მსოფლიოს 20 ულამაზესი ებრაელი

საკნატუნო ამბები

21 მარტი 15:00, 2015 წელი

ებრაელი ქალები უძველესი დროიდან გამოირჩეოდნენ თავიანთი სილამაზით. ამ ხალხის მდიდარი ისტორიიდან გამომდინარე ებრაელი გოგონების გარეგნობა სხვადასხვაგვარია. მათ შორის ბუნებრივ ქერებსაც მრავლად შეხვდებით და წაბლისფერთმიანებსაც.

ჩვენ იუდეური სამყაროს ცნობილ წარმომადგენლებს გიჩვენებთ, რომელთა ნიჭი და სილამაზე ქალურობის ეტალონად იქცა.


 


მილა კუნისი

ამერიკელი მსახიობი უკრაინის ქალაქ ჩერნოვცში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1991 წელს ოჯახი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და ლოს-ანჯელესში დასახლდა.





ლორენ ბეკოლი

კინოხელოვნების ამერიკულმა ინსტიტუტმა ლორენი ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ მსახიობად დაასახელა. ლორენ ბეკოლის მშობლები ებრაელები არიან. ის ისრაელის პრეზიდენტის, შიმონ პერესის ბიძაშვილი იყო.





ამანდა პიტი

ამანდა ამერიკელი სცენარისტისა და პროდიუსერის, ებრაული წარმომავლობის დევიდ ბენიოფის მეუღლეა, რომელიც ცნობილი სერიალის „სამეფოთა თამაშების“ შემქმნელია.





რეიჩელ ვაისი

რეიჩელის მამა, ებრაული წარმომავლობის გამომგონებელი ჯორჯ ვაისი, უნგრეთიდანაა, დედა – ფსიქოთერაპევტი ედიტ რუთი, ვენაში დაიბადა, ედიტი სუფთა სისხლის ებრაელი არ ყოფილა, მის ძარღვებში იტალიური და ავსტრალიური სისხლი ჩქეფდა და კათოლიკედ აღიზარდა, თუმცა შემდეგ იუდაიზმი მიიღო.





ჰედი ლამარი

ავსტრიელი და ამერიკელი მსახიობი 1914 წლის 9 ნოემბერს ებრაულ ოჯახში დაიბადა. მსახიობი ცნობილი 1933 წელს გახდა, როდესაც ჩეხოსლოვაკიურ-ავსტრალიურ ფილმ „ექსტაზში“ გადაიღეს – ეს იყო ხანგრძლივი შიშველი სცენების შემცველი პირველი ფილმი.





გვინეტ პელტროუ

გვინეტის მამა რაბინების ცნობილი ოჯახის – პალტროვიჩების შთამომავალია. დედა გერმანელი ჰყავს. გვინეტი თავს ებრაელად მიიჩნევს და შვილებს იუდაისტური ტრადიციებით ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყოფილი მეუღლე და მისი შვილების მამა, Coldplay-ს მუსიკოსი კრის მარტინი ქრისტიანია.





ჯენიფერ კონელი

ამერიკელი მსახიობის ჯენიფერ კონელის მამა კათოლიკეა, ირლანდიური და ნორვეგიული ფესვებით, დედა – ებრაელი (მისი წინაპრები ემიგრანტები არიან პოლონეთიდან და რუსეთიდან).





გოლდი ჰოუნი

ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი 1945 წელს ვაშინგტონში დაიბადა. ებრაელმა დედამ იუდაისტური ტრადიციებით აღზარდა.





მაია პლისეცკაია

მაია პლისეცკაია ბალერინა, ბალეტმაისტერი, ქორეოგრაფი, მასწავლებელი, მწერალი და მსახიობი საბჭოთა რუსეთის სახალხო არტისტია. 1925 წელს მოსკოვში, ებრაულ ოჯახში დაიბადა: მამა – ცნობილი მეოჯახე მიხაილ პლისეცკი, დედა – გერმანული კინოს მსახიობი რახილ მესერერი.





მელანი როლანი

ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და მომღერალი 1983 წლის 21 თებერვალს პარიზში, ებრაულ ოჯახში დაიბადა.





სარა მიშელ გელარი

სარა ამერიკელი მსახიობია. მისი ებრაელი მშობლები იუდაისტური ტრადიციის მიმდევრები არ არიან. თავად სარა არც ერთ რელიგიას არ ცნობს.





სკარლეტ იოჰანსონი

სკარლეტის მამა დანიელია, დედა – ებრაელი აშკენაზი (ებრაელთა სუბეთნიკური ჯგუფი, რომელიც ცენტრალურ ევროპაში ჩამოყალიბდა), მისი წინაპრები აშშ-ში მინსკიდან გადასახლდნენ. სკარლეტი თავს ებრაელად მიიჩნევს და იუდეურ დღესასწაულს – ხანუქას აღნიშნავს, თუმცა აღიარებს, რომ მის ოჯახში ყოველთვის ხვდებოდნენ შობას.





ელინა ბისტრიცკაია

ქალი საბჭოეთისა და რუსეთის კინოსა და თეატრის მსახიობი და სსრკ-ს სახალხო არტისტია. 1999 წელს გაზეთმა „Комсомольская правда“-მ ელინა მიმავალი საუკუნის ულამაზეს ქალად დაასახელა.





გალ გადოტი

მსახიობი და მოდელი გალ გადოტი 1985 წლის 30 აპრილს ისრაელში დაიბადა. 2016 წელს კინოეკრანებზე გამოვა ფილმი „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ:  სამართლიანობის განთიადი“, სადაც გადოტი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.





ნატალი პორტმანი

ნატალი პორტმანი 1981 წლის 9 ივნისს იერუსალიმში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. ნატალის ორმაგი მოქალაქეობა აქვს: ამერიკისა და ისრაელის. მსახიობის მეუღლე, მოცეკვავე ბენჟამენ მილპიეც ებრაელია. მათი ქორწილი იუდაისტური ტრადიციებისამებრ გაიმართა.





თამარ გვერდწითელი

თამარ გვერდწითელს დედა ჰყავს ებრაელი, ოდესის რაბინის შვილიშვილი.





ელიზაბეტ ტეილორი

ელიზაბეტი 1932 წლის 27 თებერვალს ლონდონში დაიბადა. მისი ამერიკელი მშობლები ინგლისში მუშაობდნენ. ტეილორის მამას ებრაული ფესვები ჰქონდა, დედას – შვეიცარიული. ელიზაბეტ ტეილორი ქრისტიანად იზრდებოდა, თუმცა 1959 წელს, 27 წლის ასაკში, იუდაიზმი მიიღო.





კენდის იზრალოუ

ეს კენდის ნაითის სახელით ცნობილი ამერიკელი მომღერალი ჯგუფ Blackmore’s Night-ის ვოკალისტი და ტექსტების ავტორია. დაიბადა ნიუ-იორკში, ებრაულ ოჯახში. არის იუდაიზმის მიმდევარი.





ლილი პალმერი

ლილი გერმანელი მსახიობია. 1914 წელს დაიბადა ებრაულ ოჯახში. პალმერი ბრიტანულ, ამერიკულ და გერმანულ ფილმებში მონაწილეობს.





ევა გრინი

ევა ფრანგი მსახიობია, რომელიც თავს ებრაელად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ იუდაისტური ტრადიციებით არ აღზრდილა.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?