სასარგებლო ნივთები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ (16 ფოტო)

საკნატუნო ამბები

12 იანვარი 09:00
14

შეუძლებელია, ამ ნივთების შეძენის სურვილი არ გაგიჩნდეთ.

  

  • ხის საჭრელი დაფა, რომელსაც ნებისმიერ კუთხოვან ადგილას ადვილად მიამაგრებთ.

  • ქილის მოხერხებული გასახსნელი, რომელიც შეგიძლიათ, სამუშაო ზედაპირის ან კარადის ქვეშ მიამაგროთ.

  • მცირე ზომის სადგამი, რომელიც აბაზანის კედელზე მაგრდება და ფეხის პარსვის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

  • გენიალური მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც სწრაფად და მოხერხებულად ჩაინიშნავთ საყიდელი პროდუქტების სიას. საკმარისია, ხმამაღლა წარმოთქვათ საჭირო პროდუქტების სია, მოწყობილობა მათ დაიმახსოვრებს, კატეგორიის მიხედვით დაახარისხებს და ფურცელზე ამობეჭდავს.

  • აბაზანა, რომელიც შეგიძლიათ, დაკეცოთ და კედელზე მიამაგროთ. ის განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც მცირე ზომის სააბაზანო ოთახი აქვს.

  • კომპაქტური ტრენაჟორი, რომელიც შეგიძლიათ, სამუშაო მაგიდასთან მოათავსოთ როგორც სახლში, ისევე სამსახურში. ამგვარი ტრენაჟორი იდეალურია მათთვის, ვინც ცხოვრების აქტიური წესისთვის ვერ იცლის და, ასევე, მათთვის, ვისაც მჯდომიარე სამუშაოს გამო ფეხების ტკივილი აწუხებს.

  • პრაქტიკული ორგანაიზერი, რომელიც შეგიძლიათ, სავარძლის ან დივანის სახელურზე მიამაგროთ და ზედ ყავის ფინჯანი ან თეფში დადგათ. ჯიბეებში კი ტელევიზორის პულტი, რამდენიმე ჟურნალი, სათვალე ან ნებისმიერი სხვა წვრილმანი ნივთი შეინახოთ.

  • გასაოცარი საჭრელი მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც, წვალების გარეშე შეგიძლიათ, საჭირო ინგრედიენტები პირდაპირ ქვაბში ან თეფშზე დაჭრათ.

  • პორტატული „სადგური“ საუზმის მოსამზადებლად, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ, ერთდროულად შეწვათ კვერცხი, მოამზადოთ ტოსტი და მოხარშოთ ყავა.

  • დამატებითი კონტეინერები მაცივრისთვის, რომლებიც ზედმეტ არეულობას თავიდან აგაცილებთ.

  • ჯადოსნური მოწყობილობა კედლის შესაღებად, რომლის დახმარებითაც კედელზე გაჩენილ ბზარებს ან მარკერის კვალს ადვილად გააქრობთ. ეს მოწყობილობა განსაკუთრებით მოხერხებულია მათთვის, ვისაც ოჯახში პატარა ბავშვი ჰყავს.

  • პრაქტიკული და მოხერხებული წიგნის სადგამი.

  • უნიტაზის სახეხი სილიკონის სახელურით, რომლის დახმარებითაც მაქსიმალურად ხარისხიანად გახეხავთ ტუალეტს.

  • უჩვეულო სავარძელი USB-პორტით და დინამიკებით.

  • დამცავი ეკრანი - პრაქტიკული და ყველასთვის სასურველი მოწყობილობა, რომელიც კედლებსა და გაზქურას ცხიმიანი შხეფებისგან დაიცავს.

  • ჭკვიანი თეფში, რომელიც გაყოფილია სამ ნაწილად. თითოეული მათგანი აღჭურვილია კამერითა და დამთვლელი სენსორით, რომელიც საკვების საერთო ღირებულებას (კალორიებს) ითვლის. დაგროვილი მონაცემები ავტომატურად გადადის სპეციალურ მობილურ მოწყობილობაში, ასე რომ, საკუთარი კვება შეგიძლიათ, რეგულარულად აკონტროლოთ.