რას ამბობს შენზე შენი საყვარელი სასმელი

საკნატუნო ამბები

28 აპრილი 19:00, 2020 წელი

არაყი, ღვინო თუ მარგარიტა? აღმოაჩინე, რას ამბობს შენი საყვარელი ალკოჰოლური სასმელი შენ შესახებ.

ჯანმრთელობის ტრენდსეტერი არყის მოყვარულები


არყისა და სოდის მიქსის მოყვარულები ორ კატეგორიად იყოფიან: მათ, ვისაც უყვარს უბრალოდ კარგი არაყი და მათ, ვისაც დეტალურად შეუძლია ჩამოგირაკრაკოს, რომ ერთი ჭიქა არაყი 96 კალორიას შეიცავს, არის უგლუტენო, უნახშირწყლო და თავს დაგატეხოს უამრავი ასეთი უსარგებლო ინფორმაცია. ამ უკანასკნელთა ინსტაგრამის ფოტოებში აუცილებლად წავაწყდებით ჯანსაღი კვების ამსახველ კადრებს. ისინი, უბრალოდ, უფრო მშვიდად ერთობიან, როცა იციან, რომ ამ სასმლით დიეტას არ არღვევენ.



დეტალებზე ორიენტირებული კრაფტული ლუდის მოყვარულები


დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები ლუდს იმიტომ სვამდნენ, რომ ის გემრიელი და უპრეტენზიო სასმელი იყო. თუმცა დღეს ბარებში სრულიად ახალი კლასი ჩამოყალიბდა: კრაფტული ლუდის მოყვარულები, რომლებიც ღვინის მოყვარულებზე არანაკლებ სნობები გახლავთ. კრაფტ-ლუდის მოყვარული აფასებს ინდივიდუალურ და უნიკალურ ნივთებს საინტერესო ისტორიით და არის გამოკვეთილი ქარიზმის მქონე ტიპი.



სუპერ-კომუნიკაბელური ღვინის მოყვარულები


ამბობენ, რომ ღვინის მოყვარულები ყველაზე ხშირად გასცემენ საიდუმლოებებს: როგორც თავისას, ასევე - სხვებისასაც. იმის მიუხედავად, ამას აღიარებენ თუ არა, ღვინის მოყვარულებს ხანდახან იტაცებთ ჭორები. ღვინის ფეხიანი ბოკლით ხელში მუდამ მზად არიან, საინტერესო ამბებს მოყვნენ და თან ცოტათი შეალამაზონ, თუკი ამას აუდიტორია მოითხოვს.



ამოუცნობი კლასიკური ჯინ-მარტინის მოყვარულები


კლასიკური ჯინ-მარტინის მოყვარული ტრადიციონალისტადაა დაბადებული. მას არ უყვარს, როცა ხალხი ბარში მარტინის სხვადასხვა მინარევებით თუ წვენით უკვეთავს. ისინი ამოუცნობები, ინტელექტუალები არიან და მათი ყურადღების მიქცევა ძალიან მარტივია.



წვეულების გული კენკრისა და არყის მოყვარულები


როცა საქმე გართობას ეხება, ამ პიკანტური სასმლის მოყვარულები იქ პირველები მიქრიან. ყველაზე ხშირად სწორედ ისინი ითხოვენ, რომ მუსიკას აუწიონ, უკვეთავენ ჭიქა არაყს მთელი სამეგობროსთვის და წვეულების დასასრულამდე გულიანად ილხენენ.



დახვეწილი გემოვნების მქონე შამპანურის მოყვარულები


შამპანური განსაკუთრებული წვეულებების სასმელია. მას ვერ შეხვდებით რიგით ბარებში ან რიგითი დღესასწაულის აღსანიშნავად. თუკი ამ სასმელს, სხვა ალკოჰოლური სასმელებისგან განსხვავებით, ყველაზე ხშირად მიირთმევთ, მაშინ დახვეწილი (და ამავე დროს, ძალიან ძვირიანი) გემოვნება გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ როგორც კონკრეტული და მკაფიო პასუხების გაცემა, ასევე - აზრების მჭევრმეტყველურად გამოხატვაც.



თვითმყოფადი მარგარიტას მოყვარულები


მარგარიტას მოყვარულებიც ორ ტიპად იყოფიან: ისინი, რომლებიც ამ კოქტეილს გაყინულს სვამენ და ისინი, ვინც კოქტეილს ლაიმს უმატებენ. გაყინული მარგარიტას მომხრეებს ძალიან უყვართ ცეკვა და სულაც არ სტანჯავთ კომპლექსები, თუკი საცეკვაო მოედანზე მოულოდნელად პროფესიონალი მოცეკვავე გამოჩნდა. მეორე ტიპს ცეკვის ნაცვლად საუბარი და ახალი ნაცნობების გაჩენა უფრო ახალისებს.



მოწიფული და კარგად გაცნობიერებული ვისკის მოყვარულები


ვისკის მოყვარულებმა გადასარევად იციან, როგორ უნდა დაისხან და მიირთვან ვისკი. მათ ალკოჰოლის ცნობის და მიღების განსაკუთრებული ცოდნა და უნარები გააჩნიათ, დინჯად აგემოვნებენ რა როგორც ჭიქაში ჩასხმულ სასმელს, ასევე - ცხოვრებასაც, შეიძლება ასეც ითქვას.



დახვეწილი გემოვნების მქონე ჯინტონიკის მოყვარულები


ჯინტონიკის მოყვარულს ამ სასმელში ეგზოტიკური, ტროპიკული ინდური ფესვები ხიბლავს (თუმცაღა ეს სასმელი ლონდონშია შექმნილი). ისინი სამეგობროში „კაი ტიპების“ სტატუსით სარგებლობენ, აქვთ საინტერესო და კაშკაშა კარიერა. მათ თავიანთი საყვარელი სასმლის შეკვეთა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.



ახალგაზრდული სულის მქონე რომი და კოლას მოყვარულები


რომი და კოლას მოყვარულები ხშირად იმოსებიან ექსტრავაგანტურად და თინეიჯერულად. თუმცა ეს ვის ადარდებს? ახალგაზრდული სულის ადამიანი ხომ წვეულებაზე მისწრებაა!



ნონკონფორმისტი ნეგრონის მოყვარულები


ნეგრონის მოყვარული მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალისტია, მათ ექსპერტული ცოდნა გააჩნიათ ყველაზე უცნაური და იშვიათი თემებისა და საკითხების შესახებაც კი.



ლაქლაქა მოჰიტოს მოყვარულები


მოჰიტოს მოყვარულებს სულაც არ ადარდებთ, რომ ბარმენებს ამდენი ლაპარაკით უკვე თავი მოაბეზრეს. მიუხედავად ამისა, მოჰიტო ოფიციალურად არის „კარგი მოგზაურის“ სასმელი. ამ ადამიანებს დაუსრულებლად შეუძლიათ თავიანთ თავგადასავლებს მოგიყვნენ. მათ შესაძლოა ჰქონდეთ პატარა ტატუებიც კი საინტერესო ისტორიით, რომლებიც უცხოურ ენაზეა შესრულებული.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?