აი, რამდენიმე მაგალითი:
1. რუჯის ხაზი:
ამის მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ შედეგი - გარკვეული. გარდა ამისა, ბევრი ქალი ნამდვილად უკეთ გამოიყურება რუჯის შემდეგ.
2. სპორტული სამოსი
თუკი სპორტ დარბაზიდან ან დილის სირბილის შემდეგ მიხვედით სამსახურში, კაცის თვალებში გაცილებით უკეთ გამოიყურებით, ვიდრე საკუთარში.
3. სათვალე
ბევრი კაცი მიიჩნევს, რომ ქალი კარგად შერჩეული სათვალით უფრო საინტერესოა, ვიდრე სათვალის გარეშე.
4. ცოდნა
დიახ, დიახ, წვრილმანია, რომელიც გარეგნობას აბსოლუტურად არ უკავშირდება, თუმცა, აუცილებლად ფასდება!
5. სიმღერა, რომელიც წარსულს ახსენებს.
რა თქმა უნდა, სასიამოვნო წარსულს! პირველ სექსს ან კოცნას, წარმატებულ შვებულებას - ეს მხოლოდ რამდენიმე ვარიანტია.
6. პარფიუმი
ბუნებრივია, თუკი მას მოსწონს თქვენი სუნამოს არომატი და თქვენს თავს ახსენებს.
7. წითელი კაბა
ზოგადად, წითელი ფერი ისე, უბრალოდ არ ასოცირდება სიყვარულთან!
8. შიში
დიახ, აღმოჩნდა, რომ ეს შეგრძნებაც ახდენს გავლენას აღგზნებაზე.
9. ქალი კაცის პერანგში ან მაისურში.
თითქმის ყველა კაცს სიამოვნებს, როდესაც ქალი სექსის შემდეგ ან უბრალოდ დილას პარტნიორის მაისურს ან პერანგს გადაიცვამს.
10. იუმორის გრძნობა.
ეს ყოველთვის სასიამოვნო და ძალიან სექსუალურია, მთავარია, კარგად და სწორად შერჩეულ დროს გაიხუმროთ.