რაც უფრო ცუდია, მით უკეთესია - ანუ რა შეიძლება გაკეთდეს მიტოვებული შენობებისგან

საკნატუნო ამბები

25 სექტემბერი 11:00, 2019 წელი

ისინი ოდესღაც მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ლოკაციები იყო, დროთა განმავლობაში კი პირვანდელი დანიშნულება დაკარგეს და დაძველდნენ. თუმცა ძველი სულაც არ ნიშნავს გამოუსადეგარს. დღეს ამის მსოფლიო მაგალითებს წარმოგიდგენთ.

Beckton Gasworks - ლონდონი, დიდი ბრიტანეთი


ამ ადგილზე 1969 წლამდე ევროპაში უმსხვილესი გაზის ქარხანა მდებარეობდა. ქარხნის დახურვის შემდეგ აქაურობა ტელე და კინოგადაღებების ლოკაციად იქცა. სწორედ აქ გადაიღო 1987 წელს სტენლი კუბრიკმა თავისი ფილმი „რკინის საფარი / Full Metal Jacket“, რომლიც ვიეტნამის ომზე მოგვითხრობს. კუბრიკის მოთხოვნით, აქ რამოდენიმე შენობა დაანგრიეს კიდეც, რათა აქაურობა საბრძოლო მოქმედებების ადგილს დამსგავსებოდა.



 


Matadero - მადრიდი, ესპანეთი


ეს ადგილი ყოფილი სასაკლაოა, რომელიც 1996 წელს დაიხურა. 2003 წელს საქალაქო საბჭომ ამ სივრცის 75% კულტურული დანიშნულებისთვის გასცა. ეს იქცა ახალ არქიტექტურულ ექსპერიმენტად.
დღეს Matadero-ში კინოთეატრები, დიზაინის სტუდიები, თეატრალური სცენები, საკონცერტო და საგამოფებო დარბაზებია გამნთავსებული.


მათ პარალელურად ტერიტორიაზე დატოვებულია მტვრით დაფარული ნანგრევები - როგორც ალუზია იმისა, რომ დროს ვერაფერი შეაჩერებს. ამ ნანგრევებს არტ-პროექტების ექსპოზიციების ნაწილადაც იყენებენ.


 


 


ლანდშაფტური პარკი „დუისბურგ-ნორდი“ - დუისბურგი, გერმანია


 აქ 1985 წლამდე მეტალურგიული ქარხანა მდებარეობდა. ქარხნის დახურვის შემდეგ დაზგები და დანადგარები ჟანგმა დაფარა. 1990-იან წლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ არქიტექტურული კონკურსი გამოაცხადა, რათა შეენარჩუნებინა ეს ინდუსტრიული ლოკაცია და აქაურობა ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილად ექცია. იდეა შემდეგში მდგომარეობდა - უნდა გახსოვდეს ქვეყნის ინდუსტრიული წარსული.
ასე იქცა მიტოვებული მაღარო Zollverein ინდუსტრიული განვითარების ისტორიის მუზეუმად. პარკის დიდი ნაწილი კი ღიაა სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის, სეირნობისთვის, თამაშებისთვის.
დღეს „დუისბურგ-ნორდი“ - ეს არის ბუნების, მრეწველობის, ნგრევის და განვითარების ერთობლიობაა.



 


SESC Pompeia - სან-პაულუ, ბრაზილია


ეს არქიტეტურული ღირსშესანიშნაობა დააპროექტა ლეგენდარულმა არქიტექტორმა ლინო ბო ბარდიმ 1984 წელს, 1920-იან წლებში მოქმედი ქარხნის ადგილას. ბარდის გუნდმა კედლები მთლიანად გაწმინდა გაჯისა და საღებავისგან. შედეგად, მათ შეინარჩუნეს ქარხნის ორიგინალური და უნიკალური კარკასი და იაფად შექმნეს „მოკრძალებული“ არქიტექტურა.
იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ აქ ყოფილიყო საზოგადოებრივი სივრცე ნებისმიერი ასაკისა და სტატუსის  ადამიანისთვის.
დღეს SESC Pompeia აერთიანებს საგამოფენო დარბაზს, რესტორანს, პლაჟს და აუზს ბავშვებისთვის.



 


Parque da Juventude - სან-პაულუ, ბრაზილია


აქ თავის დროზე არასრულწლოვანთა საპატიმრო იყო. 2003 წელს ტერიტორიაზე ლანდშაფტური პარკი გააშენეს. ძველი ბეტონის შენობისგან მხოლოდ კარკასი დატოვეს, თუმცა შეინარჩუნეს ძველი ციხის ბილიკები, რომლებიც მიწის ზემოთ მოაქციეს.
ისეთ მრავალრიცხოვან ქალაქში, როგორიც სან-პაულოა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასასვენებელი სივრცეების არსებობას. შენობამ, რომელიც ადრე საპატიმრო იყო, დღეს ასეთი სასიამოვნო და სასარგებლო ფუნქცია შეიძინა.


 


 


თუ გაინტერესებთ სამშენებლო სფერო ან სახლში რემონტს აკეთებთ და გსურთ, მეტი ინფორმაცია გქონდეთ, ეწვიეთ ვებგვერდებს:
ბორისოლის ჭერი


ხარაჩოს ქირაობა


 


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?