„ვისოლის“ და „ჯი-ენერჯის“ ერთობლივი წამახალისებელი აქცია დაიწყო

საკნატუნო ამბები

21 ივნისი 15:40, 2016 წელი

 20 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველი 30 ლარის ღირებულების საწვავის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს „ჯი-ენერჯის“ ვაუჩერს. დაგროვილი ვაუჩერების გადაცვლას კი შეძლებს „ჯი-ენერჯის“  იტალიური წარმოების პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთებში.

„ვისოლის“ და „ჯი-ენერჯის“ ერთობლივი აქციის დროს მიღებულ 20 სასაჩუქრე ვაუჩერს მომხმარებელი გაცვლის ძრავის ოთხ ლიტრ მინერალურ ზეთში, 25 ვაუჩერს - ნახევრად სინთეტიკურ ზეთში, 30 ვაუჩერს კი - სინთეტიკურ ზეთში. ვაუჩერების გადაცვლის შემთხვევაში მომხმარებელი „ჯი-ენერჯის” მომსახურების ცენტრებში ზეთს შეცვლის უფასოდ.
ამას გარდა, თითოეული ვაუჩერი უდრის 1 % ფასდაკლებას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ვერ მოახერხებს 20, 25 ან 30 ცალი ვაუჩერის შეგროვებას.
ვაუჩერების განაღდება შესაძლებელია არამხოლოდ „ჯი-ენერჯის“ მომსახურების ცენტრებში, არამედ ავტომომსახურების ქსელ „ვიანორის“ ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლის 20 დეკემბრამდე.


საერთაშორისო ავტომომსახურების ქსელი „ჯი-ენერჯი“ საქართველოს ბაზარზე 2015 წელს შემოვიდა.  „ჯი-ენერჯი“ მსოფლიოს მასშტაბით დღესდღეობით 200-ზე მეტ მომსახურების ცენტრს ფლობს. საქართველოს ბაზარზე ის ამ დროისათვის ორი ავტომომსახურების ცენტრითაა წარმოდგენილი, რომლებიც დიღომში, ბელიაშვილის ქ. N125-სა და დიდუბეში, ხოშარაულის ქ. N30-ში მდებარეობს. კომპანია ქსელის დინამიურ განვითარებას გეგმავს და წლის ბოლომდე  ოთხ ობიექტს გახსნის თბილისა და რეგიონებში. „ჯი-ენერჯის“ მაღალტექნოლოგიური ქარხანა, რომელიც იტალიაში, საპორტო  ქალაქ ბარში მდებარეობს, წელიწადში 30 000 ტონა 100-ზე მეტი სახეობის პრემიუმ ხარისხის ზეთს და 6000 ტონა საცხებ-საპოხ მასალას აწარმოებს და მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით საშუალებას აძლევს, გაუფრთხილდნენ ავტომობილს,  შეუნარჩუნონ ძრავს მეტი რესურსი და ცვეთა დაიყვანონ მინიმუმამდე.


„ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და კომპანია წამახალისებელი აქციებითა და დამატებითი სერვისების შეთავაზებით მუდმივად ცდილობს, მადლობა გადაუხადოს მომხმარებელს ერთგულებისთვის და შეინარჩუნოს მათი ლოიალობა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?