ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

საკნატუნო ამბები

22 აპრილი 23:00

დილაობით სექსი არაა მარტივი საქმე: ხან გამოფხიზლება გვიჭირს, ხან სამსახურში გვაგვიანდება, შესაძლოა, ბავშვებიც გვყავს მოსამზადებელი... მაგრამ სექსოლოგები ჯიუტად ცდილობენ აგვიხსნან, რატომ არის დილის სექსი შესანიშნავი.

 

 

1. რუტინის გამრავალფეროვნება
სექსოლოგები ერთხმად ამტკიცებენ: მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებისთვის ბევრი წვალება საჭირო არ არის. სცადეთ სექსის „გადატანა“ დილის საათებში. ხოლო თუკი სექსისთვის ლოკაციასაც შეცვლით, მაგალითად, საძინებლიდან სამზარეულოში ან აბაზანაში გადაინაცვლებთ, ეს გარანტირებულად გახდის თქვენს სექსუალურ აქტს უფრო დასამახსოვრებელს.


2. განწყობის ამაღლება მთელი დღის განმავლობაში
დილის სექსი - შესანიშნავი ვარჯიში და მასაჟია შინაგანი ორგანოებისთვის. კვლევების თანახმად, დილის სექსის შემდეგ ნაკლებად შეგაწუხებთ თავის ტკივილი და ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ენდორფინებს, რაც მთელი დღის განმავლობაში თქვენს სიმშვიდესა და კარგ ხასიათს უზრუნველყოფს. 


3. ეს არის კაცის სექსუალური აქტივობის პიკი
უმეტესობისთვის კარგად ნაცნობია დილის ერექცია. ეს მოვლენა იშვიათად უკავშირდება სექსუალურ აღგზნებას, მაგრამ სამაგიეროდ, ამით აშკარა ხდება, რომ კაცის სექსუალური აქტივობის პიკი სწორედ დილაა. ამ დროს კაცების სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში მაქსიმუმს აღწევს, რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მისი აღგზნების დონე იქნება ძლიერი, არამედ ერექციაც. მეცნიერების მტკიცებით, დაახლოებით, დილის 8 საათზე კაცისა და ქალის ბიოლოგიური რიტმი მაქსიმალურად ემთხვევა ერთმანეთს. ამ დროს აღიგზნება სხეული და სწორედ ამიტომ გვირჩევენ სექსოლოგები სექსუალური აქტისთვის დილის 8 საათს. 


4. მოფერებისადმი მომატებული მგრძნობელობა
გაღვიძების შემდეგ სხეული უფრო მიდრეკილია მოფერებისკენ. თანაც, ამ დროს ორგანიზმი შედარებით მოდუნებულია. ასევე, აღმოჩნდა, რომ დილის სექსი უფრო ინტიმურია, ვიდრე დღე-ღამის სხვა მონაკვეთში.


5. დილის სექსი შეგიძლიათ, შხაპის მიღებას შეუთავსოთ
შეუთავსეთ სასიამოვნო სასარგებლოს - ეს ყველაზე მარტივია, რაც შეიძლება დილის სექსს „მოუხერხოთ“. ბევრს აწუხებს ძილში ოფლიანობის ან სუნთქვის პრობლემა. იმისთვის, რომ დილის სიამოვნებაზე უარის თქმა არ მოგიწიოთ, საკმარისია, საძინებლიდან აბაზანაში გადაინაცვლოთ, სადაც ორივე შეძლებთ კბილების გახეხვასა და შხაპის მიღებას. თან გამოფხიზლდებით და თან ორგანიზმს აქტიური ფიზიკური მოქმედებისთვის მოამზადებთ. 


 

წყარო
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.




×

საბანერო პოზიცია
300x150