როგორ დავალაგოთ გარდერობი - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

საკნატუნო ამბები

5 ივნისი 13:00, 2020 წელი

აღიარეთ, დილით რამდენჯერ გაგიფიქრებიათ „რა ჩავიცვა“, როცა სასოწარკვეთილი მისჩერებიხართ ღია კარადას? არადა, თითქოს, ტანსაცმელი შიგნით აღარ ეტევა, ჩასაცმელი მაინც მართლაც არაფერია.

 

ჩვენ ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ დავალაგოთ გარდერობი ისე, რომ ეს კითხვა მინიმუმ რამდენიმე კვირა მაინც აღარ დავსვათ.


გავაფართოვოთ სივრცე


იმისათვის, რომ შენს გარდერობში ხელმისაწვდომ ადგილას ეწყოს ახალი და მოდური ამოჩემებული ტანსაცმელი, უნდა გავათავისუფლოთ გარდერობში სივრცე. როგორ?


1. დაუნანებლად გადაყარეთ ტანსაცმელი, რომელიც 2 წელია არ გცმიათ. დარწმუნებული იყავით, რომ მათ აღარასდროს ჩაიცმევთ.


2. ამას უნდა მიყვეს ის ტანსაცმელიც, რომელსაც იმ შემთხვევისთვის ინახავთ როცა გახდებით. სწორედ ეს ტანსაცმელი გაიძულებთ, თქვენი სხეული გძულდეთ და ერთი დაპატარავებული კაბის გამო საკუთარი თავის შეყვარება ვერ მოახერხოთ.


3. გადადეთ გვერდზე, ან საერთოდ გადაყარეთ ისეთი ნივთები, რომლებიც წინა სეზონის ტოპ-ტრენდი იყო. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს მოდა, მინიმუმ, 20 წელი არ დაბრუნდება.


4. ასევე ნუ დაგენანებათ ოდნავ ფერდაკარგული, ან თუნდაც შეუმჩნეველ ადგილზე გარღვეული ტანსაცმელიც, რომლის გადაკეთებაც შეუძლებელია.


5. ამის შემდეგ გამოყავით სივრცე, სადაც არასეზონურ სამოსს შეაწყობთ.


6. გარდა ამისა, გადააგდეთ ან თაროებს უკან მიუჩინეთ ადგილი ისეთ სამოსს, რომლებიც ძალიან განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა.


7. თუკი უამრავი ერთნაირი ნივთი გაქვთ (ეს არ ეხება ბაზისურ უბრალო მაისურებს, ჯინსებს და თეთრეულს), გააანალიზეთ, რატომ იყიდეთ ის, რის გამო მოგწონთ? ამოარჩიეთ რამდენიმე ყველაზე საყვარელი მათგან, დანარჩენისგან კი გათავისუფლდით. მიეჩვით ფასდაკლებებს? ე.ი. გამორიცხული არაა, რომ ეს იმპულსური შენაძენი უფრო იყო, ვიდრე - საჭირო და დაგეგმილი, ამიტომაც შემდეგისთვის შოპინგის გეგმა ჩამოწერეთ.


ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. ყველა გარდერობს გააჩნია ბაზა. სამოსის ბაზა ასე გამოიყურება:



  • მაისური

  • ბლუზი

  • როლინგი

  • ჟაკეტი

  • ქვედაბოლო

  • შარვალი

  • პალტო

  • თბილი ჯემპრი

  • ფეხსაცმელი ნებისმიერი სეზონისთვის.


სწორედ ეს საბაზისო ნივთები შეადგენენ ნებისმიერი ქალის გარდერობის საფუძველს, თუმცა ისინი შესაძლოა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ფორმის, ფაქტურის და ფერების მიხედვით. ფერებს რაც შეეხება, კარგად ათვისებული შავი ფეხსაცმლის ნაცვლად, შეგვიძლია ჩვენს გარდერობში მხოლოდ ერთი ბეჟი ან ბორდოსფერი ფეხსაცმელი იყოს.


სამოსის ფრონტის უნივერსალური ჯარისკაცები


სტილისტები გვირჩევენ, რომ უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ ყველასეზონურ ნივთებს, რომლებიც შეგვიძლია წლის ნებისმიერ დროს ვიხმაროთ. ასეთი, მაგალითად, არის კლასიკური, ტანზე მომდგარი მუხლამდე კაბა, ლაკონური სარაფანი, მკაცრი ჟაკეტი ან მისი უფრო მსუბუქი და რბილი ფორმა - ბლეიზერი, მუქი ლურჯი ჯინსი, მინიმალისტური ბლუზა და საშუალო სიგრძის ფანქარი ქვედაბოლო.


შექმენით ასეთი ბაზა, შემდეგ კი ნებისმიერი ნივთის დამატების შემდეგ თქვენ ყოველთვის გექნებათ ლუქის რამდენიმე კომბინაციის შესაძლებლობა ყოველდღიურად.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?