ბაკო ღლონტი: „ქალისთვის საუკეთესო მაკიაჟი ღიმილია!“

საქორწინო ანკეტა

18 დეკემბერი 20:00, 2016 წელი
76

 „როცა ვშორდები, განვიცდი, თუმცა ვცდილობ, გრძნობებს არ ავყვე და ორიენტირებული ვიყო ბიზნესის განვითარებაზე...“ - „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს ბიზნესმენი ბაკო ღლონტი პასუხობს. 


სახელი
: ბაკო


გვარი: ღლონტი


ასაკი: 26 წლის


პროფესია: ბიზნესმენი


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში:  ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსი დედობაა. ჩემთვის კი ეს სტატუსი გმირობასთან ასოცირდება, რომელიც უაღრეს დაფასებას იმსახურებს.


სიყვარული არის... გრძნობა, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია უკეთესობისკენ...


ჩემი პირველი სიყვარული... თავდავიწყებით ჯერ არავინ მყვარებია და ველი ნამდვილ სიყვარულს, რომელიც, იმედი მაქვს, მეწვევა თავბრუდამხვევი თავგადასავლების სახით...


როცა შეყვარებული ვარ... მთელ თავისუფალ დროს საყვარელ ადამიანს ვუთმობ, მიყვარს საჩუქრებით განებივრება, რადგან მის სახეზე გაჩენილი ღიმილი ჩემთვის საუკეთესო ჯილდოა.


როცა პაემანზე მივდივარ... წინასწარ ვარჩევ ადგილს, სადაც საყვარელ ადამიანთან დროის გატარება მსურს. უპირატესობას ვანიჭებ მშვიდ, ხელოვნებით გაჟღენთილ სივრცეს, სადაც „დრო გაჩერებულია“ და მუდმივი ჰარმონია სუფევს.


როცა ვშორდები... განვიცდი, თუმცა ვცდილობ, გრძნობებს არ ავყვე და ორიენტირებული ვიყო ბიზნესის განვითარებაზე.


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელიც... არ სცემს პატივს ჩემს მსოფლმხედველობას და მუდმივად ცდილობს, შეცვალოს გარკვეული თვისებები ჩემს ხასიათში.


ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ... როდესაც ბედნიერია, საუკეთესო მაკიაჟი კი ღიმილია.


მეორე ნახევარი ნიშნავს... რომელიც მზად არის, ნებისმიერ სიტუაციაში შენ გვერდით იყოს და, უბრალოდ, უყვარდე ისეთი, როგორიც ხარ.


როგორი ქმარი ვიქნები... ვფიქრობ, რომ ყურადღებიანი, ერთგული და მზრუნველი მეუღლე ვიქნები, მუდამ ორიენტირებული ოჯახის კეთილდღეობასა და გაძლიერებაზე.


მინდა ყველა ქალი იყოს... დაფასებული, თავისუფალი ნებისმიერ არჩევანში და წარმატებული იმ სფეროში, რომელსაც აირჩევს.


საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... ვფიქრობ, რომ საყვარელი ქალი ეჭვიანობის საბაბს არ მომცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ვუწოდებ მას მეორე ნახევარს. სხვა მამაკაცების მიერ გამოყოლილ მზერაზე არასდროს გავბრაზდები, ეს კიდევ უფრო დამარწმუნებს იმ ფაქტში, რომ ჩემი საყვარელი ქალი შეუდარებელია.


ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანია?... ცხადია, ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანია, მათ თანაბრად აქვთ როგორც ძირითადი, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. მიხარია, რომ ვცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, სადაც მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობა დაცულია კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.