9 ხრიკი დიასახლისებისათვის

საკნატუნო ამბები

19 იანვარი 17:00, 2015 წელი

შეცდომებისაგან არავინ არის დაზღვეული, თვით ყველაზე გამოცდილი დიასახლისიც კი. ზოგჯერ სულ მცირე წვრილმანიც საკმარისია კერძის გასაფუჭებლად.

შეცდომები ხშირად რომ არ დაუშვათ, კულინარიის სფეროში თქვენი ცოდნის გასამდიდრებლად  რამდენიმე რჩევას გთავაზობთ.


1)  მაკარონი ყოველთვის დიდ ქვაბში მოხარშეთ!


 დიდ ჭურჭელში მაკარონი თავისუფლად მოიხარშება და ერთმანეთს არ მიეწებება. მდუღარე წყალში მაკარონის ჩაყრამდე აუცილებლად ჩაყარეთ მარილი - ასე გვირჩევენ იტალიელი დიასახლისები.



2) დანები დანიშნულების მიხედვით გამოიყენეთ!


ფართეპირიანი დანა მოსახერხებელია ბოსტნეულისა და ხორცის დასაქუცმაცებლად. ვიწროპირიანი დანა ბოსტნეულის გასაწმენდად და პატარა დეტალების მოსაცილებლად გამოგადგებათ, ისეთების, როგორიც პატარა შავი წერტილებია კარტოფილზე. ხერხისპირიანი დანა იდეალურია პურისა და ფუნთუშების, კარაქისთვის. დანების დანიშნულებისამებრ გამოყენებით საქმეს სამზარეულოში ბევრად გაიიოლებთ.



3) არ გამოიყენოთ სამზარეულოს პატარა დაფები!


სამზარეულოს პატარა დაფებს თუ იყენებთ, დიდ შეცდომას უშვებთ. დაფის დაჭრილი ინგრედიენტებისაგან გათავისუფლება ხშირ-ხშირად მოგიწევთ, პატარა ნაჭრები კი არა მარტო მაგიდაზე, იატაკზეც გადმოცვივდება. გამოიყენეთ დიდი ზომის დაფა და დაზოგეთ დრო და ენერგია.



4) ნუ შეინახავთ პომიდორს მაცივარში!


პომიდვრის მაცივარში შენახვა არ ღირს, რადგან ის ტემპერატურის ცვლილების გამო კარგავს გემოს, ხდება განსხვავებული კონსისტენციის. სჯობს, პომიდორი ქაღალდის პაკეტში გაახვიოთ, ანდაც ერთ ფენად დააწყოთ მუყაოს კოლოფში. ასე ბოსტნეული, დაახლოებით, 5 დღე შეინარჩუნებს თავის თვისებებს.



5) არავითარ შემთხვევაში არ ჩადოთ დანა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში!


მაღალი ტემპერატურისაგან მჭრელი პირი ფუჭდება და დანა ბლაგვდება. იმისათვის, რომ დანა დიდხანს გამოიყენოთ, გარეცხვის შემდეგ კარგად გაწმინდეთ მშრალი ტილოთი და მშრალ ადგილას შეინახეთ.



6) შემწვარი კერძი გემრიელი რომ იყოს, დიდ ჭურჭელში მოამზადეთ!


შედეგი მაშინ იქნება საუკეთესო, თუ ნაჭრები შეწვისას ერთმანეთს არ შეეხება. კიდევ ერთი: თუ კარტოფილსა და ქათამს შეწვის წინ კარგად გაამშრალებთ, ჩვეულებრივი კერძის არაჩვეულებრივ ვარიანტს მიიღებთ. სცადეთ და თავად ნახავთ!



7) ამოარჩიეთ ცხიმიანი ფარში!


ცხიმიან ფარშს მომზადებისას თავისი წვენი ექნება, რომელიც კერძებს ყოველთვის უხდება. ღვეზელი არასდროს გამოგივათ გემრიელი, თუ მის დასამზადებლად უცხიმო ხორცს აირჩევთ. ფარშს რომ კარგი გემო ჰქონდეს, აუცილებლად დაუმატეთ ცოტა უმი ხახვი.



8) ცომის მომზადებისას ფქვილი ინგრედიენტებს ნელ-ნელა, თანდათანობით დაუმატეთ!


ცხიმისა და ფქვილის სწრაფი გადარევით ცომი წებოვანი ხდება. ასეთი ცომი მხოლოდ მაშინ გამოგადგებათ, თუ პიცას ამზადებთ. მაგრამ ჰაეროვანი ცომის მომზადებისათვის მოსახერხებელია, ფქვილი ცოტ-ცოტა დაამატოთ და დაბალი სიჩქარით მიქსერით თანდათან გადაურიოთ.  



9) ვიდრე პროდუქტს ცხიმიან ტაფაზე მოათავსებთ, ტაფა აუცილებლად გააცხელეთ!


ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი დეტალია, ღირს კიდევ ერთხელ წარმოთქმა. ვიდრე პროდუქტებს ცხიმიან ტაფაზე მოათავსებდეთ, აუცილებლად უნდა გააცხელოთ ტაფა. თუ კერძის ინგრედიენტებს ცივ ტაფაზე დადებთ, შეწვის პროცესში ტაფას მიეკრობა და საქმეს სულ გაგიფუჭებთ.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?