მსოფლიოს ყველაზე უცნაური აკრძალვები (17 ფოტო)

საკნატუნო ამბები

2 აპრილი 15:00, 2015 წელი

იცით, რომ აშშ-ში აკრძალულია შოკოლადის კვერცხები "ქინდერ სიურპრიზი", სინგაპურში - საღეჭი რეზინი, ჩრდილოეთ კორეაში - ლურჯი ჯინსი, მონაკოში კი, რომლის სიმბოლოდ კაზინო მონტე კარლო მიიჩნევა, კანონით ისჯება კაზინოში თამაში.

აი, კიდევ ბევრი აბსურდული აკრძალვა და მათი ახსნაც:


ძუნძულით სირბილი - ბურუნდი.
ქვეყანაში, რომელშიც რამდენიმე ხნის წინ ეთნიკური კონფლიქტები წარმოიწყო, ჯგუფური ძუნძულით სირბილი მხოლოდ იმიტომ აკრძალეს, რომ მათზე რაიმე სახის  დივერსიული აქტი არ განხორციელდეს.



სიმღერა ფონოგრამაზე - თურქმენისტანი.
თურქმენეთის ყოფილმა პრეზიდენტმა საფარმურატ ნიაზოვმა „ჭეშმარიტი კულტურის’’ შესანარჩუნებლად თავის მოსახლეობას  კულტურულ ღონისძიებებზე და სატელევიზიო შოუებში ფონოგრამით სიმღერა აუკრძალა.  მან ასევე „ზედმეტად“ ჩათვალა  და აკრძალა ოპერა და ბალეტი.



რეინკარაცია მთავრობის ნებართვის გარეშე - ჩინეთი.
ეს კანონი ჩინეთში 2007 წელს მიიღეს,  რომლის თანახმად,  ტიბეტელ  ბერებს ეკრძალებათ რეინკარაცია  მთავრობის წინასწარი დადგენილების გარეშე.



Scrabble  ანუ  სიტყვებით თამაში - რუმინეთი.
80 იან წლებში, რუმინეთის ლიდერმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ აკრძალა „სიტყვებით თამაში“, როგორც „ანტისამთავრობო“  და „დამღუპველი“. საბედნიეროდ დღეს ეს აკრძალვა არ არსებობს და რუმინეთს აქვს „Scrabble“  ფედრაცია, რომელიც წლის განმავლობაში სხვადასხვა ტურნირებს მასპინძლობს.



ყველასათვის ნაცნობი შოკოლადის კვერცხები „ქინდერ-სიურპრიზი’’ - ა.შ.შ.
ალბათ ყველას გაგიკვირდებათ, რომ  მსოფლიოში ძალიან პოპულარული შოკოლადის კვერცხები „ქინდერ სიურპრიზი“ აკრძალულია ამერიკაში. ზოგადად, ამერიკაში კანონი კრძალავს  არასაკვები ნივთიერების  მოხმარებას საკვებ პროდუქტებში, მისი რესპირატორული გზით ორგანიზმში  მოხვედრის საშიშროების გამო.    ქვეყანაში ამ აკრძალვას სერიოზულად უდგებიან. უკვე დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებმაც სცადეს კანადიდან „აკრძალული კვერცხების“ შემოტანა.



ვარცხნილობა „ცხენის კუდი“ მამაკაცებში - ირანი
ირანის ხეისუფლებამ 2010 წელს გამოუშვა თმისვარცხნილობის ჩამონათვალი მამაკაცებისთვის,  რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა „ცხენის კუდი“,  „თევზის კუდი“ და მოუწესრიგებელი თმა.



საღეჭი რეზინი - სინგაპური.
სინგაპურში შეგიძლიათ მიირთვათ საღეჭი რეზინი, მაგრამ არ გაქვთ მისი რეალიზაციის უფლება. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძვირადღირებული საღეჭი რეზინი  ფაქტობრივად მიუწვდომელია. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები მათთვის, ვისაც აქვს სპეციალურად გამოწერილი სამედიცინო რეცეპტი მის მოსახმარად. ეს უცნაური აკრძალვა გაჩნდა 1992 წელს, როდესაც ერთ ერთმა მოქალაქემ მოახდინა საღეჭი რეზინით ქუჩაში სატრანსპორტო სისტემის პარალიზება.



ალკოჰოლური სასმელების რეკლამა - ინდოეთი.


90-იანი წლების ბოლოდან ინდოეთში ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად იკრძალება ისეთი საკვები პროდუქტების რეკლამირება, რომლებზეც ალკოჰოლური სასმელების სიმბოლიკაა.


„მოგზაურობა დროში“ - ჩინეთი.
ჩინეთში იკრძალება ფილმები და შოუები დროში მოგზაურობაზე და ამას ხსიან იმით, რომ დრო და ისტორია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც მათი შეცვლა დაუშვებელია ფილმებშიც კი.



პრეზიდენტის სახლის ფოტოგრაფირება - სამხრეთ აფრიკა.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალა პრეზიდენტის სახლზე ფოტოს გადაღება, მათ შორის საინფორმაციო სააგენტოებისთვისაც კი. ბუნებრივია, გამოცემების უმრავლესობა არ დაემორჩილა აკრძალვას და პრეზიდენტის სახლის სურათები გამოაქვეყნეს.



ლურჯი ჯინსები - ჩრდილოეთ კორეა.
შავი ჯინსები - დაშვებულია, ხოლო ლურჯი და ცისფერი - აკრძალული, რადგან ამერიკასთან ასოცირდება .



კაზინოში თამაში, თუ კი მონაკოს მოქალაქე ხართ - მონაკო.
მიუხედავად იმისა, რომ კაზინო მონტე კარლო მონაკოს სიმბოლოდ ითვლება, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ კაზინოში თამაში.  ეს კანონი სამეფოში 1860 წელს მიიღეს, რომ საჰერცოგოს მოქალაქეებს  თავიანთი დანაზოგი კაზინოში არ „ჩაეყარათ“. ეს კანონი რა თქმა უნდა, უცხოელებზე არ ვრცელდება.



სიკვდილი პარლამენტის შენობაში - დიდი ბრიტანეთი.
ცნობილი არ არის თუ როგორ დაისჯებით ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში, თუმცა თემთა და ლორდთა პალატაში სიკვდილი „ტექნიკურად“ აკრძალულია, რადგან ნებისმიერი, ვინც ამ შენობაში გარდაიცვლება ხელისუფლება ვალდებულია გამოყოს მისი დაკრძალვის ხარჯები. ცხადია, მთავრობას  არ სურს საქმე იქონიოს მრავალრიცხოცან სახელმწიფო დაკრძალვებთან.



საწვავი ავტობანზე -გერმანია.
გერმანიაში აუცილებლად დაჯარიმდებით, თუ კი ავტობანზე მოძრაობისას ავტომობილში საწვავი გამოგელევათ. ასევე აკრძალულია უახლოეს გასამართ სადგურამდე ფეხით მისვლა.



ფილმი ანა და მეფე - ტაილანდი.
ტაილანდელი კინოცენზორები თვლიან რომ ფილმი იყო დამამცირებელი სამეფო ოჯახისთვის და დაამახინჯა ქვეყნის იცტორია.



კომპიუტერული თამაშები შუაღამისას - სამხრეთ კორეა.
2011 წლიდან 16 წლამდე მოზარდებს კანონით აეკრძალათ კომპიუტერული თამაშები გვიან ღამიდან - დილის 6 საათამდე.   ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ გამოიჩინა გულისხმიერება და მშობლების თხოვნის საფუძველზე ეს  აკრძალვა გააუქმა, რომელიც მიზნად ისახავდა „მოესპო“ თამაშზე დამოკიდებულება სამხრეთ კორეის მოსახლეობაში. 



ცეკვები კლუბში - იაპონია.
ეს შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ ტოკიოსთვის, რომელიც განთქმულია თავისი ღამის ცხოვრებით, თუმცა მართალია! ეს კანონი მიიღეს 1948 წელს, რომლის თანახმად იკრძალება ცეკვა საჯარო  ადგილებში.   სპეციალურად ლიცენცირებულ დაწესებულებებში შეგიძლიათ იცეკვოთ, ისიც მხოლოდ შუაღამემდე. უახლოეს მომავალში განიხილება საკითხი ამ კანონის გაუქმებაზე  2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით.




დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?