test test კევინი სახლში ისევ მარტო რჩება, გრინჩი კი შობის მოსაპარად ემზადება - საყვარელი საახალწლო ფილმების სეზონი იწყება

საკნატუნო ამბები

30 დეკემბერი 11:00, 2014 წელი

ახალი წელი ახლოვდება და სხვადასხვა საიტების ნავიგაციებში ახალი კატეგორია - საახალწლო ჩნდება. მოდით, ჩვენც გავიხსენოთ საყვარელი საახალწლო ფილმები და ერთად შევიქმნათ სადღესასწაულო განწყობა:

Miracle on 34th street  - თუ კევინი უკვე დატოვეთ მარტო სახლში და გრინჩს შობა მიანდეთ, მაშინ 34-ე ქუჩაზე გადაინაცვლეთ საოცრების სანახავად. პატარებს ჭეშმარიტად სჯერათ სასწაულების და მოუთმენლად ელიან წელიწადის ყველაზე ჯადოსნურ დღესასწაულს. სანტასთვის წერილს პატარა სიუზანიც ამზადებს - მას ახალ წელს ახალი სახლი, მამა და პატარა ძამიკო სურს.



The Polar Express  - პოლარულ ექსპრესთან ერთად მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, ვან ოლსბერგის პოპულარულ ზღაპარში მოხვდებით. გაიცნობთ ბიჭუნას, რომელსაც, თანატოლების დაცინვის მიუხედავად, ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობისა. შობის ღამეს თქვენი სახლის მახლობლადაც გაჩერდება მატარებელი, რომელიც ზღაპრულ სამყაროში დაუვიწყარ მოგზაურობას გაჩუქებთ. გახსოვდეთ, ჩრდილოეთ პოლუსი ღია მხოლოდ მათთვისაა,  ვისაც სჯერა სასწაულების.



Elf  - ერთხელ, მრავალი წლის წინ, შობის ღამეს, ბავშვთა სახლის ერთ-ერთი პატარა აღსაზრდელი სანტა-კლაუსის ხურჯინში დაიმალა და შემთხვევით, სანტასთან ერთად, ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. გაიხსენეთ პატარა ბიჭუნას ისტორია და უყურეთ “ელფს”.


 


Jingle all the way  - გაინტერესებთ, მოახერხებს თუ არა მამიკოს როლში მყოფი არნოლდ შვარცნეგერი შვილისათვის საოცნებო სათამაშოს ყიდვას?


სამუშაოთი ზედმეტად დაკავებული მამა სახლში მუდამ გვიან ბრუნდება. საკუთარი შვილის კარატეს ასპარეზზე მორიგი დაგვიანების შემდეგ მამა  ბიჭს დაჰპირდება, რომ სათამაშოს უყიდის - ტურბომენს. ეს დაპირებაც, რა თქმა უნდა, დაავიწყდება. და, აი, იწყება ბრძოლა ზემოხსენებული სათამაშოს მოსაპოვებლად... 



A Christmas Carol  - ალბათ, ყველას გსმენიათ ამბავი ერთ გაბოროტებულ ბებერზე, ფინანსისტ ებენეზერ სკრუჯზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ქონების დაგროვებას მიუძღვნა. მას, ფულის გარდა, ყველაფერი სძულს, მათ შორის მეგობრობა, სიყვარული და საშობაო დღესასწაულები. შობის ღამეს სკრუჯს დიდი გამოცდა ელის.



Love Actually  - ირგვლივ ყველას სიყვარული მართავს: ახლად არჩეულ, უცოლო პრემიერ-მინისტრს, რომელსაც თავისი აპარატის თანამშრომელი შეუყვარდება; დამსხვრეული გულის აღსადგენად საფრანგეთის სამხრეთში გაქცეული მწერალს, რომელიც თავის სიყვარულს ტბაზე ხვდება; გათხოვილი ქალი ეჭვობს, რომ მეუღლე ნელ-ნელა შორდება. ახალდაქორწინებული ქალი, ქმრის საუკეთესო მეგობრის სიცივეს არასწორად ღებულობს. მოსწავლე ”აკრძალული” გოგონას ყურადღების მიპყრობას ცდილობს. მოკლედ, შობის დღეებში საინტერესო ამბები ტრიალებს გარშემო.



Just Friends  - გახსოვთ კრისი ფილმიდან ”უბრალოდ მეგობრები”? ის ახლა წარმატებული მუსიკალური პროდიუსერია ლოს-ანჟელესში, მაგრამ მის ცხოვრებაში ყველაფერი ყოველთვის ასე კარგად როდი იყო. სკოლაში კრისი ძალიან მსუქანი იყო და ამის გამო - ძალიან მორიდებულიც. იმ პერიოდის ერთადერთი ნათელი მოგონება ჯეიმია, რომელიც ძალიან უყვარდა. ერთ შობას კრისი მშობლიურ ქალაქს სტუმრობს, შემთხვევით ჯეიმის ხვდება და გრძნობს, რომ ძველი სიყვარული ბრუნდება. 



 


The Family Stone  - სტოუნების ოჯახი ”იშვიათი ერთიანობით და ურთიერთგაგებით” გამოირჩევა. კონსერვატორი ბიზნესლედი შეყვარებულს მის ექსცენტრიულ ოჯახში შობის აღსანიშნად გამართულ ვახშამზე მიჰყვება და საინტერესო თავგადასავალიც სწორედ აქედან იწყება.



The Family Man  - თქვენ წინაშეა არჩევანი: ერთი მხრივ უზრუნველი, ფუფუნებით სავსე მარტოხელა ცხოვრება და მეორე მხრივ - ბედნიერი ოჯახი. პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ, ცხოვრება ჯეკს აძლევს შანსს, ორივე ვარიანტი გამოცადოს.


 


Bridget Jones's Diary - ბრიჯიტ ჯონსს თავისი მშობლები მეზობლის შვილს, მორიდებულ მარკს ურიგებენ. 30 წელს გადაცილებული მარტოხელა ბრიჯიტი კი თავის შეფზე - მომხიბვლელ დანიელზე კარგავს ჭკუას. თუმცა, ნამდვილი სიყვარულის პოვნა და ოცნებების ასრულება ბევრად ძნელია, ვიდრე ეს ჩვენს მშვენიერ გმირს ჰგონია.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?