დიეტა 80/20 ანუ მინუს 6 კგ ერთ თვეში ჯანმრთელობის დაუზიანებლად

დიეტა 80/20 ანუ მინუს 6 კგ ერთ თვეში ჯანმრთელობის დაუზიანებლად

საკნატუნო ამბები

23 ივნისი 18:00

კვების ამ სქემას წარმატებით იყენებდნენ ისეთი სელებრითები, როგორიცაა ოლივია მანი, მირანდა კერი, ჟიზელ ბიუნდჰენი... თქვენც სცადეთ.

სისტემა მარტივია:


დღიური რაციონის 80%-ს უნდა შეადგენდეს ხილი და ბოსტნეული. დანარჩენი 20%-ს კი რაც მოგესურვებათ, ბურგერის ჩათვლითაც კი.
აქვე ჩნდება კითხვა, როგორ შეუძლია ადამიანს, ეს პროცენტი ზუსტად გამოითვალოს?
ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. გავყოთ ყოველდღიური კვება ხუთად. აქედან 4 კვება აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი, ერთი კი - „ჩვეულებრივი“. თუკი დღეში სამჯერ იკვებებით, მაშინ 2 კვება ჯანსაღი უნდა იყოს, მესამე კვებაზე კი, რასაც გსურთ, იმას მიირთმევთ. (თუმცა აქვე ჯობია, რომ „ჩვეულებრივი“ კვება დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ). 


როგორ გავხდეთ ერთ თვეში?


სისტემის შემქმნელი, ტერეზა კატერი ამბობს, რომ გაცილებით უფრო ეფექტურია მთელი კვირის რაციონის ამ ფორმულით დაგეგმვა: 20% ჩვეულებრივი, არც ისე ჯანსაღი კერძები, დანარჩენი კი - ხილ-ბოსტნეული. ასეთი დაგეგმვით, შესაძლებელია ერთი დღე მთლიანად „შატალო“ დააწესოთ და მიირთვათ ის, რაც გსურთ.


თუმცა აქვე, ცხადია, რომ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რამ: თუკი „თავისუფალ“ კვებაში 2 პორცია კარტოფილ ფრის მიირთმევთ, აქედან კარგს არაფერს უნდა ელოდოთ. 


თუმცა თუკი კვირის ბოლოს წვეულებაზე ხართ დაპატიჟებული, თავისუფლად შეგიძლიათ ასეთი განტვირთვის დღე სწორედ წვეულებაზე მოიწყოთ და თავს ტორტის ნაჭრის მირთმევის უფლება მისცეთ.


რაც შეეხება თავად ხილ-ბოსტნეულს, ეს მხარეც კარგად უნდა დააბალანსოთ მრავალფეროვანი საკვებით: მარცვლეულის ნაირფეროვანი არჩევანი, ბროკოლი, ფერადი კომბოსტო, გარგარი, ბადრიჯანი, ყაბაყი, ვაშლი - რაც მთავარია, მათი რაოდენობა და პორცია საერთოდ არაა შეზღუდული!


მაშ, რა არის 80/20 დიეტის საიდუმლო გარდა დაბალი კალორიულობისა?


საიდუმლო დეტოქსშია. ბოჭკოვანის ასეთი რაოდენობის მიღების შემდეგ, ორგანიზმს გაწმენდაში ხელს შეუწყობთ და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ამუშავებაშიც მიეხმარებით ორგანიზმს.


რაც მთავარია, ამ წესის დაცვა მთელი ცხოვრების მანძილზეა შესაძლებელი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ.
დღის ჰოროსკოპი

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?