ნებისმიერს ბავშვს ადრე თუ გვიან უჩნდება შეკითხვა, რომელიც გამოუცდელ მშობლებს ცოტათი აშინებს. პატარებს აინტერესებთ, როგორ გაჩნდნენ ამ ქვეყნად. აქ კი იწყება ამბები წეროსა და კომბოსტოზე. კრეატიულმა წყვილმა წინასწარ გადაწყვიტა ეს საკითხი. ფოტოგრაფმა პატრის ლაროშმა თავის ორსულ მეუღლეს რამდენიმე სასაცილო კადრი გადაუღო და შეკითხვაზე პასუხიც მზად არის.