დაუპატიჟებელი სტუმრები საწოლში (+18)

საკნატუნო ამბები

10 აპრილი 23:00

როგორც წესი, სექსს ორი მონაწილე ჰყავს (უწესო სექსსზე არ ვსაუბრობთ), მაგრამ ხშირად ამ პროცესში დაუკითხავად შემოიპარება ხოლმე მესამე. მაინც, ვინ არიან ეს დაუპატიჟებელი „სტუმრები“?

ფიქრები სექსის დროს


ჰარმონიული ურთიერთობების შესანარჩუნებლად უნდა ისწავლოთ, თუ როგორ მოიშოროთ პროცესის ზედმეტი მონაწილეები, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ:


მეგობრები


შესაძლოა, შემოგეპაროთ ფიქრები, რომ ბრწყინვალე სექსი აქვს, მაგალითად, თქვენს მეგობარს, რომელიც დღეს შესვენებაზე საკუთარ პირად ცხოვრებაზე გესაუბრათ, თვალები უბრწყინავდა და საოცრად ბედნიერი იყო. რა მოხდა, იქნებ სულაც არ გატყუებთ, უბრალოდ თავისი ინტიმური ცხოვრების საუკეთესო მომენტებს იხსენებს. თქვენც გაიხსენეთ, რას ჰყვებით ხოლმე მეგობრებთან თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე.  


მეცნიერები


რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ბოლო კვლევებისა და აღმოჩენების შესახებ ყველაფერი იცით, მაგრამ სამედიცინო ჟურნალების გადახედვისას, შესაძლოა, გაგიჩნდეთ ფიქრები თუ ეჭვები, რომ სინამდვილეში სიამოვნებას სრულყოფილად ვერ იღებთ. ამ დროს გახსოვდეთ, რომ მეცნიერება ხშირად შორს დგას რეალური ცხოვრებისგან, მით უმეტეს - თქვენი ინტიმური ურთიერთობებისგან.


დირექტორი


ბევრ ქალს არ შეუძლია დაივიწყოს სამსახურებრივი პრობლმები სახლში ყოფნის დროსაც კი და საკუთარ პასუხისმგებლობებზე დამოკიდებულება მუდმივ შფოთვას იწვევს. ამ დროს სასურველია იხელმძღვანელოთ პრინციპით, რომელიც აგიკრძალავთ საწოლში სამუშაო საქმეების „შეტანას“, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.


სუპერ მოდელები


პარტნიორის წინ გახდის დროს ცდილობთ, შეწიოთ მუცელი, გამობზიკოთ მკერდი და მთელი ამ პროცესის განმავლობაში „მომგებიან რაკურსში“ იტრიალოთ. ამგვარი დაძაბულობის მიზეზი არის ის, რომ არ ვგავართ სინდი კროუფორდს ან „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელებს. ეს სავარჯიშო დარბაზში გავიხსენოთ, საძინებელში კი ვიყოთ ბუნებრივები.


ყოფილი პარტნიორი


ყოფილი პარტნიორებისგან არა მხოლოდ მოგონენები, არამედ, პრიორიტეტები და ხშირად, ფობიებიც გვრჩება. ნუ დახარჯავთ დროს თქვენს ყოფილ პარტნიორზე ფიქრში. საკმარისია, გულწრფელად დაელაპრაკოთ ახლანდელ პარტნიორს და გაარკვიოთ, რომელს როგორი პოზა, დამოკიდებულება მოგწონთ საწოლში.


პორნოს მსახიობები


შეიძლება, ზოგჯერ გაგიჩნდეთ სურვილი, პორნომსახიობების მოძრაობები საკუთარ საწოლში გადაიტანოთ. ამგვარი ვიდეო, შესაძლოა, შთაგონებადაც იქცეს თქვენთვის, მაგრამ ყველაფერს ნუ მიიღებთ გამოწვევად დაუყოვნებლივი მოქმედებისთვის. იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით!


 





 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი, რომლებიც სულს აგიფორიაქებთ

თუ ცოტა ხნით ბლოკბასტერებს მოსწყდებით და სერიოზული ფილმის საყურებლად განეწყობით, ეს ფილმები ღრმა შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ხრაშუნა კარტოფილის ჩხირები ლორით

ალბათ მიხვდით, რომ ეს არ არის კარტოფილი ფრი, თუმცა გარწმუნებთ, ფრიზე მეტად შეიყვარებთ!
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?




×

საბანერო პოზიცია
300x150