ეს „სმარტის“ პირველი შეთავაზებაა, როცა წამახალისებელ აქციაში ჩართულია როგორც „ვენდი“, ისე „დანკინ დონატსი“ და მომხმარებელი დაგროვებული სასაჩუქრე ვაუჩერებით „სმარტის“ ნებისმიერი პროდუქტის შეძენას და საქართველოში ყველაზე პოპულარული ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნებას შეძლებს.
„ერთგულ მომხმარებლებს „სმარტი“ მუდმივად ანებივრებს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და საინტერესო, გემრიელი სიახლეებით.
აღნიშნული წამახალისებელი აქციით გვსურს, მომხმარებელს მადლობა გადავუხადოთ ურთიერთობისათვის და „სმარტში“ ყოველი 30 ლარის ღირებულების პროდუქტის შეძენისას მიღებული სასაჩუქრე ვაუჩერების სასურველ პროდუქტში გადაცვლის უფრო დიდი არჩევანი მივცეთ. ვფიქრობ, სასიამოვნო იქნება „სმარტში“ უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შეძენასთან ერთად გარკვეული თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი საშუალებით „სმარტის“ ნებისმიერ პროდუქტს ან „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ნებისმიერ გემრიელ მენიუს შეიძენ,“ - აღნიშნავს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე,
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით.
„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ 16 სუპერმარკეტი დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.