მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს კუნძულზე საცხოვრებელი აქვს, უმეტესობა მაინც წყალში აშენებულ მცურავ სახლებში ცხოვრობს. მათი ერთადერთი საკვები წყარო - თევზი და ზღვის მცენარეებია. სწორედ ამიტომაც შეარქვეს მათ „ზღვის ბოშები’’.
მათ არ იციან წერა-კითხვა, არ იციან საკუთარი ასაკი და არც დროის განსაზღვრება. ერთადერთი, რაც მათთვის მნიშვნელოვანია - ეს არის აწმყო, ნამდვილი დრო.
ტომის ყველა წევრს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა - დაეხმაროს საოჯახო საქმეებში უფროსებს.
Sama-Bajau არ აღიარა არც ერთმა სახელმწიფომ, თუმცა ეს თავიანთი არჩევანია - იცხოვრონ საკუთარ ზღვის სამოთხეში.
ბავშვები მთელ დროს ნავებზე ატარებენ. სწავლობენ ცურვას და თევზის დაჭერას. 8 წლიდან თევზაობენ და დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ ცურავენ.