ზოგიერთ ადამიანს თმა ძალიან ნელა ეზრდება და ამასთან ის უფერული და მტვრევადია. საქმე ისაა, რომ სრულიად ჯანმრთელი და ნორმალურად ზრდადი თმისათვის კონკრეტული ვიტამინებია აუცილებელი, როგორებიცაა: ბიოტინი, თუთია, B ჯგუფის ვიტამინები.
D ვიტამინი
ყველამ იცის, რომ „მზის ვიტამინი“ ენერგიის წყაროა, თუმცა, გარდა ამისა, D ვიტამინი თმის ფოლიკულებს ასტიმულირებს და თმის ფესვებში უჯრედების მუშაობას ააქტიურებს. ეს ყველაფერი კი აჩქარებს თმის ზრდას.
D ვიტამინი ორგანიზმში არეგულირებს თუთიის რაოდენობას, რომლის უკმარისობაც იწვევს თმის მტვრევადობას და უკარგავს მას ბრწყინვალებას.
თევზი და სოკო ისეთივე მდიდარია D ვიტამინით, როგორც მზის აბაზანები.
A ვიტამინი
ეს ვიტამინი ანესტიანებს თავის კანს და ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას. მის გარეშე თმები მშრალი და მსხვრევადია.
A ვიტამინი თმის ფულიკულებში რუტინის მჟავის შემადგენლობას არეგულირებს, რისი სიჭარბეც თმის ცვენას იწვევს.
A ვიტამინი შედგება რუთინიდებისა და კარატინებისგან, რომლებსაც შეიცავს კვერცხი, ისპანახი, ტკბილი სტაფილო, მანგო.
თუ A ვიტამინს დანამატის სახით იღებთ, დღე-ღამური დოზა 700 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
C ვიტამინი
არავისთვის არაა საიდუმლო, რომ C ვიტამინი იმუნური სისტემის გასაძლიერებლადაა საჭირო, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის თმის ზრდას აჩქარებს. C ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს, გამოიმუშაოს კალოგენები, რომლებიც ასტიმულირებს ფოლიკულებს, რაც თავის მხრივ თმის სწრაფ ზრდას იწვევს.
ეს ვიტამინი პასუხისმგებელია ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტირაბაზე. ის ჟანგბადით აჯერებს უჯრედებს, რომლებისგანაც თავის კანი შედგება.
ვიტამინ C რომ მიიღოთ, მიირთვით ციტრუსი, ისპანახი, ბროკოლი და წიწაკა.
E ვიტამინი
E ვიტამინი აფართოებს კაპილარებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
E ვიტამინს თმის მოვლის სხვადასხვა საშუალება შეიცავს. ის თმის ღერებს არბილებს.
E ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდირებული არაა, რადგან სისხლს ათხელებს.
E ვიტამნის მისაღებად უნდა მიირთვათ: ნუში, კივი, პაპაია, მზესუმზირა, კომბოსტო და ისპანახი. რეკომენდირებულია დღეში 15 მგ-ს მიღება.
ვიტამინ H
ეს იგივე ვიტანიმი B7-ია. კვლევებმა აჩვენა, რომ ვიტამინ H აუცილებელია მაგარი თმისა და ფრჩხილებისათვის, ამიტომაც მას ბევრი კოსმეტიკური საშუალება შეიცავს.
ვიტამინ H-ით მდიდარია პროდუქტები: კვერცხი, ავოკადო, ნიგოზი/თხილი. თითოეული მათგანი თმას ბზინვარებას ანიჭებს.
B7-ის დეფიციტი იშვიათია, მაგრამ თუ თმა გცვივათ, გირჩევთ, ექიმთან ამ ვიტამინის დანამატის სახით მიღების თაობაზე კონსულტაცია გაიაროთ.
მაქსიმალური დოზა დღეში არ უნდა აჭარბებდეს 2.5 მგ-ს.