საწოლში პრეზიდენტთან: პოლიტიკოსების 5 ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალი

საწოლში პრეზიდენტთან: პოლიტიკოსების 5 ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალი

საკნატუნო ამბები

25 მაისი 23:00

მორიგი სექს-სკანდალს ცნობილ მომღერალსა ან მსახიობზე ლამის ყოველდღე ვაწყდებით ინტერნეტსივრცეში და შეიძლება, გვერდიც აუიაროთ, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება მეტ-ნაკლებად გასაიდუმლოებულია. 

1. ბილ კლინტონი



აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკური სექს-სკანდალის ფიგურანტი გახდა. 1998 წელს პოლიტიკოსს მონიკა ლევინსკისთან ინტიმურ კავშირში დასდეს ბრალი, რომელიც იმ დროს ბილ კლინტონზე თითქმის ორჯერ უმცროსი იყო და თეთრ სახლში სტაჟიორად მუშაობდა.


ბილ კლინტონი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა გავრცელებულ ხმებს, თუმცა, საბოლოოდ მოუწია ეღიარებინა ლევინსკისთან „არაპროფესიონალური“ ურთიერთობები. მაშინ პარლამენტის წევრები პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც გეგმავდნენ. რა თქმა უნდა, არა ლევინსკისთან რომანისა და მეუღლის ღალატის გამო, არამედ, იმიტომ, რომ მან დაარღვია სასამართლო ფიცი და უარყო თანამშრომელთან სექსუალური ურთიერთობა. 


2. სილვიო ბერლუსკონი



არანაკლებ ხმაურიანი იყო იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან დაკავშირებული სექს-სკანდალი. ის არაერთხელ შენიშნეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ურთიერთობაში, რომლებიც პოლიტიკოსის დაკვეთით, ექთნის ან მონაზვნის სამოსს ირგებდნენ. მაგრამ 2009 წელს, მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა მისი რომანის შესახებ არასრულწლოვან კარიმა ელ მარუგთან, რომელიც წარმოშობით მაროკოელი იყო.


ბერლუსკონიმ თანამდებობით ისარგებლა და არასრულწლოვანი მსუბუქიყოფაქცევის ქალი პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლა და ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ გოგოსთვის უბრალოდ დახმარება სურდა. საბოლოოდ კი ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი ხშირად იწვევდა მას წვეულებებზე, რომლებიც უფრო ორგიას ჰგავდა და მასში მონაწილეობისთვის რუბი სოლიდურ საჩუქრებს იღებდა - ძვირფასეულობა, ავტომობილი, ძვირადღირებული საათი და, რა თქმა უნდა, ფულადი საჩუქრები, რომლებიც, სხვადასხვა ცნობით, 7-დან 150 ათას ევრომდე შეადგენდა.


არასრულწლოვანთან ურთიერთობის გამო ბერლუსკონის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ სააპელავიო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან ერთ წელში დატოვა ციხე.


3. ფერნანდო ლუგო



 


ფერნანდო ლუგო ერთადერთი პრეზიდენტია მსოფლიოს ისტორიაში, რომელიც პოლიტიკურ სარბიელზე მღვდელმსახურებაზე უარის თქმის შემდეგ მოვიდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც გახდა მასთან დაკავშირებული სექს-სკანდალები ასეთი შოკისმომგვრელი.


ფერნანდო ლუგოს სამი ქალბატონი სდებდა ბრალს გაუპატიურებაში. 27 წლის ბენინია ლეგისამონის მტკიცებით, 2001 წელს, როდესაც ფერნანდო ლუგო ქალაქ სან-პედროს მთავარი ეპისკოპოსი იყო, მან ბენინია სახლში შეიტყუა და გააუპატიურა, რის შემდეგაც, ბენინიას მტკიცებით, მას გაუჩნდა შვილი. იმავე ბრალდებით გამოვიდა 39 წლის დამიანა ორტენსია მორან ამარილია, რომელიც ირწმუნებოდა, რომ პრეზიდენტისგან ჰყავს შვილი. ამ განცხადებებიდან მეორე დღესვე, ფერნანდო ლუგომ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. მალევე, ანალოგიური ბრალდებით გამოვიდა 26 წლის ვივიანა კარილიო, მაგრამ, მის შემთხვევაში ლუგომ ოფიციალურად აღიარა, რომ ვივიანის ბავშვის მამა ნამდვილად თვითონ არის.


„გულითად ბოდიშს ვიხდი კათოლიკური ეკლესიის წინაშე და პირადად რომის პაპს მინდა პატიება ვთხოვო იმის გამო, რომ დავარღვიე კანონიკური წესები. იმედია, ისინი გაგებით მოეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებას“, – ამ შინაარსის წერილით მიმართა ფერნანდო ლუგომ რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს პრეზიდენტად არჩევიდან მეორე დღეს. 


2009 წელს პარაგვაის პრეზიდენტის ფერნანდო ლუგოს განცხადებამ, რომ მას უკანონო შვილი ჰყავს, საზოგადოება შოკში ჩააგდო. მაგრამ, შოკისმომგვრელი არ იყო მხოლოდ ეს ფაქტი. საზოგადოება იმაზე აღშფოთდა, რომ მისი უკანონო შვილის ჩასახვის დროს ლუგო ეპისკოპოსი იყო. ლუგოს თქმით, მან ეპისკოპოსად ყოფნის პერიოდში დაარღვია უბიწობის აღთქმა და სექსუალური კავშირი დაამყარა 16 წლის გოგოსთან, რომელთანაც ათი წლის განმავლობაში ჰქონდა რომანი. 2008 წელს რომის პაპმა გაათავისუფლა ლუგო აღთქმის ვალდებულებიდან.


ფერნანდო ლუგოს ოპონენტებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს მისი გადაგომა, რადგან მსგავსი ქმედება, მათი აზრით, სახელწიფოს მეთაურისთვის უღირსია. თუმცა, ლუგომ განაცხადა, რომ პოსტზე 2013 წლამდე, ანუ მისი პრეზიდენტობის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩებოდა. სამწუხაროდ, მან ეს დაპირებაც ვერ შეასრულა და 2012 წელს ფერნანდო ლუგოს, მიწის რეფორმასთან დაკავშირებით უარყოფითი გავლენის გამო იმპიჩმენტი გამოუცხადეს.


4. დონალდ ტრამპი



ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შეიძლება ითქვას, მსგავს რეიტინგებში ხშირად ხვდება. გასაკვირიც, ალბათ, არ არის. წინასაარჩევნკო პამპანიის დროს ამერიკელ ბიზნესმენს არაერთ ცოდვაში დასდეს ბრალი, მათ შორის ქალების დამცირებასა და სექსუალურ შევიწროებაში.


ინტერნეტში პრაქტიკულად ყოველდღე ჩნდებოდა ინფორმაცია მილიარდერის „ახალ მხვერპლზე“. მათ შორის, ჩნდებოდნენ ის გოგოები, რომლებთანაც პოლიტიკოსს რამდენიმე ათეული წლის წინ ჰქონდა ურთიერთობა. 


მათ შორის, ვინც პრეზიდენტს სექსუალურ შევიწროებაში ბრალს სდებდა, განსაკუთდებით დასამახსოვრებელი იყო პორნოვარსკვლავი სტეფანი კლიფორდი, რეალითი შოუს ყოფილი წამყვანი სამერ ზერვოსი და ფლეი-ბოის ყოფილი მოდელი კარენ მაკდუგალი.


5. მოშე კაცავი



ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ გახდა მსხვერპლი კრიმინალი... 1996 წელს ისრაელის ყოფილმა პრეზიდენტმა მოშე კაცავიმ პოლიციის განყოფილებაში შეიტანა საჩივარი თავის ერთ-ერთ თანაშემწე გოგოზე, რომელიც მას აშანტაჟებდა. გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ ადრე, მოშე კაცავიმ პრეზიდენტის კანცელარიის თანამშრომელი გააუპატიურა და ახლა დაზარალებულმა ისურვა კაცავისთვის დანაშაულის დამტკიცება.


ისრაელის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა ბრალს, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა, ნაწილობრივ ეღიარებინა - მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და სექსუალური შევიწროვების ფაქტები და არა - გაუპატიურების. 2008 წელს კაცავიმ სცადა დაემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა, თუმცა, მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 2010 წელს სასამართლომ კაცავი დამნაშავდე ცნო გაუპატიურების ორ შემთხვევაში და „გარყვნილი ქმედება ძალის გამოყენებით“ ერთ შემთხვევაში.


კაცავს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, მან საპატიმრო 5 წლის შემდეგ, 2016 წელს დატოვა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...