თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ, ეს სტატია თქვენთვისაა.
ჩვენ მეგზურობას მსოფლიოს ყველაზე გიჟური ფესტივალების ოცნებათა სამყაროში გაგიწევთ.
Festival de San Fermín
6-14 ივლისი, 2015
Festival de San Fermín-ის სახელით ცნობილი ყოველწლიური ფესტივალი უწყვეტ მხიარულებას გპირდებათ: შეგიძლიათ, გაეცნოთ ესპანეთის ტრადიციულ სამზარეულოს; იცეკვოთ; მოუსმინოთ მუსიკას და მთელი ღამე მხიარულად გაატაროთ. დილით კი... ესპანეთის უძველეს არენაზე 6 გაშმაგებულ ხარს შეებრძოლოთ. ასეა, ერთი საათის განმავლობაში 6 მოზვერის მოგერიება მოგიწევთ.
თუ რისკიანი ხართ და ადრენალინის უსაზღვრო მოყვარულიც ბრძანდებით, ესპანეთის ყველაზე ცნობილ ფესტივალს აუცილებლად უნდა დაესწროთ.
La Tomatina
26 აგვისტო, 2015
La Tomatina პომიდვრით ბრძოლის მასშტაბური ფესტივალია, რომელიც ესპანეთში ყოველწლიურად აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს ტარდება. დაახლოებით 40 000 ადამიანი მსოფლიოს ყველაზე დიდ ბრძოლაში ერთვება და მთელი დღის განმავლობაში ერთად მხიარულობს.
Holi
6 მარტი, 2015
ჰოლი სიყვარულის ფესტივალის სახელითაა ცნობილი და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას გამოხატავს. ეს დღე ფერების ნამდვილი ზეიმია. მოემზადეთ 2015 წლის 6 მარტისთვის. ჰოლი ნამდვილად შეგიყვარდებათ.
Up Helly AA
27 იანვარი, 2015
მოგწონთ „სამეფოთა თამაშები“, ან „ბეჭდების მბრძანებელი“ ეს ფესტივალი თქვენი შანსია, ცოტახნით ამ ერაში იცხოვროთ.
Oktoberfest
19 სექტემბერი - 4 ოქტომბერი, 2015
გერმანელები მკის სეზონს აღნიშნავენ.
ფესტივალი სათავეს 1810 წლიდან იღებს და 200 წლის შემდეგაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
აქ თქვენ მსოფლიოში საუკეთესო ლუდი, უგემრიელესი ბავარიული საჭმელი და ცნობილი „ქათმების ცეკვა“ გელით.
Burning Man
31 აგვისტო - 7 სექტემბერი, 2015
ერთი კვირით ბლექ როქ სითი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი ხდება მანამ, სანამ ყველაფერი ნაცრად იქცევა.
ფესტივალზე უგემრიელეს სუშის დააგემოვნებთ და ბევრ ახალ მეგობარს შეიძენთ მსოფლიოს ყველა კუთხიდან.