ვარსკვლავები, რომლებიც არასოდეს იცინიან

საკნატუნო ამბები

14 აპრილი 14:00

იმის მაგივრად, რომ თავიანთი წარმატებით გაიხარონ, ისინი მუდმივად მოღუშულები ჩნდებიან საზოგადოების წინაშე...

ვიქტორია ბექჰემი



ერთ-ერთი ცნობილი „გაუცინარი ხელმწიფე“ ინგლისელი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის ცოლი, ვიქტორია ბექჰემია. იშვიათია ისეთი ფოტო, სადაც ის იღიმის. და ეს მისი კარიერის დასაწყისიდან ასეა.



შესაძლოა, სიხარულის დამალვა მისი, როგორც ბიზნესლედის, ერთგვარი სტილია, მაგრამ ზოგიერთი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი, უბრალოდ, ვიქტორიას გადაჭარბებული ქედმაღლობაა.



კითხვაზე: რატომაა ასეთი იშვიათობა მის სახეზე ღიმილი, ვიქტორია პასუხობს: „შინაგანად მე ყოველთვის ვიღიმი. მაგრამ მოდის სფეროში გარკვეული ვალდებულებები მაკისრია და ამიტომაც უფლება არ მაქვს, გარეგნულად არასერიოზულად გამოვიყურებოდე“.



და მაინც, პაპარაცებმა შეძლეს მომღიმარი ვიქტორიას დაფიქსირება. და უნდა აღინიშნოს, რომ ის ძალიან საყვარელია.


კიმ კარდაშიანი



კიმ კარდაშიანს სუბიექტური მიზეზები აქვს, ღიმილი დამალოს. თავად ტელედივას აღიარებით, ასე ის ცდილობს, ნაოჭების გაჩენა აიცილოს.



მაგრამ ეს მიზეზი ყველას როდი სჯერა. მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კიმის უემოციობის რეალური მიზეზი ბოტოქსია.



თუმცა ეს ჩანაწერი, სადაც კიმი იღიმის, ყოველგვარ ეჭვს ფანტავს. როგორც ჩანს, მას ეს შეუძლია.


ჯონი დეპი



„გაუცინარი ხელმწიფეები“ ჰოლივუდელ კაცებს შორისაც არიან. ერთ-ერთი მათგანი ჯონი დეპია. მას თავისი მაგარი ბიჭობა და პათოსი არ აძლევს უფლებას, საჯაროდ იცინოს.



მართალია, ჯონი დეპი ხშირად თამაშობს მხიარულ პერსონაჟებს, მაგრამ ცხოვრებაში ის სულ სხვანაირია.



თუმცა მომღიმარი დეპის ფოტოები ინტერნეტში მაინც მოიძებნება.


კეიტ მოსი



ცნობილი ბრიტანელი სუპერმოდელი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქალური სილამაზის ეტალონი. თავის დროზე ის მოდაში მთელი რიგი მიმართულებების ფუძემდებელი გახლდათ.


მისი მიმდევრები გამოირჩეოდნენ თხელი აგებულებით, ფერმკრთალი კანით, თვალის გარშემო შავი წრეებით. ბუნებრივია, ღიმილს აქ უკვე აღარაფერი ესაქმებოდა.



მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ კეიტ მოსი ამ როლიდან ვერ გამოვიდა.



ეს ქალბატონი დარწმუნებულია: „ღიმილი მთავარი არ არის“. და თავისი ეფექტური, სერიოზული სახით ის ამას რეგულარულად ამტკიცებს.



მაგრამ კეიტ მოსი ხანდახან მაინც იღიმის. ჰო, მართლა, თავის მცირე ნაკლს - არათანაბარ კბილებს ის ძალიან მშვიდად იღებს. ამას ხომ სულაც არ შეუშლია ხელი მისთვის წარმატების მიღწევაში.


კრისტენ სტიუარტი



ჯერ კიდევ „ბინდის საგადან“ ახსოვს მაყურებელს  მოქუფრული და გაუცინარი კრისტენ სტიუარტი, სახის უცნაური გამომეტყველებით. დროთა განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და კრისტენმა სცენური ამპლუა ცხოვრებაშიც მოირგო.


და კიდევ, მოკლე ვარცხნილობა გაიკეთა და კარდინალურად შეიცვალა იმიჯი...



თუ ადრე მომღიმარი სტიუარდის დანახვა წითელ ხალიჩაზე მაინც შეიძლებოდა, ახლა მის სახეზე მხოლოდ პირქუში გრიმასაა შეყინული.



ერთხელ სტიუარტი თავის ფანებს გამოუტყდა, რომ პაპარაცების „ჯინაზე“ არ იღიმის: „მგონია, რომ თუ ვიღიმი, ადამიანები ამას არასწორად გამიგებენ. ჩათვლიან, რომ ჟურნალისტებს მივეყიდე“.



არადა რა ლამაზი ღიმილი აქვს.


ლედი გაგა



ეპატაჟური მომღერლის იმიჯი ლედი გაგას ავალდებულებს, ღიმილი პირქუში გამომეტყველებით შეცვალოს. სწორედ ასეთი სახით ჩნდება ის კლიპებში, წითელ ხალიჩაზე, „სვეცკურ“ ღონისძიებებსა და ფოტოსესიებზე...



მართალია, იშვიათად, მაგრამ მაინც ნახავთ ლედი გაგას გაღიმებულს.



ეს ერთ-ერთი ასეთი მომენტია.


დენიელ კრეიგი



დენიელ კრეიგი ისე შევიდა ჯეიმს ბონდის როლში, რომ გადაღებებიდან ამდენი წლის შემდეგაც ვეღარ მოდუნდა.



მსახიობი ყველა ფოტოზე სერიოზულად და თავშეკავებულად გამოიყურება, როგორც ნამდვილ ჯაშუშს შეეფერება.



ერთ-ერთ ინტერვიუში დენიელი გამოტყდა, რომ „შეკვეთით ვერ გაიღიმებს“, თუ ეს მის სცენარში არ წერია.


მეგან ფოქსი



ერთმა ღმერთმა უწყის, ასეთი ულამაზესი ღიმილის მქონე ადამიანი რატომ მალავს საზოგადოებაში „ბროლის კბილებს“. დადის ხმები, რომ მეგან ფოქსი ასე თავს ბევრად სექსუალურად გრძნობს.



მეორე ვერსიით, გოგონას გაღიმებაში ბოტოქსის ინექციები უშლის ხელს.



ნებისმიერ შემთხვევაში სამწუხაროა, რომ მისი გაცისკროვნებული ღიმილი ასეთი იშვიათობაა.


კიანუ რივზი



კიანუ რივზს ძალიან ხშირად უწოდებენ ჰოლივუდის „ყველაზე სევდიან მსახიობს“. და ეს „ტიტული“ შემთხვევით არ მიუღია...



საქმე ისაა, რომ კიანუ ხშირად სეირნობს მარტო ან ჩაფიქრებული ზის პარკში. ფოტო, რომელზეც მსახიობი მოწყენილი ჭამს სენდვიჩს, დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტსივრცეში, და მას სახელად „სევდიანი კიანუ“ ჰქვია.



თავის 50 წლის იუბილე მსახიობმა დასთან ერთად აღნიშნა სახლში, უარი თქვა რა ყველანაირ წვეულებასა და სტუმრებზე.



მაგრამ ხანდახან ასეთი მოღუშული კაცებიც ხუმრობენ და იცინიან.

წყარო
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს. 
კულინარია

ყაბაყი უნგრულად - პიკანტური და მდიდარი არომატი

ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები სახლში ყოველთვის მოიძებნება, თანაც რაც არ უნდა „ეცადოთ“, ეს კერძი უგემური მაინც არ გამოგივათ.
ამბები

Volvo Cars-მა და Varjo-მ ავტომობილების განვითარებისთვის პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია გამოუშვეს

Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით.