ბევრი ქალი, განსაკუთრებით გათხოვილი, პერიოდულად ცდილობს ამა თუ იმ მიზეზით უარი თქვას სექსზე. ფსიქოლოგებმა გამოკითხეს ათასი ქალი/გოგო და შეადგინეს ტოპ-5 ყველაზე პოპულარული ინტიმური „დაახვიე აქედან“, რომლებსაც დღეს გაგაცნობთ:
1. თავის ტკივილი/გულისრევა.
ამ დისკომფორტის „მოკვლას“ ქალები პრეპარატების მიღებით ცდილობენ, ხოლო შემდეგ ბევრ დროს ხარჯავენ ინტიმური სიახლოვის მოსაპოვებლად.
2. „ძალიან დაკავებული ვარ“.
სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ, წყვილების 75%-ს სექსუალურ ცხოვრებაში პრობლემები სწორედ დროის უქონლობის გამო აქვს.
3. ძლიერი დაღლილობა.
აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია რეალური დაღლისა (ბავშვები, სამსახური) და იმ დაღლის განსაზღვრა, როდესაც დიასახლისები სიმულირებენ ყოფითი და ყოველდღიური საქმეებით.
4. უხარისხო სექსი
მასტურბაციის დროს, საშუალოდ, ორგაზმს განიცდის ქალების 56%, ხოლო პარტნიორთან სექსის დროს ორგაზმამდე ქალების მხოლოდ 24% მიდის. ასეთ შემთხვევაში სექსოლოგები ქალბატონებს ურჩევენ, აუხსნან პარტნიორებს, რა სიამოვნებთ მათ და როგორ უნდა დააკმაყოფილონ ისინი სწორად.
5. კომპლექსები ფიგურასთან დაკავშირებით.
ასევე, ქალებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა სექსში - ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება საკუთარი სხეულის მიმართ. ასეთ სიტუაციაში სექსოლოგები გვირჩევენ, არ ამოვიჩემოთ საკუთარი გარეგნობა და ვკონცენტრირდეთ მხოლოდ შეგრძებებზე სექსის დროს.