ბრონქსელი გოგონადან მოდის დედოფლამდე: ჯეი ლოს სილამაზის ევოლუცია

საკნატუნო ამბები

17 აგვისტო 14:00

ლათინოამერიკელი მომღერალი, მსახიობი, მოდელიერი და ბიზნესლედი მთელი ცხოვრება ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და ახლა მას მთელი მსოფლიო იცნობს. ჯენიფერი 50 წლისაა და როგორც ჩანს, კარგად იცის, როგორ დაატრიალოს საათის ისრები უკუღმა.

1992



მაშინ ჯეი პირველად გამოჩნდა ეკრანზე, ერთ-ერთ ამერიკულ ტელეშოუში. იმ მომენტისთვის გოგონა მოცეკვავეთა ჯგუფის Fly Girls-ს წევრი იყო. ბავშვურად მრგვალ სახეს ჯეის აფროკულულები უმშვენებდა...


1996



თმის ნატურალურად მუქი ფერი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მატებდა მსახიობს ასაკს. მაკიაჟი კი ცოტა უცნაური იყო: „გათეთრებული“ სახე, ატმისფერი ჩრდილები და ყავისფერ პომადა...


1997



1997 დასამახსოვრებელი წელი იყო მსახიობისთვის - ჯენიფერმა თავისი პირველი მთავარი როლი ითამაშა. ერთ-ერთ ცერემონიაზე ის სრულიად გასაოცარი სტილით გამოცხადდა. აქ თავმოყრილი იყო ყველაფერი „საინტერესო“ ჯენის შემოქმედებითი ცხოვრების პირველი წლებიდან: წვრილი კულულები, არასწორად შერჩეული ტონალური და მუქი ყავისფერი პომადა. მართალია ატმისფერი ჩრდილები და რუმიანა არაჩვეულებრივი არჩევანია, მაგრამ არა ასეთი ფერის სახისთვის.


1998



მოკლე თმა მარტივი ვარცხნილობით, ბუნებრივი მაკიაჟი, ცოტაოდენი ბრჭყვიალები - ჯეი ლო ირჩევს დელიკატურ და დახვეწილ იმიჯს და ის ნამდვილად უხდება მას!


1999



90-იანი წლების ბოლოს ჯეი ლომ პირველი ალბომი გამოუშვა და პირველად გაიღიავა თმა. ასეთი ფერი მსახიობს ძალიან მოუხდა, რასაც ვერცხნილობაზე ვერ ვიტყოდით: დაუდევრად ჩამოყრილი კულულების ფონზე სახის ოვალი უხეშად გამოიყურებოდა. მაკიაჟის წყალობით სახესა და ყელს შორის კონტრასტი აშკარაა. ამას ემატება გაწვრილებული წარბები და ჯენიფერის „ფიშკა“ - ტუჩის ბლესკი.


2000



მცირეხნიანი რომანი მუსიკოს პაფ დედლისთან მსახიობის იმიჯზე აისახა: შეყვარებულის მხარდასაჭერად ჯენიფერი მისი სტილის შესაბამისად იცვამდა. იმ დროისთვის ჯეიმ უარი თქვა გრიმსა და მაკიაჟზე და ამან სასიკეთოდ იმოქმედა: ამ ფოტოზე ჯენი ბრწყინავს და ძალიან მშვიდად გამოიყურება.


2001



გაპუდრული სახის ეპოქა წარსულში დარჩა! ის ბრონზერმა ჩაანაცვლა. ჯეი ლომ არჩევანი ჰოლივუდურ ვარცხნილობაზე შეაჩერა. საკუთარი იმიჯი რომ უფრო ნაზი გაეხადა, აქსესუარებიც დაამატა, მაგალითად, ყვავილები. მკვეთრი რუმიანა და ვარდისფერი ტუჩის ბლესკი, თქვენი აზრით, ალბათ, შეუხამებელია, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯენიფერის მომხიბვლელ ღიმილს ის ძალიან მოუხდა.


2003



„ოსკარის“ დაჯილდოების 75-ე ცერემონია და კაბის ფერთან შეხამებული მწვანე ჩრდილები. შეიძლება იფიქროთ, რომ თვალების ასეთ მაკიაჟით ჯენიფერი „დაიკარგება“, მაგრამ ის ამ ნაზ სახეს ნარინჯისფერ ბრონზერს უმატებს... ლაქებად.


2004



კაბის ფერთან თვალის ჩრდილის შეხამების ექსპერიმენტი გრძელდება. ამჯერად, კანის ფერთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა.


2005



მსახიობი გადაწყვეტს, ძველი სტილისგან სრულიად განსხვავებულად გამოკვეთოს თვალები და მიზანში არტყამს! და ისევ ბლესკი ტუჩებზე, რომელიც მას ძალიან უხდება.


2006



დაგვავიწყდა კიდეც, როგორ გამოიყურება მსახიობი მუქ თმაში. საბედნიეროდ, ჯენიფერი ცოტა ხნით დაუბრუნდა თავის ბუნებრივ თმის ფერს.


2008



„შატუში, როგორც ჯენიფერს აქვს“ - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთხოვნა იყო იმ პერიოდის სალონებში. ფერების თამაში თმას გაცილებით მოვლილსა და მბზინავს ხდის. და, საერთოდაც, ოქროსფერ შეფერილობასაც კი აძლევს. მოცულობითი ვარცხნილობა და ლოკონები აშკარად უხდება ჯენიფერს და ეფექტურიცაა. სამწუხაროდ, მაკიაჟიც ასეთივე იდეალური არ არის: აქცენტი გაკეთებულია თვალებზეც და ტუჩებზეც.


2009



კაშკაშა ლურჯი ტონები (რა თქმა უნდა, კაბის ტონალობაში), ბრონზატორი და რთული გეომეტრიული ვარცხნილობა. კოსმოსური იმიჯი გამოვიდა!


2010



ბოლის ეფექტიანი ჩრდილები თვალებზე, შიშველი ბლესკი, ბუნებრივი წარბები და ხარისხიანად დამუშავებული ტონალური სახეზე. საუკეთესო არჩევანია, ჯენ!


2011



გადაწეული თმა - დასაშვები ფუფუნება სახის იდეალური ოვალისთვის. ხშირი წამწამები, მუქი ფერის წარბები და სახის მკვრივი ტონი - ჯერჯერობით ახალი არაფერია. ყურადღებას იპყრობს ჯენიფერის ტუჩები: მუქი პომადის კონტრასტული გადასვლა კაშკაშა ალისფერში - ლამაზი შეხამებაა, და რაც მთავარია, ორივე ელფერი მოგებიანია და ორივე ზრდის ტუჩების მოცულობას.


2012



ეს ის შემთხვევაა, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს, ვიზუალურად როგორ უნდა დაიპატარავო თვალები. ამ მაკიაჟის ძლიერი მხარეა სახის საუცხოო ტანალობა. ტონალური კრემი შერჩეულია ყელის ფერთან შეხამებით, ატმისფერი რუმიანა კი სახეს აცოცხლებს. და რა თქმა უნდა, პომადა - სწორედ ეს კენკროვანი ფერი, რომელიც ასე უხდება ჯეი ლოს.


2013



როგორც აღმოჩნდა, მტაცებლის იმიჯიც ძალიან უხდება ჯენიფერს!


2015



ჯენიფერის ერთ-ერთი ყველაზე ნაზი იმიჯი. მარგალიტებით მორთული ხორცისფერი კაბა, გადაწეული თმა მაღალი კუდით და დახვეწილი მაკიაჟი. შესანიშნავია!


2016



„ოქროს გლობუსის“ წითელ ხალიჩაზე ჯენიფერმა ყვითელი კაბით გაიარა, რითაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კაშკაშა ფერის კაბის ფონზე მსახიობის ვარცხნილობა და მაკიაჟი დახვეწილად გამოიყურებოდა: პომადის აგურისფერმა ელფერმა ყურადღება მიიქცია და კაბას არ მისცა საშუალება, მსახიობი დაეჩრდილა.


2017



„გრემის“ 59-ე დაჯილდოებაზე ჯეი ლო ვარდისფერი კაბითა და თვალზე ვარდისფერი ჩრდილით გამოცხადდა.


2018



2018 წლის Met Gala-ს ბალზე ჯენიფერი Balmain-ის ღრმად ამოჭრილი კაბით მივიდა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის სტილისტმა მას ახალი ვარცხნილობა შეურჩია - კარე, რომელიც ძალიან წარმატებით შეერწყა ასეთი რთული ფაქტურის კაბას. მაკიაჟმა ვარდისფერი ელფერითა და აპრეხილმა წამწამებმა ის საერთოდ არ გადატვირთა.


2019



2019 წლის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე ჯენიფერ ლოპესს Tom Ford-ის კაბა ეცვა მეტალიკის ეფექტით. ასეთი სიკაშკაშე უბრალო ვარცხნილობითა და თვალებზე აქცენტიანი მაკიაჟით იჩრდილებოდა. ჯენიფერის გამჭოლი მზერა ეჭვსაც არ ტოვებდა, რომ მისი გამოსვლა წვრილმანებამდე იყო გათვლილი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა.
ამბები

დააზღვიეთ მოგება 100%-ით adjarabet.com-ზე

Express დაზღვევა პრემიერ ლიგასთან ერთად დაბრუნდა ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიცვათ თქვენი ბილეთი.
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...