ტაქსისტისა და მგზავრის ემოციური ისტორია - "ჯერ წმინდა მარიამი და წმინდა გიორგი" შემომფიცე"

ტაქსისტისა და მგზავრის ემოციური ისტორია - "ჯერ წმინდა მარიამი და წმინდა გიორგი" შემომფიცე"

INTERNET დაიჯესტი

16 აპრილი 09:56

გიამ ახმეტელის მეტრომდე დაახლოებით 12 კილომერტი ფეხით იარა, დედის პენსია ჰქონდა ასაღები. პენსია, როგორც იქნა, აიღო, მაგრამ ისეთი დაღლილი იყო ცალკე ფეხით სიარულითა და ცალკე ბანკომატთან პენსიის რიგში დგომით, გადაწყვიტა, ტაქსი დაეჭირა და შინ ტაქსით დაბრუნებულიყო.

ღმერთო, ამ კორონავირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ტრანსპორტი არ დადის, მანქანა კი მე არ მყავს. მოდი ჯერ აფთიაქში შევალ, დედას წამლებს ვუყიდი და მერე ტაქსით წავალ, თორემ ფეხები აღარ მემორჩილება, ნახევარ საუკუნეს ვუკაკუნებ უკვე", - გაიფიქრა გიამ და აფთიაქში შევიდა. იქიდან რომ გამოვიდა, ტაქსი დაიჭირა, მძღოლს მგზავრობის საფასურზე როგორღაც შეუთანხმდა და ტაქსის უკანა სავარძელში მოკალათდა. მძღოლს პირბადე და რეზინის ხელთათმანები ეკეთა, მანქანა დაძრა და სარკეში გიას თვალიერება დაიწყო. ასეთია ტაქსის მძღოლების ჩვევა. თანაც ტაქსის მძღოლს ხომ ლაპარაკი უყვარს - შესაძლოა არც უყვარს, მაგრამ საუბარში დრო სწრაფად გადის.


- გიხდება პირბადე, - ხუმრობით უთხრა მძღოლმა გიას, - მგონი, მეც მიხდება, - გაეღიმა, მაგრამ პირბადე ღიმილს უფარავდა.


- კი, მიკეთია პირბადე, - თავი დაუქნია გიამ, - ახლახან ვიყიდე აფთიაქში. დედაჩემისთვის წამლებიც ვიყიდე მისივე პენსიით.


- რა სჭირს დედას? - იკითხა ტაქსისტმა.


- დედა ლოგინადაა ჩავარდნილი, - უპასუხა გიამ.


- რატომ?
გიამ პასუხი შეუყივნა, არ იცოდა, საიდან დაეწყო.


- ბოდიში, ძმაო, არ უნდა მეკითხა ალბათ, - უხერხულად შეიშმუშნა ტაქსისტი.


- არა უშავს, საბოდიშო არაფერია, - დაამშვიდა გიამ, - დედას დამბლა აქვს და ექვსი წელია მარტოკა ვუვლი.


- ვახ! მართლა? - შეიცხადა მძღოლმა, - ცოლი არა გყავს?


- არა.


- არცა გყოლია?


- არა.


- არც შვილები გყავს?


- არა.


- ვახ! არავინ გყავს ვაფშე?


- რა თქმა უნდა, მყავს, მაგრამ ყველას თავისი საქმე აქვს და ისე მეხმარებიან, როგორც შეუძლიათ.


- მაინც რატომ აქვს დედაშენს დამბლა? - ტაქსისტი შენობით ესაუბრებოდა. ტაქსიატია და სხვანაირად არც შეუძლია.


- ძალიან გაინტერესებთ?


- რავი, თუ არ გინდა, ნუ მეტყვი.


- ზუსტად ექვსი წლის წინ აღდგომებზე ჩემმა ერთადერთმა ძმამ თავი ჩამოიხრჩო და დედამ ჩამოხსნა.
ტაქსისტმა უეცრად მანქანა დაამუხრუჭა:


- რას ამბობ, ძმაო. მერე?


- რაღა მერე. მას შემდეგ დედა მოტყდა, დიდი შოკი მიიღო. ნელ-ნელა ლოგინს მიეჯაჭვა. უკვე მესამე წელი დაიწყო, სამსახურს თავი დავანებე და ვუვლი.


- უჰ, რას მეუბნები! - მძიმედ ამოიოხრა მძღოლმა და ტაქსი ისევ დაძრა, - ანუ უმუშევარი ხარ, ვერსად მუშაობ.


- კი, ასეა.


- სოციალურად დაუცველი ხარ?


- კი, ოღონდ ყოველთვიური ფულადი დახმარება უკვე მომიხსნეს რატომღაც.


- მე მაგათი დედა ტყ... - კბილებში გამოსცრა მძღოლმა.
სიჩუმე ჩამოვარდა. მძღოლი ფიქრს მისცემოდა და მანქანას მიაქროლებდა თითქმის ცარიელ გზაზე, გიაც ფიქრს მისცემოდა. ასე გავიდა რამდენიმე წუთი.


- აქ გამიჩერეთ, - სთხოვა გიამ.


მძღოლმა გაუაჩერა.


გია მანქანიდან გადავიდა და ტაქსისტს ფული გაუწოდა.


- რა გქვია, ძმაო? - ჰკითხა მძღოლმა.


- გია მქვია.


- გია, ძმაო, დედას მეც ვუვლიდი და ვიცი, რა ძნელიცაა, მაგრამ მე ცოლ-შვილი მეხმარებოდა, შენ კი სულ მარტო უვლი დედას, თან ვერ მუშაობ. ერთი დიდი სათხოვარი მაქვს და ღვთისმშობელი შემომფიცე, რომ უარს არ მეტყვი, ძმაო.


- გისმენთ, რა სათხოვარია ასეთი.


- ჯერ წმინდა მარიამი და წმინდა გიორგიც შემომფიცე, - ჩააცივდა ტაქსისტი.


- გეფიცებით ღვთისმშობელს და წმინდა გიორგის, - უთხრა გიამ.
მძღოლმა ჯიბეზე ხელი გაიკრა, ფული ამოიღო, ორმოცდაათი ლარი გადათვალა და გიას გაუწოდა:


- გამომართვი, უარი არ მითხრა, ფიცი არ გატეხო!


- როგორ გეკადრებათ! - შუბლი შეკრა გიამ.


- გაფიცებ ყველა წმინდანს, შენი ძმის სულს გაფიცებ, გია, და დედასაც გაფიცებ, უარი არ მითხრა, მაინც არ მოგეშვები. რომ შემეძლოს, უფრო მეტადაც დაგეხმარებოდი. მალე ბრწყინვალე აღდგომა დადგება, ძმაო. ჩათვალე, რომ ეს ფული უფლის საჩუქარია. გიას სხვა გზა არ ჰქონდა, მძღოლს ფული დარცხვენილად გამოართვა და მადლობა გადაუხადა.


- რა გქვიათ? - ჰკითხა გიამ, - სად გნახოთ, რომ ვალი დაგიბრუნოთ?


- ტაქსისტი და შოფერი მქვია, ძმაო, მადლობა ღმერთს გადაუხადე. ცოტა ხანში მე თვითონ მოგძებნი, გეფიცები. ეხლა კი აბა შენ იცი, ღმერთი იყოს შენი მფარველი, ძმაო, - უთხრა მძღოლმა და მანქანა დაძრა.
იდგა გია გახევებული, თვალს არ აშორებდა ტაქსის და მთელ სხეულში დიდი მადლიერებისა და გაოცების ჟრუანტელი უვლიდა, თვალზე კი იმედის ცრემლი უბრწყინავდა.


ავტორი: გელა ბერუაშვილი

ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?