ჟურნალმა „ვოგმა“ 2014 წლის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა.
გუგლმა საძიებო სისტემის მომხმარებელთა მოთხოვნები შეაჯამა, ჟურნალმა „ვოგმა“ კი მკითხველებს ეს ინფორმაცია გრაფიკულად მიაწოდა, სადაც ვარკვლავთა მიმართ გამოჩენილი ინტერესის ყველაზე დიდი მაჩვენებლები აისახა.
მაშ ასე:
მე-5 ადგილი რიანას ერგო - მომხმარებელთათვის ყველაზე საინტერესო CFDA ცერემონიაზე მისი თამამი სამოსით გამოჩენა აღმოჩნდა.
მე-4 ადგილს ბიონსე იკავებს - გუგლის მომხმარებელი ყველაზე მეტად მისით 2014 წლის იანვარში გამართულ გრემის ცერემონიაზე დაინტერესდა.
მე-3 ადგილზე ახალგაზრდა ქანთრის მომღერალი ტეილორ სვიფტია - ტეილორის რეიტინგმა შემდეგ აიწია, რაც მისი ახალი ალბომი „1989“ გამოვიდა. ის მომღერალმა თავისთვის სრულიად განსხვავებულ პოპსტილში ჩაწერა.
მე-2 (რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს) ადგილზეა კიმ კარდაშიანი - კიმმა არაერთხელ მიიპყრო წელს ყურადღება, თუმცა მისით ყველაზე მეტად ხალხი მაშინ დაინტერესდა, როდესაც ჟურნალმა „Paper” ინტერნეტში კიმის გლამურული „სიშიშვლე“გამოაქვეყნა.
პირველი ადგილი მსახიობ ჯენიფერ ლოურენსს ერგო - მიუხედავად მისი აქტიური კარიერული ცხოვრებისა და „შიმშილის თამაშების“ მესამე ნაწილის მიმართ ხალხის ცხოველი ინტერესისა, ყველაზე დიდი ყურადღება ლოურენსის სკანდალმა დაიმსახურა. ჰაკერებმა ჯენიფერის მობილური ტელეფონი გატეხეს და ინტერნეტში მისი შიშველი ფოტოები გაავრცელეს.