სერიალ „მალიბუს მაშველების“ მსახიობები ადრე და ახლა (11 ფოტო)

საკნატუნო ამბები
10.01.2017 21:00
1927

90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი, რომელიც ბევრს ახსოვს და  რომლის მსახიობები დღემდე ბრწყინავენ.

  

  • პამელა ანდერსონი (სერიალში: სი ჯეი პარკერი)
    „ფლეიბოის“ ერთ-ერთმა ცნობილმა გოგონამ სერიალში მონაწილეობის შემდეგ ტელევიზიაში გადაინაცვლა და, ასევე, წარმატებული ფოტომოდელი გახდა. ბოლო დროს, პამელა ანდერსონი აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით.

  • დევიდ ჰასელჰოფი (სერიალში: მიტჩ ბიუკენონიი)
    დევიდ ჰასელჰოფმაც, პამელას მსგავსად, სერიალში გადაღების შემდეგ კარიერა ტელევიზიაში განაგრძო. მისი ცნობილი ნამუშევრებია: „ნიკ ფიური: დაცვის აგენტი“ და „მოცეკვავე ნინძა“. ასევე, დევიდი გახლდათ ამერიკული ტელეშოუ - „ამერიკული ნიჭიერის“ ჟიურის წევრი.

  • კარმენ ელექტრა (სერიალში: ლენი მაკენზი)
    კარმენი სერიალის მხოლოდ 22 ეპიზოდში მონაწილეობდა, მაგრამ მისი შესანიშნავი გარეგნობა მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩენია. გადაღებების დასრულების შემდეგ მან მუშაობა ტელევიზიაში განაგრძო. მისი ბოლო ნამუშევრებიდან ცნობილი ფილმებია: „მონიკა“ (2014) და „შოკოლადის ქალაქი“ (2015). ასევე, კარმენი სატელევიზიო შოუ „შენ შეგიძლია ცეკვას“ და „ბრიტანული ნიჭიერის“ ჟიურის წევრი გახლდათ.

  • ნიკოლ ეგერტი (სერიალში: სამერ კუინი)
    სერიალ „მალიბუს მაშველების“ გადაღებამდე ნიკოლი რამდენიმე პოპულარულ სერიალში მონაწილეობდა. „მალიბუს მაშველების“ შემდეგ ის სხვადასხვა ფილმსა და რეალითი შოუში გამოჩნდა.

  • დევიდ ჩერვეტი (სერიალში: მეტ ბროდი)
    სერიალ „მალიბუს მაშველების“ დასრულების შემდეგ დევიდ ჩერვეტმა სერიალ „Melrose Plase“-ში მიიღო როლი, თუმცა, 90-იანი წლების ბოლოს მისი კარიერა არცთუ ისე წარმატებით განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი დღემდე განაგრძობს კინოკარიერას, ფილმების უმეტესობა, რომლებშიც ის მონაწილეობს, ნაკლებად ცნობილია.

  • იასმინ ბლიტი (სერიალში: კოროლაინ ჰოლდენი)
    სერიალ „მალიბუს მაშველების“ შემდეგ, იასმინმა კარიერა კინოინდუსტრიაში განაგრძო. მონაწილეობდა სრულმეტრაჟიან ფილმებსა და სერიალებში, თუმცა, 2000 წლის დასაწყისში ცნობილი მსახიობი ნარკოდამოკიდებული გახდა.

  • ჯერემი ჯეკსონი (სერიალში: ჰობი ბაჩენონი)
    „მალიბუს მაშველებში“ მონაწილეობის შემდეგ, ჯერემი კომპიუტერული თამაშების პერსონაჟებს ახმოვანებდა, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა მას მოუტანა სექსვიდეომ პორნოვარსკვლავთან Sky Lopez 2008 წელს.

  • ალეკსანდრა პოლი (სერიალში: სტეფანია ჰოლდენი)
    სერიალ „მალიბუს მაშველების“ შემდგომ მან პოპულარულ სერიალ „გიჟებში“ მიიღო როლი და ტელეფილმებშიც აქტიურად მონაწილეობს.

  • კელი პაკარდი (სერიალში: ეიპრილ გიმინსკი)
    კელი პაკარდიც, სერიალ „მალიბუს მაშველების“ სხვა მსახიობების მსგავსად, კარიერას კინოინდუსტრიაში განაგრძობს, თუმცა, მისი როლები ნაკლებად პოპულარულია. მან ბოლო როლი შეასრულა თრილერში „დაკარგული ზოი“ (2014წელი).

  • ჯეისონ მომოა (სერიალში: ჯეისონ იოანნი)
    სერიალ „მალიბუს მაშველებში“ მონაწილეობის შემდეგ ჯეისონი გარკვეული პერიოდით ეკრანებიდან გაქრა, მაგრამ 2011 წელს ის სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ კჰალ დროგოს როლში გამოჩნდა და მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. ასევე, ჯეისონმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟზე“ (2016 წელი). ამავე სუპერგმირს ჯეისონი კიდევ ორ ფილში შეასრულებს, რომლებიც ეკრანზე 2017 და 2018 წლებში გამოვა.

  • ერიკა ელენიაკი (შაუნი მაკკლეინი)
    ერიკამ სერიალ „მალიბუს მაშველების“ შემდეგ მცირე როლების შესრულება სატელევიზიო შოუებში განაგრძო და სერიალ „სასოწარკვეთილ დიასახლისებში“ მოწვეული სტუმარი გახლდათ.

წყარო: lichnosti