ერთნაირად ჩაცმული დედა-შვილი ან მამა-შვილი გარშემომყოფთა ყურადღებას უდავოდ იპყრობს, მშობლებს კი უყვართ შვილებთან თავიანთი მსგავსების აქცენტირება. ერთნაირ ტანსაცმელში გამოწყობისას, როგორც წესი, პატარები მშობლების ზუსტი კოპიები ხდებიან. Double dressing-ის იდეა, როგორც ჩანს, ჰოლივუდის ბევრ მსახიობს ხიბლავს.
დღეს საბავშვო ტანსაცმელი, რომელიც ზუსტად იმეორებს უფროსების ტანისამოსის სტილს, შეგიძლიათ, ბევრი პრესტიჟული ბრენდის კატალოგში აღმოაჩინოთ, ისეთების, როგორებიცაა: D&G, Polo Ralph Lauren, Gucci, Chloe, H&M, Zara, Mango.