კლოდ მონეს ნახატი 81 მილიონად გაიყიდა - დიდი ვაჭრობა „კრისტის “ აუქციონზე (ნახეთ ვიდეო)

საკნატუნო ვიდეოები

22 ნოემბერი 13:45, 2016 წელი
6

კლასიკოსი იმპრესიონისტის კლოდ მონეს ნახატი „თივის ზვინი” „კრისტის “ აუქციონზე, 14-წუთიანი ვაჭრობის შემდეგ, 81 447 500 დოლარად გაიყიდა. ფრანგი ფერმწერის ტილოსთვის ეს რეკორდული თანხაა. ტილო კერძო კოლექციონერმა შეიძინა. კლოდ მონეს „თივის ზვინი“ ამოღებულია ერთი მთლიანი ციკლიდან, რომელიც მხატვარმა 1891 წელს შექმნა. ამ ციკლში გამოსახულია ერთი და იგივე თივის ზვინი დღის სხვადასხვა მონაკვეთში ამინდისა და ავტორის განწყობის ცვალებადობის მიხედვით. მონეს ნამუშევარი 40 მილიონად იყო შეფასებული და მისი გაყიდვა 45 მილიონად იგეგმებოდა. ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველები მსოფლიოს 33 ქვეყნიდან დარეგისტრირდნენ.