყველაზე გავრცელებული, მაგრამ სულელურია. დაიმახსოვრეთ: მასტურბირებთ თქვენ თუ არა, ეს არ არის დამოკიდებული პარტნიორების რაოდენობაზე.


ინტიმური ურთიერთობის დაწყებისას გახსოვდეთ, რომ არავინ გაიძულებთ, უთხრათ სიმართლე „პირველ შემხვედრს“, მაგრამ ზოგჯერ სწორედ სიმართლეა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი შესანიშნავი ორგაზმის გზაზე.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?