ელექტრონული მუსიკის მოყვარულებმა იპოდრომის ტერიტორიაზე საღამოს საათებიდან დაიწყეს მოსვლა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში მუსიკის ეს მომდინარეობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ივენთის დაწყებამდე სტურმებს ბარში შეეძლოთ ყოფნა, სადაც სპეცალურად მათთვის მოსასვენებელ ადგილებში ნებივრობდნენ.
დღის სცენის განმავლობაში ვორქშოპები მოაწყეს Ólafur Arnalds-მა და Nikakoi -მა.
ღამის სცენას 22 საათიდან Chokovani & Voice Color შეუერთდა ლაივით.
23:30 წუთიდან ლაშა გურულმა დაიწყო ელექტრონული მუსიკის მოყვარულ საზოგადოების განწობაზე ზრუნვა.
00:30 - Vako T; 02:00 - Kiasmos [ live ]; 03:30 - Ripperton; 05:30 - Tade; 07:30 - George Effe . ასე რომ ფართი დილამდე გაგრძელდა.
მსახიობი მირიან ჯეჯელავა: "მიხარია, რომ საქართველოში, კერძოდ კი ჩვენს ქალაქში, ასეთი ფესტივალები ტარდება. ადრე მსგავსი რამ უცხო იყო, ახლა კი ახალგაზრდობა ბევრად გამოცოცხლდა. კარგი მუსიკა და თავისუფლება - ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს".
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფესტივალის შემდეგი დღეები ბევრად მასშტაბური იქნება და ბევრად მეტი ადამიანი მოვა. ქართველ "ქლაბერებს" კიდევ უფრო ენეგრიული შაბათ-კვირა ელით.