როცა სიბერე ბედნიერებაა

საკნატუნო ამბები

23 იანვარი 17:00, 2015 წელი

რუსი ფოტოგრაფი ვლადიმირ იაკოვლევი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას უჩვეულო მოხუცებს ეძებდა. ეს ბაბუები და ბებიები ისეთ რამეებს აკეთებენ, ბევრ ახალგაზრდას შეშურდება.


  • აივონ დოლი 86 წლისაა. მთელი ცხოვრება ფიგურული სრიალით იყო დაკავებული. მაგრამ 80 წლის ავტოკატასტროფაში მოყვა. მაშინ ექიმებმა სპორტული ცხოვრების გაგრძელება აუკრძალეს. თუმცა აივონი არა მხოლოდ არ დანებდა, შეჯიბრებებში დღემდე საპრიზო ადგილებს იკავებს.




  • ნინა მელნიკოვამ (75) და ანტონინა კულიკოვამ (75) აიკიდოს მოსინჯვა 70 წლის ასაკში გადაწყვიტეს. ახლა კვირაში 2-ჯერ 3 საათს ვარჯიშობენ და არც ერთ ვარჯიშს არ აცდენენ.




  • ჯოანა კაასი (86) ტანვარჯიშის ნამდვილი ვარსკვლავია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვობიდან ვარჯიშობს. სპორტის ამ სახეობით პენსიონერი 56 წლისა დაინტერესდა და აი, უკვე 30 წელია, აკრობატულ ილეთებს დიდი სიამოვნებით აკეთებს.




  • პროფესიონალმა პარაშუტისტმა პეტ მურჰედმა (81) თავისი მე-80 იუბილე 4000 მეტრი სიმაღლიდან ჯგუფური ხტომით აღნიშნა. თავის მეუღლესთან ერთად პეტი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და უკვე 180 ქვეყანაშია ნამყოფი.




  • 61 წლის გრეტამ ბოძზე ცეკვა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 59 წლის იყო, როცა ექიმებმა ოსტეოპოროზი დაუდგინეს და ურჩიეს, სპორტით დაკავებულიყო. საბოლოოდ ბებომ ეს მხიარული რამ არჩია.




  • 78 წლის მონსერატ მეჩო უდიდეს სიამოვნებას იღებს პარაშუტით ხტომისას. ბედნიერების ძიებაში აქტიური ქალბატონი მუდმივადაა ჩართული sky- diving-ში და რამდენიმე რეკორდიც კი მოხსნა. ეს ყველაფერი კი მის ასაკში!




  • 79 წლის ლოიდ კანი65 წლიდან სკეიტბორდინგითაა გატაცებული. სოლიდური მამაკაცი, გამომცემლობა Shelter Publications-ის დამაარსებელი, თინეიჯერივით იქცევა. თუმცა ლოიდი აღიარებს, ილეთების გაკეთება არ გამოსდის და თანაც მგზავრობის წინ ყოველთვის კარგად აღიჭურვება. კარგად ახსოვს, როგორ დაიშავა ხელი სკეიტზე პირველად დადგომისა.




  • 78 პოლ ფეგენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მილიონერი იყო, თუმცა 66 წლის გაკოტრდა და გადაწყვიტა, ილუზიონისტი გამხდარიყო.




  • 73 წლის დუან ძინფუ თავისი მოქნილობით სასწაულებს ახდენს. აკრობატიკით 60 წლის დაკავდა. პენსიონერი 40 წელი მინის ქარხანაში მუშაობდა და თავის მუხლებსაც კი ვერ წვდებოდა და ახლა...




  • რუფ ფლაურსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიჯეი იყო მსოფლიოში. ქმრის გარდაცვალების შემდეგ პატარა ქალაქი დატოვა და პორტუგალიაში გადასახლდა. 68 წლის ბებია იმდენად ცნობილი გახდა, სხვადასხვა ქალაქის ღამის კლუბები სპეციალურად იწვევდნენ. მას ლონდონმა, პარიზმა, იბიცამ, ნიუ იორკმა და ტოკიომ უმასპინძლა. სამწუხაროდ, გასულ წელს 83 წლის რუფი გარდაიცვალა.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?