X

დემნა დევდარიანი: „კარგი ქმარი ვიქნები, მაგრამ მუდამ მშიერი...“

საქორწინო ანკეტა
13.11.2016 20:00
2645

 „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს პასუხობს იურისტი და მკვლევარი დემნა დევდარიანი...


სახელი:
დემნა

გვარი: დევდარიანი

ასაკი: 27 წლის

პროფესია: იურისტი/მკვლევარი

სიყვარული არის... შიმშილზე სუსტი და შიშზე ძლიერი დროებითი შეგრძნება.

როცა შეყვარებული ვარ... ვარ აუტანელი მეგობრებისთვის, რადგან ყველაფერს ვაზვიადებ და მიხარია.

ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელმაც... არ იცის ცეკვა.

ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... აცვია მარკ ჯეიკობსი და მაშინ, როცა ორსულადაა.

ქალს არ უხდება... ბაბულიკა პარტნიორი.

მეორე ნახევარი ნიშნავს... ძლიერ დასაყრდენს, როცა ეს გჭირდება.

როგორი ქმარი ვიქნები... კარგი, მაგრამ მუდამ მშიერი...

მინდა, ყველა ქალი იყოს... პიროვნულად ძლიერი, პროფესიულად რეალიზებული, ფინანსურად დამოუკიდებელი.

ქალი და ალკოჰოლი... მშვენიერი კომბინაციაა.

როცა პაემანზე მივდივარ... ზედმეტად ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორ გამოვიყურები.

როცა ვშორდები... მასზე ვიწყებ ზრუნვას, რომ რაიმე ფორმით გვერდში დავუდგე.

საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... რამდენიმე საათის მანძილზე არ მომივა თუნდაც სმს-ი.

ქალის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... ამპარტავნობა... და არამხოლოდ ქალში.

ქალი და კაცი თანასწორუფლებიანია?... რა თქმა უნდა, ყოველ მიზეზგარეშე.

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
ავტორი: სოფიო ბოჭორიძე