(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

საკნატუნო ამბები

17 ივნისი 23:00

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ. 

 

 

ჰოო, დიდი ზომის პენისის რიგში ჩადგომა ღირს და ამ რიგში წინასწარ უნდა ჩაეწეროთ, - წერს ბლოგის ავტორი.


უკაცრავად, მაგრამ პენისის ზომა ხომ არ არის მთავარი... და საერთოდ, რას ნიშნავს „დიდი“ და „პატარა“?


ოფიციალურად (ყველა ქალის აზრით, რომლებსაც პირადად ვიცნობ და რომლებიც სხვადასხვა ფორუმზე აქტიურობენ) დიდი პენისი - ეს არის 19+სმ. 20+სმ - ეს უკვე ძალიან დიდია, ხოლო 23-24სმ - უშველებელი. 


ვერ წარმოიდგენთ, როგორი აღფრთოვანებით განიხილავდა ჩემი ორი მეგობარი ბიჭი ერთ-ერთ ტიპს, (რომელსაც ორი „აიფონი“ და 25-სანტიმეტრიანი პენისი აქვს), თუმცა, მასთან სექსის სურვილი ქალებს არ აქვთ და გიგანტური პენისის გამო გაურბიან. დიახ, ასეა. მართალია, გიგანტური პენისი - ბევრ ქალს აშინებს, მაგრამ სამაგიეროდ სურათზე საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. ბოლო დროს გაცნობის საიტებზე გოგოები ხშირად სთხოვენ ახლად გაცნობილ ბიჭებს: გამომიგზავნე პენისის ფოტო. და ეჭვი ხომ არავის ეპარება, რომ ფოტოები ბოლო დროს ფლირტისა და რომანტიკული ურთიერთობის ნაწილია?! 


მოკლედ, ფოტოს აუცილებლად აქვს მნიშვნელობა და ეს ყველაფერს ცვლის. ადრე სადმე ბარში მიირთმევდით 5-6 ჭიქა კოქტეილს, მიდიოდით სახლში, იხდიდით ტანსაცმელს სიბნელეში და ერთმანეთის შიშველ სხეულს მეორე შვილის გაჩენის შემდეგ თუ ნახავდით. ახლა უკვე წინასწარ იცი ყველაფერი მასზე. ყველა მისი ინტიმური თვისება და, ბუნებრივია, დიდი და ლამაზი პენისი უფრო ფოტოგენურია (ვიდრე სხვა დანარჩენი). იქნებ ქალები მართლა სერიოზულად დაფიქრდნენ ზომაზე, ფორმაზე, რაკურსზე და ა.შ. 


რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ზომას მნიშვნელობა არ აქვს - სამწუხაროდ, ეს ტყუილია. და ეს არ არის მხოლოდ სილამაზის საკითხი. პენისი - არ არის მკერდი. დიდი მკერდი ფოტოზე ან დეკოლტეზე გაცილებით აღმგზნებია, ვიდრე პენისი, მაგრამ სექსისთვის დიდი მკერდი აუცილებელი არ არის. თანაც, ბიუსტჰალტერის გარეშე, შესაძლოა, არც ისე დიდი აღმოჩნდეს, როგორც მაცდური რეკლამის დროს. ხოლო პენისის ზომა პირდაპირ კავშირშია ქალის შეგრძნებებთან. ნამდვილად კარგი საყვარელი უნდა იყოთ და არა უნიჭო აფერისტი (როგორც ჩვენთან არის მიღებული) იმისთვის, რომ ქალში ყველა მგრძნობიარე წერტილს შეეხო. დიახ, შეიძლება ხელებითაც და რითიც გინდათ, - მაგრამ ვის შეუძლია ეს? ალბათ, ასეთი კაცები თითზე ჩამოსათვლელია. 


რა თქმა უნდა, სულაც არ არის აუცილებელი დიდი პენისი ქალის გაბედნიერებისთვის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქალი სექსსა და ბედნიერებას ერთმანეთს საერთოდ არ უკავშირებს. მაგალითად, ერთ-ერთ ფორუმზე გოგო წერდა: „გავიცანი, ვისაუბრეთ, შევხვდით, თითქმის შემიყვარდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან, ძალიან პატარა პენისი აქვს. რა უნდა ვქნა?“ აქ, რა თქმა უნდა, არ დააყოვნა საპასუხო კომენტარებმა: „ბედნიერება ხომ არ არის პენისში“; “მთავარია, კარგი ადამიანი იყოს“; „არასდროს მსმენია, რომ კაცი პატარა პენისის გამო მიატოვო, აი, პატარა ხელფასის გამო - კი ბატონო“.


მოკლედ, ცვენაა გოგოების, რომლებსაც პენისის გამო კი არ უყვართ კაცი, არამედ ხელფასისა და სიკეთისთვის აფასებენ მას. დიახ, სექსი ექნება თუ არა - სულაც არ აინტერესებს. თუმცა, არსებობენ ქალები, ვისთვისაც ჯერ სექსია, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენი. დიახ, მათ მოსწონთ დიდი და ლამაზი პენისების ფოტოები, თუმცა, ამით შეპყრობილები არ არიან. მით უმეტეს, თუკი მათ პარტნიორსაც მოსწონს სექსი და განასხვავებს კლიტორს კლიმაქსისგან, როდესაც კაცმა იცის, სექსის დროს ხელებისა და პირის დანიშნულება, როდესაც ის აღფრთოვანდება ქალის სხეულით და არ ერიდება საშოზე შეხედვის. რადგან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არსებობენ ისეთი კაცებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საშო მკვდარი ხვრელია და ასეთ კაცებს არასდროს არაფერი ეშველებათ.


ჩემი ძლიერი სურვილის მიუხედავად, ვიყო ტოლერანტობის დედოფალი, მიწევს, ვაღიარო, რომ ლამაზი ადამიანები, რა თქმა უნდა, უფრო მარტივად ცხოვრობენ. მათთვის ვისაც ლამაზი მკერდი, ფეხები, კისერი ან პენისი აქვს - კიდევ უფრო მარტივია ცხოვრება. უფრო მეტი არჩევანი აქვთ. და დიახ, მათთან ღირს რიგში ჩადგომა. უნდა ვაღიაროთ და უნდა განვავითაროთ საკუთარ თავში სხვა თვისებები. თუკი ბუნებამ განსაკუთრებულად ვერ დაგვაჯილდოვა - ეს არ არის კატასტროფა. 


ჩვენ ხომ ყველანი განვსხვავდებით. დიახ, ქალებს, პირველ რიგში დიდი, მყარი და ლამაზი პენისის ფოტოები იზიდავს, თუმცა, მაინც ყველაზე მთავარია, კაცი იყოს შესანიშნავი საყვარელი. სამწუხაროდ, პენისი არ მუშაობს ისე, როგორც ანტენა - სიგრძეზე არ არის დამოკიდებული ქალის სურვილების ზუსტად გაგება.


ყველაზე მთავარია - კულტურა. იმისთვის, რომ კაცი დაინტერესდეს სექსით, იმისთვის, რომ შეისწავლოს, სად აქვს ქალს მგრძნობიარე ადგილები, იმისთვის, რომ შეგიგრძნოთ და სურდეს, იყოთ მისთვის საუკეთესო. და მთავარია, რომ თქვენით თავიდან ფეხებამდე აღფრთოვანდეს. სექსუალურმა სურვილმა მასში უნდა გამოიწვიოს პატივისცემა და სინაზე და არა ასე: „გამარჯობა. აი, ჩემი პენისი. შენც თითქოს არა გიშავს, მოდი, უცებ სექსი და მერე მაკარონი მომიხარშე“. 


ჰოდა, ძვირფასო კაცებო, სანამ ასე იქცევით, ქალები მხოლოდ პენისის ზომისა და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით განგსჯიან. ბუნებრივია, ეს ამბავი საერთოდ არ გახარებთ და თუკი სიყვარული ვერა, იქნებ სასიყვარულო პროცესით დაკავება ისწავლოთ ლამაზად და მგრძნობიარედ. სცადეთ, თავადაც მოგეწონებათ. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კამასუტრა დღეს: 5 საუკეთესო პოზა აუჩქარებელი სექსისთვის

კამასუტრას შესახებ ყველამ იცის, ხოლო 1985 წლამდე დაბადებულებს ალბათ უნახავთ კიდეც წიგნში დაბეჭდილი პოზები საშინელ ხარისხში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლასიკა არ ბერდება! 
კინო

5 ჰიჩკოკური ფილმი, რომლებიც ჰიჩკოკს არ გადაუღია

მათში ყველაფერია, რაც კი ფილმს საგანგაშო გაურკვევლობას სძენს, თანაც ისე მაღალპროფესიონალურ დონეზე, რომ დიდი მაესტროც იამაყებდა.
ამბები

„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით

„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში უკონტაქტო ანგარიშსწორების უახლესი მეთოდის - Apple Pay-ის გამოყენების სტიმულირებისათვის VISA International Service Association-თან ერთად წამახალისებელი აქცია დაიწყო.
დღის ჰოროსკოპი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

25 უცნაური რეკორდი „გინესების წიგნიდან“

ნახეთ, იქნებ თქვენთვისაც გაიღოს „გინესების“ კარი...
საკნატუნო ამბები

პიცა, ლუდი და ელ-ფოსტა: რაზე ფიქრობენ პორნოვარსკვლავები გადაღების პროცესში

პორნოში გადაღება - ესეც სამსახურია, მართალია, არამაღალზნეობრივი, თუმცა, არც თუ ისე მარტივი. ეს საქმე აშკარად მოითხოვს ძალისხმევას, ვნებას და, რა თქმა უნდა, ცოტაოდენ მსახიობურ ნიჭსაც.
დღის ჰოროსკოპი

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

5-კილომეტრიანი სასტუმრო, რომელსაც სტუმრები არასოდეს მიუღია!

მსოფლიოში უდიდესი სასტუმრო გერმანულ კუნძულ რიუგენზეა განთავსებული, მაგრამ მას სტუმრები არასოდეს მიუღია და ამას საშინელი მიზეზი აქვს...
ამბები

ელექტრონული მუსიკა ორკესტრის შესრულებით თბილისში

Summer Set Festival-ის შემოდგომის სერია Fall Set ორ ნაწილად გაიმართება. მუსიკალური ფესტივალი შემოდგომის ორ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოგიდგენთ: 5 ოქტომბერს - Worakls Orchestra Tour და 2 ნოემბერს - Boris Brejcha.