მასაჩუსეტსის შტატში მდებარე Long Dune-ის რეზიდენცია, აშენებულია კლდიან ნაპირზე. სახლს ოთხივე მხრიდან მთლიანი კედლის სიმაღლეზე შუშის ფანჯრები ალამაზებს, საიდანაც იშლება მშვენიერი პანორამული ხედი ატლანტიკის ოკეანეზე, მდინარეზე, ტყეზე. შენობის ინტერიერის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ნატურალური ხეა. მაღალი ფიცრული ჭერი, ხის ავეჯი, დეკორის ელემენტები, მყუდრო და სასიამოვნო გარემოს ქმნის.