„მზეთუნახავი და ურჩხული“ - ამ არაჩვეულებრივი ზღაპარის ავტორია ფრანგი მწერალი და პედაგოგი, ასევე ფრანგი დრამატურგისა და მწერლის, გენიალური პროსპერ მერიმეს დიდი ბებია ჟანა-მარი ლეპრენს დე ბომონი. ამ ზღაპრის მიხედვით დისნეის კინოსტუდიის მიერ გადაღებული ფილმის რეჟისორია: ბილ კონდონი; მუსიკა: ალან მენკენი; როლებში: ემა უოტსონი, ლიუკ ევანსი, დენ სტივენსი, იუენ მაკგრეგორი, იენ მაკკელენი და სხვ.