მარტოობა განაჩენი არ არის - ვარსკვლავები, რომლებიც დიდი ხანია, აღარავის ხვდებიან

საკნატუნო ამბები

23 ივლისი 14:00

ამ ქალბატონებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ, მაგრამ მათი გულები მაინც თავისუფალია. ამის მიზეზი კი ვისთვის კარიერაა და ვისთვის - უიღბლო ურთიერთობით გამოწვეული გულგატეხილობა.

კაილი მინოუგი



ავსტრალიელი მომღერლის პირველი სიყვარული მუსიკოსი მაიკლ ჰოტჩენსი იყო. ისინი დაშორდნენ, 5 წლის შემდეგ კი მაიკლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს კაილისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა და მან კარგა ხნით უარი თქვა სერიოზულ ურთიერთობაზე.


მოგვიანებით ვარსკვლავს მაინც ჰქონდა რამდენიმე რომანი, მაგრამ ისინი ყოველ ჯერზე ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. განშორების მიზეზი კი ძირითადად ან ბოიფრენდის ღალატი იყო, ან ვარსკვლავის გადატვირთული გრაფიკი. საყვარელ ადამიანთან დაშორება კაილის ყოველთვის ძალიან მძიმე სულიერ მდგომარეობაში აგდებს, ამიტომაც ის მარტოობას ამჯობინებს. ერთადერთი, რასაც მომღერალი ნანობს, ისაა, რომ შვილები არ ჰყავს. ახლა ის სერიოზულად ფიქრობს, ბავშვთა სახლიდან აიყვანოს ბავშვი.


პატრიცია კაასი



ფრანგი მომღერლის რომანებს ოდესღაც მთელი მსოფლიოს მედია განიხილავდა. მას მიაწერდნენ ურთიერთობას ჟერარ დეპარდიესთან, რუს მსახიობთან ანდეი სოკოლოვთან და თვით ალენ დელონთანაც კი. მაგრამ საბოლოოდ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა მისი ბედის.


2000 წლების დასაწყისში კაასი სკანდალურად დაშორდა კომპოზიტორ ფილიპ ბერგმანს. მოგვიანებით მან ურთიერთობა გააბა რუმინელ მილიონერთან, მაგრამ ის ცოლიანი აღმოჩნდა.


„მამაკაცებმა იმედი გამიცრუეს. ისინი მერკანტილურები და პროგნოზირებადები არიან“, - დაწერა ავტობიოგრაფიულ წიგნში მომღერალმა. ყველაზე მეტად პატრიცია იმას ნანობს, რომ შვილები არ ჰყავს. უშვილობის მიზეზი კი ახალგაზრდობაში გაკეთებული უამრავი აბორტია. დღეს კაასის ყველაზე ახლო არსება მალტური ბალონკაა, სახელად ტეკილა.


შარლიზ ტერონი



შარლიზ ტერონის პირად ცხოვრებაში მუდმივად ხდებოდა რაღაც საინტერესო. მსახიობი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მამაკაცები აღმერთებენ, იშვითად დარჩენილა მარტო. 1990-იან წლებში ტერონი 2 წლის განმავლობაში ხვდებოდა მსახიობ კრეიგ ბირკოს.


1997-დან 2001 წლამდე ვარსკვლავი ახლო ურთიერთობაში იყო მუსიკოს სტივენ ჯენკინსთან. სტიუარტ ტაუნსენდს ტერონი 2002 წლის დასაწყისიდან ხვდებოდა. ეს წყვილი ჰოლივუდში დიდხანს მიიჩნეოდა ყველაზე ლამაზ და განუყრელ წყვილად, თუმცა 2010 წელს შეყვარებულები სრულიად მოულოდნელად დაშორდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ კი შერონმა მგზნებარე რომანი გააჩაღა შონ პენთან, მაგრამ არც ამ ურთიერთობამ არ გაუმართლა.


დღეს მსახიობი ორ აყვანილ შვილთან ერთად ცხოვრობს. 2012 წელს მან ბიჭი - ჯექსონი იშვილა, 2015 წლის ივლისში კი ოჯახს პატარა ავგუსტა შეემატა. შარლიზმა აღიარა, რომ შვილები მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნებიან.


სოფია როტარუ



ისე გამოვიდა, რომ სოფია როტარუს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მამაკაცი იყო - ანატოლი ევდოკიმენკო. და ის დღემდე მისი ერთგულია. სოფია ის-ის იყო, კარიერას იწყებდა, როცა ანატოლიმ ჟურნალ „უკრაინაში“ მისი ფოტო ნახა და ანსამბლში მიიწვია.


1968 წელს ახალგაზრდები დაქორწინდნენ, ორი წლის შემდეგ კი ვაჟი - რუსლანი შეეძინათ. ქმრის სახით სოფიამ საუკეთესო მეგობარი, მრჩეველი და მასწავლებელი შეიძინა. მათი ქორწინება 30 წელზე მეტხანს გაგრძელდა.


2002 წელს ანატოლი გარდაიცვალა. სოფიამ მთელი წელი გლოვაში გაატარა - მას არცერთ საჯარო ღონისძიებაში არ მიუღია მონაწილეობა. მედიამ როტარუს არაერთი რომანი მიაწერა, მაგრამ ვარსკვლავის ახლობლები ირწმუნებიან, რომ სოფიას გულში მხოლოდ ერთი ადამიანის ადგილი იყო ყოველთვის და ახლაც იმ ადამიანის ერთგულია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი, რომლებიც სულს აგიფორიაქებთ

თუ ცოტა ხნით ბლოკბასტერებს მოსწყდებით და სერიოზული ფილმის საყურებლად განეწყობით, ეს ფილმები ღრმა შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ხრაშუნა კარტოფილის ჩხირები ლორით

ალბათ მიხვდით, რომ ეს არ არის კარტოფილი ფრი, თუმცა გარწმუნებთ, ფრიზე მეტად შეიყვარებთ!
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?




×

საბანერო პოზიცია
300x150