მსოფლიოს ყველა დროის და ყველაზე საშიში ბანდიტების ცოლები

საკნატუნო ამბები

13 აგვისტო 14:00, 2019 წელი

როგორია, იყო ნომერ პირველი განგსტერის მეუღლე? ქვემოთ მოგითხრობთ ალ კაპონეს, პაბლო ესკობარისა და სხვა ლეგენდარული ბანდიტების ცოლების შესახებ.

მეი კაპონე



ალ კაპონე 19 წლის ასაკში დაქორწინდა 18 წლის ირლანდიელ მეი ჯოზეფინა კაფლინზე, რომელმაც ქორწინებამდე გაუჩინა მას ვაჟი. კაპონემ ცოლი სიფილისით დააავადა, რომლითაც ის მთელი ცხოვრება იტანჯებოდა. ბავშვიც ამ დაავადებითა და კიდევ მასტოიდური ინფექციით დაიბადა. პატარამ თავის ტვინზე ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ მთელი ცხოვრება ნაწილობრივ მაინც ყრუ დარჩა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეი ჯოზეფინას ქმარი უყვარდა და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა - მაფიოზი 1947 წელს გარდაიცვალა, ინსულტითა და პნევმონიით და არა მტრის ტყვიით.


მეიმ დიდხანს იცოცხლა და 1986 წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ალბერტ კაპონემ ზრდასრულ ასაკში გვარი შეიცვალა, ბრაუნი გახდა და თითქმის კანონმორჩილად იცხოვრა (მხოლოდ 2 წელი იჯდა ციხეში, წვრილმანი ქურდობისთვის), ოთხი ქალიშვილის მამა გახდა და 2004 წელს გარდაიცვალა.


ალისა დაიმონდი



რელიგიური და მოკრძალებული ალისა დაიმონდი მართალია ქმრის, განგსტერ ჯეკ ლესი დაიმონდის საქმიანობას არ ამართლებდა, მაგრამ მაინც მისი ერთგული იყო და ღალატსაც კი პატიობდა. ალისა ღმერთს ევედრებოდა, მისი ქმრისთვის ცოდვები შეენდო. ცოდვები კი, იცოცხლე, ბევრი ჰონდა. ის ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ბუტლეგერი იყო მშრალი კანონის დროს. ჯეკი არა მარტო კონტრაბანდით იყო დაკავებული, არამედ იტაცებდა და აწამებდა ადამიანებს და სასტიკად უსწორდებოდა კონკურენტებს. თავად დაიმონდის მოკვლაც არაერთხელ სცადეს. ერთხელ, მას 5 ტყვია მოხვდა, მაგრამ ის არა თუ გადარჩა, არამედ სასტუმროს ნომრიდანაც კი გამოვიდა და დახმარება ითხოვა. ასეთი იღბლიანობისთვის ბანდიტს ტყვიამიუკარებელს ეძახდნენ, მაგრამ ეს მეტსახელი ბოლომდე მაინც ვერ გაამართლა. 1931 წელს დაიმონდი ორმა უცნობმა მოკლა ნიუ-იორკის სასტუმროს ნომერში. მკვლელობის შეკვეთაში ეჭვმიტანილი იყო მაფიაც, პოლიციაც და თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიტიკოსებიც.


ჯეკის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ მისი ქვრივი, რომელმაც მაფიასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა და თავისთვის წყნარად ცხოვრობდა, ბრუკლინში, საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს. ალისას მკვლელები ვერ იპოვეს.


მარია ესკობარი



1976 წელს დამწყები კოლუმბიელი ნარკობარონი, 27 წლის პაბლო ესკობარი 15 წლის მარია ვიქტორია ენაო ვალეხოზე დაქორწინდა, რომელიც მისგან პირმშოს ელოდებოდა. მიუხედავად მრავალრიცხოვანი ღალატისა, მარია ყოველთვის მხარს უჭერდა პაბლოს (მაგალითად, ცხოვრების ბოლო წლებში პაბლოს სერიოზული რომანი ჰქონდა ჟურნალისტ და მოდელ ვირხინია ვალეხოსთან). მარია ესკობარი ქმრის საქმეების საქმის კურსში იყო, ამიტომაც 1993 წელს, ესკობარის პოლიციასთან შეტაკების შემდეგ, მარია ბავშვებთან ერთად ყალბი დოკუმენტებით იმალებოდა. თუმცა ესკობარის ოჯახი მაინც დააპატიმრეს და მარიამ წელიწად-ნახევარი ციხეში გაატარა. მაგრამ მთავრობამ მარიას არალეგალური საქმიანობა ვერ დაუმტკიცა. განთავისუფლების შემდეგ მარიამ სახელი და გვარი შეიცვალა და ჩრდილში გადაინაცვლა. ასევე მოიქცა მისი ქალიშვილიც. პაბლო ესკობარის 41 წლის შვილი კი არქიტექტორია და ბუენოს-აირესში ცხოვრობს, ცოლთან და ქალიშვილთან ერთად. მამაზე ყოველთვის თბილად საუბრობს და მას მზრუნველ და სენტიმენტალურ მეოჯახედ მოიხსენიებს. მაგალითად, ერთხელ, როცა ხელისუფლებას შვილებთან ერთად ემალებოდა, ესკობარმა მთებში დოლარებით ცეცხლი დაანთო და, დაახლოებით, ორი მილიონი დოლარი დაწვა, თავისი პატარები რომ გაეთბო. სიმართლე ითქვას, სწორედ ოჯახზე მიჯაჭვულობამ დაღუპა კიდეც კოკაინის მეფე. დაღუპვამდე ერთი წელი ესკობარი მიმალვაში იყო და ამ ხნის მანძილზე ოჯახი არ ჰყავდა ნანახი. თავის დაბადების დღეზე მან გადაწყვიტა, სახლში დაერეკა და შვილს დალაპარაკებოდა. ამ ზარის საშუალებით მიაკვლია ხელისუფლებამ ესკობარს და რამდენიმე საათში მოახდინა მისი ლიკვიდაცია.


დანუბია რანჯელი



ბრაზილიელი ნარკობარონის ანტონიო ბონფიმ ლოპესის ცოლი 2011 წელს ქმრის ინტერესებს იცავდა სასამართლოში, სანამ თავადაც გისოსებსმიღმა არ აღმოჩნდა. დანუბია 2017 წელს დააპატიმრეს. ამ დროისთვის მან მოასწრო და ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კრიმინალური ომი გააჩაღა როსინში, რიო-დე-ჟანიეროს ყველაზე დიდ რაიონში. ახლა დანუბიას 28-წლიანი პატიმრობა ელის ნარკოტიკებითა და ადამიანებით ვაჭრობისთვის.


ემა კორონელ აისპურო



ემა მექსიკელ ნარკობარონს ხოაკინ გუსმან ლოერს 2007 წელს გაჰყვა ცოლად, როცა 18 წლის იყო. ის მეოთხე ცოლი იყო 50 წლის ელ პაჩოსი (ჩია კაცი) - მსოფლიოს ყველაზე საშიში დამნაშავის (2016 წლამდე, მის დაპატიმრებამდე). 2012 წელს ემამ ელ პაჩოსგან ტყუპი გოგონა გააჩინა. იმ მომენტისთვის ხოაკინ გუსმანი მექსიკის უმსხვილეს ნარკოკარტელს „სინალოას“ ხელმძღვანელობდა და „ფორბსის“ ვერსიით, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი და მდიდარი ადამიანების სიაში შედიოდა. ნარკობარონი ამპარტავნებამ დაღუპა. როცა ხელისუფლებას ემალებოდა, თან ჰოლივუდელ პროდიუსერებს ეკონტაქტებოდა - ოცნებობდა, რომ მასზე ფილმი გადაეღოთ. ასე რომ, შონ პენთან შეხვედრა დაეხმარა ხელისუფლებას, დამნაშავის კვალზე გასულიყო, თუმცა მან საწადელს მაინც მიაღწია: 2017 წელს გამოვიდა სერიალი „ელ პაჩო“.


ემა კორონელმა ელ პაჩოს სიყვარულისთვის ძალიან ძვირი გადაიხადა. 2016 წლის ზაფხულში მექსიკაში მისი ორი ნათესავი ჩაცხრილეს - 19 და 13 წლის ბიჭები.


ფაინა კომისარი



ვიაჩესლავ ივანკოვი, მეტსახელად იაპონჩიკი, 90-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში წავიდა, სადაც რუსულ მაფიას ხელმძღვანელობდა. კანონიერმა ქურდმა იქ კიეველი ემიგრანტი ფაინა კომისარი გაიცნო. როცა ივანკოვი ამერიკულ ციხეში მოხვდა, ფაინა მას ელოდებოდა და შემდეგ მასთან ერთად დაბრუნდა რუსეთში, როცა იაპონჩიკი დააადეპორტეს. 2009 წლის 29 ივლისს ივანკოვს ესროლეს, მან ორი თვე გაატარა საავადმყოფოში და გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. ბანდიტის გარდაცვალების შემდეგ ფაინა კომისარმა პრესასთან ურთიერთობაზე უარი თქვა, იაპონჩიკის ქვრივის ტიტულზე კი პრეტენზიები ექსტრასენსმა ნიკოლ კუზნეცოვამ გამოაცხადა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?