ამ რესტორნებში სადილი ოცნებაა!

საკნატუნო ამბები

1 აპრილი 15:00, 2015 წელი

წყალქვეშა სამყაროდან ცამდე - რესტორნების ადგილმდებარეობა, უბრალოდ, გაგაოგნებთ!

ყველაზე უჩვეულო და ყველაზე ატმოსფერული ადგილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში.


გისადილიათ ოდესმე თევზების და დელფინების გარემოცვაში? ამას  Ithaa Restaurant (მალდივი) გთავაზობთ. მსოფლიოში პირველი წყალქვეშა რესტორანი, რომელიც ზღვის ზედაპირიდან  5 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.  ამ ჯადოსნური ადგილიდან იშლება 180-მდე პანორამული ხედი მარჯნის ბაღებზე. Ithaa მალდივური ენიდან ითარგმენა როგორც  „მარგალიტის დედა’’.



 


Grotta Palazzese – Polignano a Mare, იტალია.
ეს გახლავთ სასტუმრო-რესტორანი გამოქვაბულში, რომანტიკული ხედით ადრეატიკის ზღვაზე. სასტუმრო-რესტორანი აგებულია კონცხზე, ზღვის ზედაპირიდან  24 მეტრის სიმაღლეზე. აქ შეგიძლიათ, ერთდოულად ისადილოთ და ტალღების ცქერით დატკბეთ.






ყინულის რესტორანი - Kemi, ფინლანდია. ამ ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად შენდება „ყინულის სასახლე“. მისი დიზაინი და არქიტექტურა ყოველწლიურად იცვლება. მასში შედის: ყინულის სასტუმრო, რესტორანი,  ბარი, ყინულის სამლოცველო, სასრიალოები. სასტუმროს ადმინისტრაცია გირჩევთ, რომ თბილად ჩაიცვათ, რადგან აქ ტემპერატურა -5 გრადუსია.  ყინულის რესტორანში თქვენ გელით ცხელი კერძები დამზადებული ტრადიციული ლაპლანდიური  დელეკატესებისგან.




The Rock – Zanzibar, ტანზანია. რესტორანი კლდეზე. ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და რომანტიკული ადგილი, რომელიც ზღვის სანაპიროდან მოშორებით მდებარეობს, გაძლევთ საშუალებას, დატკბეთ სიმშვიდით, ულამაზესი ხედებით და  უგემრიელესი ზღვის კერძებით.


Sarnic Restaurant – Istanbul, თურქეთი.
ეს რესტორანი სტამბულის ისტორიულ ნაწილში  წ. სოფიას ტაძრის მიმდებარედ, ანტიკურ წყლის ცისტერნაში მდებარეობს, რომელიც დაახლოებით ათასი წლის წინ აშენდა. დიდი ხნის მანძილზე ცისტერნა მიტოვებული იყო,  ახლა კი შესაძლებლობა გაქვთ არა მხოლოდ ისადილოთ, არამედ შეეხოთ სტამბულის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.



Sirocco Lebua -  რესტორანი სახურავზე. (ტაილანდი).
ეს გახლავთ სასტუმრო Lebua, ბანგკოკში, რომლის   63-ე სართულზე რესტორანია განთავსებული. სტუმრებს შეუძლიათ ისადილონ სუფთა ჰაერზე და დატკბნენ ხმურიანი ქალაქის წარმოუდგენლად ლამაზი ხედებით.



Treepod Dining, კუნძული Koh  Kood. ტაილანდი.
ბუნებრივი სილამაზის აღქმას ალბათ ყველაზე მეტად ამ რესტორანში შეძლებთ, რომელიც ხის კენწეროზე, 5 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული. ამ „ჩიტის ბუდეში“ შეგიძლიათ ნაციონალური სამზარეულოს კერძები დააგემოვნოთ, რომელსაც აკრობატი მიმტანები მოგართმევენ.







Labassin Waterfall Restaurant - ფილიპინები.
ეს ჩანჩქერი ხელოვნურია, თუმცა აქსტუმრობა საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც ყოველივე უჩვეულო იზიდავს.





Atmosphere  Burj Khalifa - დუბაი.
უდიდეს  სიმაღლეზე განთასებული რესტორანი მსოფლიოში, რომლის კომფორტი და მდიდრული გარემო თავს ნამდვილ მილიარდელად გაგრძნობინებთ.





Sounds of Silence  Ayers Rock Resort – ავსტრალია.
ვახშამი უდაბნოში, მათთვის ვისაც კედლების ცქერა და ჩაკეტილი სივრცე მობეზრდა.





Fanweng Restaurant – Yichang, ჩინეთი.
ექსტრაორდინალური რესტორანი დაკიდებული  კლდეზე, რომლის დიდი ნაწილი მღვიმეშია. ეს უჩვეულო ადგილი მიწიდან რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზეა. რესტორანი უამრავ ტურისტს მასპინძლობს და გამროჩეულია მსოფლიოში თავისი განსაკუთრებული მდებარეობით. აქვეა ხიდი, საიდანაც ადრენალინის მოყვარულებს შეუძლიათ პარაშუტით დაშვება.



58 Tour Eiffel - საფრანგეთი.
ეს რომანტიkული რესტორანი კოშკის პირველ სართულზეა განთავსებული. აქ ვახშამი წინასწარ უნდა დაჯავშნოთ რესტორნის ვებ-გვერდზე, რის შემდეგაც შეგიძლიათ, მენიუ აირჩიოთ. 





The Singapore Flyer-სინგაპური.
მსოფლიოში უდიდესი ეშმაკის ბორბალი - ზღვის დონიდან 165 მეტრი.  ნუ მიაწერთ ერთ ჭიქა ღვინოს იმ განსაცვიფრებელ ხედს, რომელიც თქვენ თვალწინ გადაიშლება. ვახშამი ამ  ვრცელ „კაფსულაში“  ნამდვილად დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იქნება.






დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?